https://sputnik-georgia.com/20261106/yvelaze-saimedo-usafrtxoeba-rodesaac-mteri-ar-gyavs-profesori-saqartvelos-neitralitetze-301579735.html
„ყველაზე საიმედო უსაფრთხოებაა როდესაც მტერი არ გყავს“: პროფესორი საქართველოს ნეიტრალიტეტზე
„ყველაზე საიმედო უსაფრთხოებაა როდესაც მტერი არ გყავს“: პროფესორი საქართველოს ნეიტრალიტეტზე
Sputnik საქართველო
ნეიტრალური სტატუსი საქართველოს საშუალებას მისცემს განავითაროს ურთიერთობები ყველა მხარესთან, გეოპოლიტიკურ დაპირისპირებაში ჩართვის გარეშე, მიაჩნია ექსპერტს 06.11.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-11-06T14:45+0400
2026-11-06T14:45+0400
2026-11-06T14:45+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/02/12/297195361_0:0:941:529_1920x0_80_0_0_233a92b889cbe965be2cffcd1db0428e.jpg
თბილისი, 6 ნოემბერი - Sputnik. ნეიტრალიტეტი საქართველოს შესაძლებლობას მისცემს, დაიცვას უსაფრთხოება, გააძლიეროს ურთიერთობები ყველა ქვეყანასთან და თავი აარიდოს გეოპოლიტიკურ კონფლიქტებს, განაცხადა კიოტოს უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა პასკალ ლოტასმა.მან განაცხადა, რომ საქართველო რთულ გეოპოლიტიკურ სიტუაციაში იმყოფება: ჩრდილოეთით მას ჰყავს დიდი მეზობელი, რუსეთი, სამხრეთით თურქეთი და ირანი, ხოლო ქვეყნის ირგვლივ კონფლიქტები მძვინვარებს. ამ ვითარებაში, ერთ-ერთი შემოთავაზებული პოლიტიკური გამოსავალი ნეიტრალიტეტის გამოცხადებაა.ლოტასი მიიჩნევს, რომ ნეიტრალური სტატუსი საქართველოს საშუალებას მისცემს განავითაროს ურთიერთობები ყველა მხარესთან, გეოპოლიტიკურ დაპირისპირებაში ჩართვის გარეშე.მისი აზრით, მუდმივი ნეიტრალიტეტის ოფიციალური გამოცხადება ასევე გაზრდის ნდობას საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან და საქართველოს უფრო მიმზიდველს გახდის უცხოური ინვესტიციებისთვის.„თუ თქვენ ყველას მინდორზე ითამაშებთ, რა თქმა უნდა, ამას მოსდევს გამოწვევები, რომ თავიდან ავიცილოთ ის, რომ ერთმა ან მეორე სახელმწიფომ წნეხი არ განახორციელოს თქვენზე. მაგრამ დადებითი რა არის?! - ძალიან გაიზრდება ნდობა“, - აღნიშნა ლოტასმა.მან განმარტა, რომ ნეიტრალიტეტი საქართველოს საშუალებას მისცემს, გარანტირებულად დაიცვას სხვადასხვა ქვეყნებიდან, მათ შორის რუსეთიდან, თურქეთიდან და ჩინეთიდან შემოსული ინვესტიციები და დააკავშიროს სხვადასხვა სახელმწიფოს ეკონომიკური ინტერესები, რაც უზრუნველყოფს თანამშრომლობიდან ორმხრივ სარგებელს. ექსპერტის მტკიცებით, ასეთი სტრატეგიის წარმატებით განხორციელება გააძლიერებს არა მხოლოდ ქვეყნის ეკონომიკურ, არამედ სტრატეგიულ და სამხედრო უსაფრთხოებასაც.მისი თქმით, ერთ-ერთი გამოწვევა საქართველოს ნეიტრალიტეტისთვის არის კონსტიტუციაში არსებული ჩანაწერი ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით. პასკალ ლოტასი მიიჩნევს, რომ კონსტიტუციის ეს ჩანაწერი საზოგადოებაში დიდი დისკუსიის თემა უნდა გახდეს და აღნიშნული მუხლი დაკორექტირდეს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/02/12/297195361_0:0:941:705_1920x0_80_0_0_95b6a5522050dca7f4bd96d22aa20695.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, პოლიტიკა
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, პოლიტიკა
„ყველაზე საიმედო უსაფრთხოებაა როდესაც მტერი არ გყავს“: პროფესორი საქართველოს ნეიტრალიტეტზე
ნეიტრალური სტატუსი საქართველოს საშუალებას მისცემს განავითაროს ურთიერთობები ყველა მხარესთან, გეოპოლიტიკურ დაპირისპირებაში ჩართვის გარეშე, მიაჩნია ექსპერტს
თბილისი, 6 ნოემბერი - Sputnik. ნეიტრალიტეტი საქართველოს შესაძლებლობას მისცემს, დაიცვას უსაფრთხოება, გააძლიეროს ურთიერთობები ყველა ქვეყანასთან და თავი აარიდოს გეოპოლიტიკურ კონფლიქტებს, განაცხადა კიოტოს უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა პასკალ ლოტასმა.
