https://sputnik-georgia.com/20261106/ramdenit-gaizardeba-pensia-saqartvelosi-2027-wels-301580177.html
რამდენით გაიზარდება პენსია საქართველოში 2027 წელს
რამდენით გაიზარდება პენსია საქართველოში 2027 წელს
Sputnik საქართველო
ქვეყანაში სახელმწიფო პენსიის ზრდა ყოველწლიური ინდექსაციის ფარგლებში ხდება, რომელიც ძალაში 2021 წლის 1-ელი იანვრიდან შევიდა 06.11.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-11-06T15:21+0400
2026-11-06T15:21+0400
2026-11-06T15:21+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
სოციალური სფერო საქართველოში
საპენსიო სააგენტო
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ირაკლი კობახიძე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/07/283055421_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_28a1ea6c8e2a2afcb2ff43501a23027a.jpg
თბილისი, 6 ნოემბერი — Sputnik. საქართველოში ასაკობრივი პენსია 2027 წელს დაგეგმილზე მეტად გაიზრდება, რაც ასახულია მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში.70 წლამდე ასაკის პირთა პენსიის დაგეგმილ 20 ლარზე მეტად გაზრდის ინიციატივით პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მიმდინარე წლის ოქტომბერში გამოვიდა.ბიუჯეტის პროექტის თანახმად, 70 წლამდე ბენეფიციარებისთვის, პროექტის წინა ვერსიით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად, იზრდება 45 ლარით და 415 ლარს შეადგენს, მაღალმთიან რეგიონებში - 498 ლარს.70 წლის და მეტი ასაკის პირთა პენსია იზრდება 60 ლარით და განისაზღვრება 555 ლარის ოდენობით; მაღალმთიან რეგიონებში ის 665 ლარს მიაღწევს.ქვეყანაში სახელმწიფო პენსიის ზრდა ყოველწლიური ინდექსაციის ფარგლებში ხდება, რომელიც ძალაში 2021 წლის 1-ელი იანვრიდან შევიდა და ახლა იგი ყოველწლიურად ეკონომიკური ფაქტორების გათვალისწინებით იზრდება. 70 წლამდე პენსიონერებისთვის პენსია იზრდება ინფლაციის გათვალისწინებით, ხოლო 70 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის - ინფლაციისა და ეკონომიკური ზრდის 80%-ის მიხედვით.2026 წლის 1-ელი იანვრიდან 70 წელს ზემოთ პირებისთვის პენსია 495 ლარს, მაღალმთიან რაიონებში მცხოვრები პირებისთვის კი 594 ლარს შეადგენს. 70 წლამდე პირებისთვის პენსია 370 ლარია, ხოლო მაღალმთიან რაიონებში მცხოვრები პირებისთვის - 444 ლარი.დღეს საქართველოში ასაკობრივი პენსია ქალებს ეკუთვნით 60 წლიდან, მამაკაცებს - 65 წლიდან.დაგროვებითი საპენსიო სისტემის მონაწილეები სახელმწიფო პენსიასთან ერთად დამატებით დანაზოგს მიიღებენ, რომლის ოდენობაც დამოკიდებულია მათი სიცოცხლის ხანგრძლივობასა და დანაზოგის მთლიან ოდენობაზე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/07/283055421_347:0:3078:2048_1920x0_80_0_0_bd013320c0c1a11d28905c6c8169702b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, სოციალური სფერო საქართველოში, საპენსიო სააგენტო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, სოციალური სფერო საქართველოში, საპენსიო სააგენტო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე
რამდენით გაიზარდება პენსია საქართველოში 2027 წელს
ქვეყანაში სახელმწიფო პენსიის ზრდა ყოველწლიური ინდექსაციის ფარგლებში ხდება, რომელიც ძალაში 2021 წლის 1-ელი იანვრიდან შევიდა
თბილისი, 6 ნოემბერი — Sputnik. საქართველოში ასაკობრივი პენსია 2027 წელს დაგეგმილზე მეტად გაიზრდება, რაც ასახულია მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში.
70 წლამდე ასაკის პირთა პენსიის დაგეგმილ 20 ლარზე მეტად გაზრდის ინიციატივით პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მიმდინარე წლის ოქტომბერში გამოვიდა.
ბიუჯეტის პროექტის თანახმად, 70 წლამდე ბენეფიციარებისთვის, პროექტის წინა ვერსიით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად, იზრდება 45 ლარით და 415 ლარს შეადგენს, მაღალმთიან რეგიონებში - 498 ლარს.
70 წლის და მეტი ასაკის პირთა პენსია იზრდება 60 ლარით და განისაზღვრება 555 ლარის ოდენობით; მაღალმთიან რეგიონებში ის 665 ლარს მიაღწევს.
ქვეყანაში სახელმწიფო პენსიის ზრდა ყოველწლიური ინდექსაციის ფარგლებში ხდება, რომელიც ძალაში 2021 წლის 1-ელი იანვრიდან შევიდა და ახლა იგი ყოველწლიურად ეკონომიკური ფაქტორების გათვალისწინებით იზრდება. 70 წლამდე პენსიონერებისთვის პენსია იზრდება ინფლაციის გათვალისწინებით, ხოლო 70 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის - ინფლაციისა და ეკონომიკური ზრდის 80%-ის მიხედვით.
2026 წლის 1-ელი იანვრიდან 70 წელს ზემოთ პირებისთვის პენსია 495 ლარს, მაღალმთიან რაიონებში მცხოვრები პირებისთვის კი 594 ლარს შეადგენს. 70 წლამდე პირებისთვის პენსია 370 ლარია, ხოლო მაღალმთიან რაიონებში მცხოვრები პირებისთვის - 444 ლარი.
დღეს საქართველოში ასაკობრივი პენსია ქალებს ეკუთვნით 60 წლიდან, მამაკაცებს - 65 წლიდან.
დაგროვებითი საპენსიო სისტემის მონაწილეები სახელმწიფო პენსიასთან ერთად დამატებით დანაზოგს მიიღებენ, რომლის ოდენობაც დამოკიდებულია მათი სიცოცხლის ხანგრძლივობასა და დანაზოგის მთლიან ოდენობაზე.