https://sputnik-georgia.com/20261106/ra-raodenobis-oqro-inaxeba-saqartvelos-erovnuli-bankis-sacavebsi-bolo-informaca-301580438.html
რა რაოდენობის ოქრო ინახება საქართველოს ეროვნული ბანკის საცავებში - ბოლო მონაცემები
რა რაოდენობის ოქრო ინახება საქართველოს ეროვნული ბანკის საცავებში - ბოლო მონაცემები
Sputnik საქართველო
ეროვნული ბანკის მონაცემებით, ოქროს პორტფელის ზრდასთან ერთად, ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია საქართველოს მთლიანმა საერთაშორისო რეზერვებმაც. 06.11.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-11-06T21:20+0400
2026-11-06T21:20+0400
2026-11-06T21:20+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ეროვნული ბანკი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23120/65/231206530_0:175:3017:1872_1920x0_80_0_0_7a9480d617ecaa480b896d3f6220266b.jpg
თბილისი, 6 ნოემბერი — Sputnik. 2026 წლის ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოს ეროვნული ბანკის რეზერვებში ოქროს წილი მთლიანი რეზერვების 16,6%-ს შეადგენდა, ნათქვამია რეგულატორია განცხადებაში.პორტფელის ზრდა ივნისსა და ოქტომბერში 500 მილიონი დოლარის ღირებულების ოქროს შეძენით არის განპირობებული. ოქროს რეზერვების მთლიანმა ღირებულებამ 1,365 მილიარდი დოლარი შეადგინა.ეროვნული ბანკის მონაცემებით, ოქროს პორტფელის ზრდასთან ერთად, ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია საქართველოს მთლიანმა საერთაშორისო რეზერვებმაც.„2026 წლის ოქტომბრის მდგომარეობით, მათი მოცულობა 8.25 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 47.2%-ით მეტია. წინა თვესთან შედარებით კი რეზერვები 82.6 მილიონი აშშ დოლარით გაიზარდა“, - ნათქვამია განცხადებაში.საქართველოს ეროვნული ბანკის გრძელვადიანი პოლიტიკა საერთაშორისო რეზერვების დაგროვებასა და სარეზერვო აქტივების ეფექტიან მართვასა და დივერსიფიკაციას ითვალისწინებს.ხელსაყრელი საბაზრო პირობების არსებობის შემთხვევაში, სებ-ი სავალუტო რეზერვებს ავსებს. 2026 წლის იანვარ-სექტემბერში ეროვნული ბანკის წმინდა შესყიდვებმა ჯამურად 3,370.7 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.საქართველოს ეროვნული ბანკი საერთაშორისო რეზერვების განახლებულ მონაცემებს 2026 წლის 7 დეკემბერს გამოაქვეყნებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23120/65/231206530_143:0:2872:2047_1920x0_80_0_0_bbd9845d6344d36530df70817530b1a5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეროვნული ბანკი
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეროვნული ბანკი
რა რაოდენობის ოქრო ინახება საქართველოს ეროვნული ბანკის საცავებში - ბოლო მონაცემები
ეროვნული ბანკის მონაცემებით, ოქროს პორტფელის ზრდასთან ერთად, ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია საქართველოს მთლიანმა საერთაშორისო რეზერვებმაც.
თბილისი, 6 ნოემბერი — Sputnik. 2026 წლის ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოს ეროვნული ბანკის რეზერვებში ოქროს წილი მთლიანი რეზერვების 16,6%-ს შეადგენდა, ნათქვამია რეგულატორია განცხადებაში.
პორტფელის ზრდა ივნისსა და ოქტომბერში 500 მილიონი დოლარის ღირებულების ოქროს შეძენით არის განპირობებული. ოქროს რეზერვების მთლიანმა ღირებულებამ 1,365 მილიარდი დოლარი შეადგინა.
"ეროვნულმა ბანკმა მონეტარულ ოქროში ინვესტირება პირველად 2024 წელს დაიწყო. სარეზერვო აქტივების დივერსიფიკაცია და მათი ეფექტიანი მართვა სებ-ის ერთ-ერთი სტრატეგიული პრიორიტეტია. მონეტარულ ოქროში ინვესტირების მიზანი კი საერთაშორისო რეზერვების დივერსიფიკაცია და გლობალურ ფინანსურ ბაზრებზე არსებული მერყეობისგან მათი დაცვაა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, ოქროს პორტფელის ზრდასთან ერთად, ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია საქართველოს მთლიანმა საერთაშორისო რეზერვებმაც.
„2026 წლის ოქტომბრის მდგომარეობით, მათი მოცულობა 8.25 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 47.2%-ით მეტია. წინა თვესთან შედარებით კი რეზერვები 82.6 მილიონი აშშ დოლარით გაიზარდა“, - ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოს ეროვნული ბანკის გრძელვადიანი პოლიტიკა საერთაშორისო რეზერვების დაგროვებასა და სარეზერვო აქტივების ეფექტიან მართვასა და დივერსიფიკაციას ითვალისწინებს.
ხელსაყრელი საბაზრო პირობების არსებობის შემთხვევაში, სებ-ი სავალუტო რეზერვებს ავსებს. 2026 წლის იანვარ-სექტემბერში ეროვნული ბანკის წმინდა შესყიდვებმა ჯამურად 3,370.7 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
საქართველოს ეროვნული ბანკი საერთაშორისო რეზერვების განახლებულ მონაცემებს 2026 წლის 7 დეკემბერს გამოაქვეყნებს.