მან განაცხადა, რომ საქართველო რთულ გეოპოლიტიკურ სიტუაციაში იმყოფება: ჩრდილოეთით მას ჰყავს დიდი მეზობელი, რუსეთი, სამხრეთით თურქეთი და ირანი, ხოლო ქვეყნის ირგვლივ კონფლიქტები მძვინვარებს. ამ ვითარებაში, ერთ-ერთი შემოთავაზებული პოლიტიკური გამოსავალი ნეიტრალიტეტის გამოცხადებაა.
ლოტასი მიიჩნევს, რომ ნეიტრალური სტატუსი საქართველოს საშუალებას მისცემს განავითაროს ურთიერთობები ყველა მხარესთან, გეოპოლიტიკურ დაპირისპირებაში ჩართვის გარეშე.
„ნეიტრალურობა ყოველთვის გახლავთ სახელმწიფოსთვის ისეთი რამ, რომელმაც უნდა მართოს რაღაც ფორმით გეოპოლიტიკური პრობლემები“, - განაცხადა პროფესორმა „იმედის“ ეთერში.
მისი აზრით, მუდმივი ნეიტრალიტეტის ოფიციალური გამოცხადება ასევე გაზრდის ნდობას საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან და საქართველოს უფრო მიმზიდველს გახდის უცხოური ინვესტიციებისთვის.
„თუ თქვენ ყველას მინდორზე ითამაშებთ, რა თქმა უნდა, ამას მოსდევს გამოწვევები, რომ თავიდან ავიცილოთ ის, რომ ერთმა ან მეორე სახელმწიფომ წნეხი არ განახორციელოს თქვენზე. მაგრამ დადებითი რა არის?! - ძალიან გაიზრდება ნდობა“, - აღნიშნა ლოტასმა.
მან განმარტა, რომ ნეიტრალიტეტი საქართველოს საშუალებას მისცემს, გარანტირებულად დაიცვას სხვადასხვა ქვეყნებიდან, მათ შორის რუსეთიდან, თურქეთიდან და ჩინეთიდან შემოსული ინვესტიციები და დააკავშიროს სხვადასხვა სახელმწიფოს ეკონომიკური ინტერესები, რაც უზრუნველყოფს თანამშრომლობიდან ორმხრივ სარგებელს. ექსპერტის მტკიცებით, ასეთი სტრატეგიის წარმატებით განხორციელება გააძლიერებს არა მხოლოდ ქვეყნის ეკონომიკურ, არამედ სტრატეგიულ და სამხედრო უსაფრთხოებასაც.
„ყველაზე დიდი უსაფრთხოება მოდის იქიდან, რომ მტრები არ გყავთ“, - განაცხადა პასკალ ლოტასმა.
მისი თქმით, ერთ-ერთი გამოწვევა საქართველოს ნეიტრალიტეტისთვის არის კონსტიტუციაში არსებული ჩანაწერი ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით. პასკალ ლოტასი მიიჩნევს, რომ კონსტიტუციის ეს ჩანაწერი საზოგადოებაში დიდი დისკუსიის თემა უნდა გახდეს და აღნიშნული მუხლი დაკორექტირდეს.