უკანონო ტყითსარგებლობის სტატისტიკა: 10 თვის მონაცემები

© photo: Sputnik / Konstantin Chalabovნაჯახი
ნაჯახი  - Sputnik საქართველო, 1920, 06.11.2026
გამოწერა
ათ თვეში 56 არარეგისტრირებული სახერხი საამქრო დალუქეს
თბილისი, 6 ნოემბერი — Sputnik. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, 2026 წლის 1 იანვრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით, უკანონო ტყითსარგებლობის 1266 ფაქტი გამოავლინეს, განაცხადეს უწყების პრესსამსახურში.
დარღვევების საერთო რაოდენობიდან 154 საქმე სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.
გამოვლენილი სამართალდარღვევებიდან 880 ფაქტი ეხება ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირებას, ხოლო 386 - სახერხი საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევასა და არალეგალური საქმიანობის შემთხვევებს.
2026 წლის 10 თვეში დალუქულია 56 არარეგისტრირებული სახერხი საამქრო.
დარღვევების რაოდენობა რეგიონების მიხედვით:
აჭარა - 303;
სამეგრელო-ზემო სვანეთში - 225,
კახეთში - 203,
იმერეთში - 177,
სამცხე-ჯავახეთში - 101,
გურიაში - 66, ქვემო ქართლში - 60,
რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთში - 51,
მცხეთა-მთიანეთში - 38,
შიდა ქართლში - 35.
7 სამართალდარღვევა დაფიქსირდა დედაქალაქშიც - გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების თანამშრომლებმა, თბილისში, 10 თვეში გამოავლინეს 3 უკანონო სახერხი საამქრო, ასევე სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 3 და ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 1 ფაქტი.
დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან რეჟიმში პატრულირებენ; მყისიერი რეაგირება ხდება სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზეც.
ყველა ახალი ამბავი
0