უქმეებზე ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში ყვავილების გამოფენა გაიმართება

© Sputnik / STRINGERბოტანიკური ბაღი თბილისში. სემოდგომა
ბოტანიკური ბაღი თბილისში. სემოდგომა - Sputnik საქართველო, 1920, 06.11.2026
გამოწერა
ღონისძიებაზე დაინტერესებულ პირებს სხვადასხვა აქტივობები და პროგრამები დახვდებათ
თბილისი, 6 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ორგანიზებით, 7 და 8 ნოემბერს ტრადიციად ქცეული ღონისძიება – საშემოდგომო ყვავილების გამოფენა გაიმართება.
ღონისძიება 12:00 საათიდან 18:00 საათამდე პერიოდში გაგრძელდება.
თბილისის მერიის ინფორმაციით, გამოფენაზე ეროვნული ბოტანიკური ბაღის კოლექციიდან ქრიზანთემების 150-ზე მეტი ჯიში, შემოდგომის ყვავილების მრავალფეროვნება, თბილისსა და რეგიონებში არსებული სანერგე მეურნეობების პროდუქცია იქნება წარმოდგენილი.
ღონისძიებაზე დაინტერესებულ პირებს ეკოშემეცნებითი პროგრამები დახვდებათ, რაც მათ შესაძლებლობას მისცემს, შეიმეცნონ, აღმოაჩინონ მცენარეთა სამყარო და ჩაერთონ სხვადასხვა აქტივობაში.
დამთვალიერებელს ქრიზანთემებისა და ტროპიკული ორანჟერეის მცენარეების, საშემოდგომო გვირგვინებისა და ხელნაკეთი ნივთების შეძენის შესაძლებლობაც ექნებათ.
„ყვავილების გამოფენაზე“ ეპოქსიდით შექმნილი ხელნაკეთი ნივთების მასტერკლასი, საშემოდგომო გვირგვინებისა და თიხაზე ძერწვის მასტერკლასი გაიმართება.
ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში ყვავილების გამოფენაზე მისულ ვიზიტორებს ყოველწლიურად განახლებული კოლექციების დათვალიერების შესაძლებლობა აქვთ.
ყველა ახალი ამბავი
0