არის თუ არა თბილისში ადგილები, სადაც ადამიანი Wi-Fi-სგან დაისვენებს?

გამოწერა
უსადენო ინტერნეტი ქალაქის ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა. ის ხელმისაწვდომია კაფეებში, სასტუმროებში, სავაჭრო ცენტრებსა და საზოგადოებრივ სივრცეებში.
დედაქალაქში ხელმისაწვდომია ასევე უფასო საქალაქო ქსელი Tbilisi Loves You, მაგრამ თუ არსებობს რაიმე სპეციალური ზონები თბილისში, რომელიც თავისუფალია Wi-Fi-სა და ინტერნეტისგან? თბილისში ასეთი ოფიციალურად ორგანიზებული სივრცეები, ჯერჯერობით, არ არსებობს.

თუმცა, საზოგადოებრივი Wi-Fi-ს არარსებობა არ ნიშნავს ინტერნეტის არარსებობას -
მობილური კავშირი საშუალებას იძლევა თითქმის ყველგან იყოთ ონლაინ. ამიტომ ვისაც ციფრული ხმაურისგან დასვენება სურს, არ სჭირდება განსაკუთრებული ადგილის ძებნა - ზოგჯერ საკმარისია შეარჩიოთ წყნარი პარკი, შეინახოთ ტელეფონი და ქსელისგან თუნდაც ერთი საათი დაისვენოთ.
ყველა ახალი ამბავი
0