ყვარელში თანამედროვე ხელოვნების ფონდი გაიხსნა

© Courtesy of Kvareli Foundation for Contemporary Art Kvareli Foundation for Contemporary Art
 Kvareli Foundation for Contemporary Art  - Sputnik საქართველო, 1920, 05.11.2026
გამოწერა
კულტურული კამპუსი მიზნად ისახავს ქართული თანამედროვე ხელოვნების კვლევას, შენარჩუნებასა და ექსპონირებას
თბილისი, 5 ნოემბერი — Sputnik. კახეთში თანამედროვე ხელოვნების ყვარლის ფონდი (Kvareli Foundation for Contemporary Art) გაიხსნა, იუწყებიან ფონდის დამფუძნებლები.
© Courtesy of Kvareli Foundation for Contemporary Art Kvareli Foundation for Contemporary Art
Фонд современного искусства Кварели (Kvareli Foundation for Contemporary Art)  - Sputnik საქართველო, 1920, 05.11.2026
Kvareli Foundation for Contemporary Art
Kvareli Foundation – ეს არის კულტურული ცენტრი საქართველოში, რომელიც ეძღვნება თანამედროვე ხელოვნებასა და მხატვრულ კვლევებს, ასევე — ქართული თანამედროვე ხელოვნების შენარჩუნებასა და ექსპონირებას.
© Courtesy of Kvareli Foundation for Contemporary Art Kvareli Foundation for Contemporary Art
Фонд современного искусства Кварели (Kvareli Foundation for Contemporary Art)  - Sputnik საქართველო, 1920, 05.11.2026
Kvareli Foundation for Contemporary Art
ფონდი უმასპინძლებს გამოფენებსა და საჯარო პროგრამებს — მათ შორის ლექციებს, ვორქშოფებსა და დისკუსიებს, — რომლებიც მიზნად ისახავს თანამედროვე მხატვრული პრაქტიკების კრიტიკულ გააზრებას.
© Courtesy of Kvareli Foundation for Contemporary Art Kvareli Foundation for Contemporary Art
Фонд современного искусства Кварели (Kvareli Foundation for Contemporary Art)  - Sputnik საქართველო, 1920, 05.11.2026
Kvareli Foundation for Contemporary Art
„საქართველოს სოციალურ და კულტურულ კონტექსტზე დაყრდნობით და, ამავდროულად, საერთაშორისო მხატვრულ დისკურსში აქტიური ჩართულობით, ყვარლის ფონდი ხელს უწყობს მხატვრული საქმიანობის გრძელვადიან განვითარებასა და თვალსაჩინოებას“, — ნათქვამია ორგანიზაციის ოფიციალურ ვებგვერდზე.
© Courtesy of Kvareli Foundation for Contemporary Art Kvareli Foundation for Contemporary Art
Фонд современного искусства Кварели (Kvareli Foundation for Contemporary Art)  - Sputnik საქართველო, 1920, 05.11.2026
Kvareli Foundation for Contemporary Art
გამოფენების, დიალოგისა და ცოდნის გაზიარების გზით, ფონდი მიზნად ისახავს ისეთი სივრცის შექმნას, სადაც თანამედროვე ხელოვნება აღიქმება არა უბრალოდ დასრულებულ პროდუქტად, არამედ — განვითარებად პროცესად, რომელსაც კონტექსტი და საზოგადოებრივი რეფლექსია აყალიბებს, — აღნიშნავენ კონცეფციის ავტორები.
© Courtesy of Kvareli Foundation for Contemporary Art Kvareli Foundation for Contemporary Art
Фонд современного искусства Кварели (Kvareli Foundation for Contemporary Art)  - Sputnik საქართველო, 1920, 05.11.2026
Kvareli Foundation for Contemporary Art
„ყვარლის ფონდის“ იერსახე განუყოფლადაა დაკავშირებული მის გეოგრაფიულ მდებარეობასთან, ლანდშაფტსა და გარემოსთან. მსხვილი ურბანული ცენტრებისგან მოშორებით ლოკაციის შერჩევა გააზრებული გადაწყვეტილება იყო, რაც მიზნად ისახავს კულტურული პროცესების დეცენტრალიზაციას და თანამედროვე ხელოვნების გავრცელების არეალის გაფართოებას მთელი საქართველოს მასშტაბით.
„დედაქალაქის გარეთ კულტურული საქმიანობის ხელშეწყობით, ფონდი წვლილს შეიტანს რეგიონულ განვითარებაში, გააძლიერებს საქართველოს რეგიონების ცნობადობას, მდგრადობასა და კულტურულ სიცოცხლისუნარიანობას. დედაქალაქისგან მოშორებით მუშაობა ქმნის ისეთ გარემოს, რომელიც ხელს უწყობს მხატვრულ პრაქტიკაში უფრო აუჩქარებელ და სიღრმისეულ ჩართულობას — აქ ჩნდება დრო იდეების განვითარების, რეფლექსიისა და ხანგრძლივი დიალოგისთვის“, — აცხადებენ ფონდში.
ფონდის პირველი გამოფენა — „ქართული თანამედროვე ხელოვნება: საწყისები და უწყვეტობა“ (Georgian Contemporary Art: Origins and Continuities_ — უკვე ღიაა დამთვალიერებლებისთვის. გამოფენა ასახავს ქართული თანამედროვე ხელოვნების განვითარებას 1960-იანი წლებიდან დღემდე და იკვლევს მხატვრული ენების, ინტელექტუალური პოზიციებისა და გამოხატვის ფორმების ტრანსფორმაციებს, რომლებიც ექვს ათეულ წელზე მეტი ხნის განმავლობაში განსაზღვრავდა მისი განვითარების გზას.
ყველა ახალი ამბავი
0