https://sputnik-georgia.com/20261106/stormi-qarbuqi-da-mewyersasisroeba-dasavlet-saqartvelosi-amindi-gauaresdeba-301587428.html
შტორმი, ქარბუქი და მეწყერსაშიშროება: დასავლეთ საქართველოში მინდი გაუარესდება
შტორმი, ქარბუქი და მეწყერსაშიშროება: დასავლეთ საქართველოში მინდი გაუარესდება
Sputnik საქართველო
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა აჭარა-გურიის მდინარეებისა და მათი შენაკადების ქვემო წელში წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება შეიძლება გამოიწვიოს 06.11.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-11-06T22:22+0400
2026-11-06T22:22+0400
2026-11-07T00:38+0400
საქართველო
ამინდი საქართველოში
ახალი ამბები
გარემოს ეროვნული სააგენტო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0b/1b/284530296_0:92:2048:1244_1920x0_80_0_0_5f5b0140e8f2e3ad12b47be617333fec.jpg
თბილისი, 6 ნოემბერი — Sputnik. დასავლეთ საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე 7 ნოემბრის დღის მეორე ნახევრიდან 9 ნოემბრის დილამდე მოსალოდნელია ნალექი, აჭარაში და გურიის რეგიონში – დროგამოშვებით ძლიერი ინტენსივობით, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.სინოპტიკოსების ცნობით, შესაძლებელია ელჭექი, ძლიერი ქარი, ზღვაზე 4-5- ბალიანი შტორმი, მაღალმთიან ზონებში ზოგან ძლიერი თოვა, ქარბუქი და ნისლი.„დიდთოვლობის, ქარბუქისა და ხილვადობის გაუარესების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა“, - ნათქვამია განცხადებაში.მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა, შესაძლებელია, აჭარა-გურიის მდინარეებისა და მათი შენაკადების ქვემო წელში – წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში – მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება, ხოლო ურბანულ ტერიტორიებზე ცალკეული ადგილების დატბორვა გამოიწვიოს.„საფრთხის დონე – საშუალო“, – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0b/1b/284530296_389:0:2048:1244_1920x0_80_0_0_61b294b996e6cbc8bf6da4b3ebed896e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ამინდი საქართველოში, ახალი ამბები, გარემოს ეროვნული სააგენტო
საქართველო, ამინდი საქართველოში, ახალი ამბები, გარემოს ეროვნული სააგენტო
შტორმი, ქარბუქი და მეწყერსაშიშროება: დასავლეთ საქართველოში მინდი გაუარესდება
22:22 06.11.2026 (განახლებულია: 00:38 07.11.2026) მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა აჭარა-გურიის მდინარეებისა და მათი შენაკადების ქვემო წელში წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება შეიძლება გამოიწვიოს
თბილისი, 6 ნოემბერი — Sputnik. დასავლეთ საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე 7 ნოემბრის დღის მეორე ნახევრიდან 9 ნოემბრის დილამდე მოსალოდნელია ნალექი, აჭარაში და გურიის რეგიონში – დროგამოშვებით ძლიერი ინტენსივობით, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
სინოპტიკოსების ცნობით, შესაძლებელია ელჭექი, ძლიერი ქარი, ზღვაზე 4-5- ბალიანი შტორმი, მაღალმთიან ზონებში ზოგან ძლიერი თოვა, ქარბუქი და ნისლი.
„დიდთოვლობის, ქარბუქისა და ხილვადობის გაუარესების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა“, - ნათქვამია განცხადებაში.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა, შესაძლებელია, აჭარა-გურიის მდინარეებისა და მათი შენაკადების ქვემო წელში – წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში – მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება, ხოლო ურბანულ ტერიტორიებზე ცალკეული ადგილების დატბორვა გამოიწვიოს.
„საფრთხის დონე – საშუალო“, – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.