https://sputnik-georgia.com/20261107/-covid-19--------301592948.html
ჯანმო COVID-19-ის ახალი შტამის გავრცელების გამო რეკომენდაციებს გასცემს
ჯანმო COVID-19-ის ახალი შტამის გავრცელების გამო რეკომენდაციებს გასცემს
Sputnik საქართველო
მსოფლიოში PJ.2.1 გავრცელების რისკი იზრდება. ორგანიზაციაში აღნიშნეს, რომ ამ შტამის გავრცელებას ყურადღებით აკვირდება. 07.11.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-11-07T15:46+0400
2026-11-07T15:46+0400
2026-11-07T15:46+0400
მსოფლიო დღეს
ჯანმო
covid-19
მსოფლიოს ახალი ამბები
რუსეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/01/251903143_0:160:3073:1888_1920x0_80_0_0_c835dac244a8c80a9a99cc99c85deff7.jpg
თბილისი, 7 ნოემბერი — Sputnik. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) ვაქცინების ექსპერტთა ჯგუფი დეკემბერში განიხილავს მონაცემებს COVID-19-ის ახალი შტამის — PJ.2.1-ის შესახებ და შესაბამის რეკომენდაციებს გასცემს, — იუწყება „რია ნოვოსტი“ ორგანიზაციაზე დაყრდნობით.„ჯანმოს ტექნიკური საკონსულტაციო ჯგუფი, რომელიც COVID-19-ის (TAG-CO-VAC) ვაქცინების შემადგენლობაზე მუშაობს, პერიოდულად იკრიბება ვაქცინების შემადგენლობასთან დაკავშირებული რეკომენდაციების გადახედვისა და განახლებისთვის, და 2026 წლის დეკემბერში დაგეგმილი განხილვებისას შეისწავლის მონაცემებს ვირუსის ვარიანტების — PJ.2.1-ის, ST.1-ისა და SW.2.1-ის შესახებ“, — აცხადებენ ჯანმოში.ჯგუფი გაანალიზებს ინფორმაციას გენეტიკური ევოლუციისა და ეპიდემიოლოგიის შესახებ, ასევე მონაცემებს ანტიგენური მახასიათებლების, იმუნოგენურობისა და ვაქცინების ეფექტიანობის თაობაზე.მანამდე, ჯანმოს რუსეთის ოფისმა „რია ნოვოსტის“ აცნობა, რომ იზრდება PJ.2.1 შტამის გლობალური გავრცელების რისკი. ორგანიზაციამ აღნიშნა, რომ ყურადღებით აკვირდება ამ შტამის გავრცელებას.ინფექციონისტმა და ვირუსოლოგმა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა ელენა მალინიკოვამ „რია ნოვოსტისთან“ საუბრისას აღნიშნა, რომ კორონავირუსის სხვა ვარიანტებისგან PJ.2.1 გამოირჩევა ყელის ძლიერი ტკივილითა და ავადმყოფობის შემდეგ გამოფიტვის (დაღლილობის) უფრო ხანგრძლივი პერიოდით.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/01/251903143_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_0dd9b5bc09833c8ebba6a8abf3f5d323.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ჯანმო , covid-19, მსოფლიოს ახალი ამბები, რუსეთი
ჯანმო , covid-19, მსოფლიოს ახალი ამბები, რუსეთი
ჯანმო COVID-19-ის ახალი შტამის გავრცელების გამო რეკომენდაციებს გასცემს
მსოფლიოში PJ.2.1 გავრცელების რისკი იზრდება. ორგანიზაციაში აღნიშნეს, რომ ამ შტამის გავრცელებას ყურადღებით აკვირდება.
თბილისი, 7 ნოემბერი — Sputnik. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) ვაქცინების ექსპერტთა ჯგუფი დეკემბერში განიხილავს მონაცემებს COVID-19-ის ახალი შტამის — PJ.2.1-ის შესახებ და შესაბამის რეკომენდაციებს გასცემს, — იუწყება „რია ნოვოსტი“ ორგანიზაციაზე დაყრდნობით.
„ჯანმოს ტექნიკური საკონსულტაციო ჯგუფი, რომელიც COVID-19-ის (TAG-CO-VAC) ვაქცინების შემადგენლობაზე მუშაობს, პერიოდულად იკრიბება ვაქცინების შემადგენლობასთან დაკავშირებული რეკომენდაციების გადახედვისა და განახლებისთვის, და 2026 წლის დეკემბერში დაგეგმილი განხილვებისას შეისწავლის მონაცემებს ვირუსის ვარიანტების — PJ.2.1-ის, ST.1-ისა და SW.2.1-ის შესახებ“, — აცხადებენ ჯანმოში.
ჯგუფი გაანალიზებს ინფორმაციას გენეტიკური ევოლუციისა და ეპიდემიოლოგიის შესახებ, ასევე მონაცემებს ანტიგენური მახასიათებლების, იმუნოგენურობისა და ვაქცინების ეფექტიანობის თაობაზე.
მანამდე, ჯანმოს რუსეთის ოფისმა „რია ნოვოსტის“ აცნობა, რომ იზრდება PJ.2.1 შტამის გლობალური გავრცელების რისკი. ორგანიზაციამ აღნიშნა, რომ ყურადღებით აკვირდება ამ შტამის გავრცელებას.
ინფექციონისტმა და ვირუსოლოგმა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა ელენა მალინიკოვამ „რია ნოვოსტისთან“ საუბრისას აღნიშნა, რომ კორონავირუსის სხვა ვარიანტებისგან PJ.2.1 გამოირჩევა ყელის ძლიერი ტკივილითა და ავადმყოფობის შემდეგ გამოფიტვის (დაღლილობის) უფრო ხანგრძლივი პერიოდით.