https://sputnik-georgia.com/20261105/tornike-sengelia-virtusis-didebis-darbazis-wevri-gaxdeba-301561220.html
თორნიკე შენგელია „ვირტუსის“ დიდების დარბაზის წევრი გახდება
თორნიკე შენგელია „ვირტუსის“ დიდების დარბაზის წევრი გახდება
Sputnik საქართველო
თორნიკე შენგელიას პატივსაცემად სპეციალური ცერემონია 6 ნოემბერს, ევროლიგის მატჩის დროს გაიმართება, რომელშიც „ვირტუსი“ „დუბაის“ უმასპინძლებს. 05.11.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-11-05T19:49+0400
2026-11-05T19:49+0400
2026-11-05T19:49+0400
ახალი ამბები
საქართველო
სპორტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/0a/272074733_0:617:1242:1316_1920x0_80_0_0_ce29b53198839471ab440172047c3862.jpg
თბილისი, 5 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია ბოლონიის „ვირტუსის“ დიდების დარბაზის წევრი გახდება, ამის შესახებ ინფორმაცია იტალიურმა კლუბმა გაავრცელა.ქართველი კალათბურთელის პატივსაცემად სპეციალური ცერემონია 6 ნოემბერს, ევროლიგის მატჩის დროს გაიმართება, რომელშიც „ვირტუსი“ „დუბაის“ უმასპინძლებს. შენგელია ბოლონიაში დაბრუნდება და კლუბის გულშემატკივრების წინაშე სპეციალურ ჯილდოს მიიღებს.შენგელია პროექტის Virtus 100 Hall of Fame წევრი გახდება, რომელიც კლუბის დაარსებიდან 100 წლის იუბილეს ეძღვნება.თორნიკე შენგელია ბოლონიურ გუნდში 2022-2025 წლებში თამაშობდა და მისი ერთ-ერთი ლიდერი იყო. შენგელიამ „ვირტუსთან“ ერთად 2022 წელს – ევროთასი, ხოლო 2025 წელს იტალიის ჩემპიონატი მოიგო. გარდა ამისა, ქართველი კალათბურთელი იტალიის ჩემპიონატის ფინალური სერიის საუკეთესო მოთამაშედ (MVP) დასახელდა.ამჟამად თორნიკე შენგელია „დუბაიში“ თამაშობს, რომელსაც 2026 წლის ზაფხულში შეუერთდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/0a/272074733_195:614:1047:1253_1920x0_80_0_0_619faa39d9c6f9a237432449746b0aa2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი
თორნიკე შენგელია „ვირტუსის“ დიდების დარბაზის წევრი გახდება
თორნიკე შენგელიას პატივსაცემად სპეციალური ცერემონია 6 ნოემბერს, ევროლიგის მატჩის დროს გაიმართება, რომელშიც „ვირტუსი“ „დუბაის“ უმასპინძლებს.
თბილისი, 5 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია ბოლონიის „ვირტუსის“ დიდების დარბაზის წევრი გახდება, ამის შესახებ ინფორმაცია იტალიურმა კლუბმა გაავრცელა.
ქართველი კალათბურთელის პატივსაცემად სპეციალური ცერემონია 6 ნოემბერს, ევროლიგის მატჩის დროს გაიმართება, რომელშიც „ვირტუსი“ „დუბაის“ უმასპინძლებს. შენგელია ბოლონიაში დაბრუნდება და კლუბის გულშემატკივრების წინაშე სპეციალურ ჯილდოს მიიღებს.
შენგელია პროექტის Virtus 100 Hall of Fame წევრი გახდება, რომელიც კლუბის დაარსებიდან 100 წლის იუბილეს ეძღვნება.
თორნიკე შენგელია ბოლონიურ გუნდში 2022-2025 წლებში თამაშობდა და მისი ერთ-ერთი ლიდერი იყო. შენგელიამ „ვირტუსთან“ ერთად 2022 წელს – ევროთასი, ხოლო 2025 წელს იტალიის ჩემპიონატი მოიგო. გარდა ამისა, ქართველი კალათბურთელი იტალიის ჩემპიონატის ფინალური სერიის საუკეთესო მოთამაშედ (MVP) დასახელდა.
ამჟამად თორნიკე შენგელია „დუბაიში“ თამაშობს, რომელსაც 2026 წლის ზაფხულში შეუერთდა.