ტურიზმის ადმინისტრაცია WTM London 2026-ზე ეროვნული სტენდით წარდგა

© Georgian National Tourism Administration
გამოწერა
უწყების ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთიდან საქართველოს მიმართულებით მოგზაურთა ინტერესი დინამიურად იზრდება.
თბილისი, 6 ნოემბერი - Sputnik. საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ დიდ ბრიტანეთში ტურიზმის სფეროში მსოფლიოში ერთ-ერთ უმსხვილეს და პრესტიჟულ საერთაშორისო გამოფენაში World Travel Market (WTM) London 2026 მიიღო მონაწილეობა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ადმინისტრაციასთან ერთად, გამოფენაში საქართველოდან 20-მდე ტურისტული კომპანია, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი და იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია (DMO) მონაწილეობდნენ.

საქართველო დიდ ბრიტანეთში პრესტიჟულ საერთაშორისო გამოფენაში World Travel Marke მონაწილეობს
© Georgian National Tourism Administration
"ვიზიტორებსა და სექტორის წარმომადგენლებს საქართველოს ეროვნულ სტენდზე შესაძლებლობა ჰქონდათ, ამომწურავად გასცნობოდნენ ქვეყნის ტურისტულ მიმართულებებს, პროდუქტებს, კულტურულ-ისტორიულ მემკვიდრეობასა და ოთხსეზონიან ტურისტულ პოტენციალს", - ნათქვამია განცხადებაში.
ადმინისტრაციის ცნობით, საქართველოს დელეგაციამ უცხოელ ტუროპერატორებთან და საერთაშორისო პარტნიორებთან ორმხრივი საქმიანი შეხვედრები გამართა.

საქართველო დიდ ბრიტანეთში პრესტიჟულ საერთაშორისო გამოფენაში World Travel Marke მონაწილეობს
© Georgian National Tourism Administration
"ეს ღონისძიება ემსახურება როგორც ტურიზმის ადმინისტრაციისთვის, ისე კერძო სექტორისთვის კავშირების გაღრმავებას, ახალი ბიზნესკონტაქტების დამყარებას, საერთაშორისო მედიებთან შეხვედრებსა და სამომავლო კამპანიების დაგეგმვას" - განაცხადა ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მაია ომიაძემ.
გამოფენის ფარგლებში, სამომავლო პარტნიორობისა და ერთობლივი პროექტების დაგეგმვის მიზნით, შეხვედრები გაიმართა მსოფლიოში წამყვან ბრენდებთან: Amadeus, Booking.com, Skyscanner, AVIAREPS, Warner Bros. Discovery, Bloomberg, The New York Times, BBC, National Geographic Traveller, Condé Nast და სხვა.

საქართველო დიდ ბრიტანეთში პრესტიჟულ საერთაშორისო გამოფენაში World Travel Marke მონაწილეობს
© Georgian National Tourism Administration
დიდ ბრიტანეთში საქართველოს შესახებ აქტიური მარკეტინგული კამპანია გრძელდება. ლონდონის მთავარ ქუჩებში საქართველოს შესახებ გარე რეკლამა მომზადდა. მაღალი რეპუტაციის მქონე მედია საშუალებებმა საქართველოს შესახებ სტატიები გაავრცელეს. შედეგად მესამე კვარტალში 18%-იანი მატებაა, როგორც შემოსავლების, ისე ვიზიტორების ოდენობით ბრიტანეთიდან. დიდი ბრიტანეთის ბაზარი საქართველოსთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია.

საქართველო დიდ ბრიტანეთში პრესტიჟულ საერთაშორისო გამოფენაში World Travel Marke მონაწილეობს
© Georgian National Tourism Administration
დიდი ბრიტანეთიდან საქართველოს მიმართულებით მოგზაურთა ინტერესი დინამიურად იზრდება. 2026 წლის მესამე კვარტალში (ივლისი-სექტემბერი) გაერთიანებული სამეფოდან განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით 18.2%-ით გაიზარდა.