თბილისში გამართულ ფორუმზე საქართველოს ნეიტრალიტეტის საკითხი განიხილეს

ვატო შაქარიშვილი
ვატო შაქარიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 05.11.2026
გამოწერა
ფორუმში რვა ქვეყნის 10-ზე მეტი სპიკერი მიიღებს მონაწილეობას.
თბილისი, 5 ნოემბერი - Sputnik. პარტია „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ მიერ ორგანიზებულ ფორუმზე ექსპერტები პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პოტენციალს განიხილავენ.
პარტია „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ საქართველომ ნეიტრალიტეტს ემხრობა. ამ იდეას საქართველოს ხელისუფლება არ იზიარებს ქვეყნის კონსტიტუციაში არსებული ჩანაწერის გამო, სადაც ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის წინაშე სახელმწიფოს ვალდებულებებია განსაზღვრული.
„ჩვენ საქართველოს ვხედავთ არა როგორც ჩრდილოეთსა და სამხრეთს, დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის დაპირისპირების არეალად, არამედ მათ შორის ინტერესთა თანხვედრის ადგილად, რის შესაძლებლობასაც მხოლოდ ნეიტრალიტეტი ქმნის. მულტიპოლარული სამყაროს ფორმირებისას კი, ნეიტრალიტეტი კიდევ უფრო აქტუალური და მიღწევადი ხდება, რადგან დღეს არც ერთ რეგიონულ თუ გლობალურ ძალას გავლენის თვალსაზრისით არ გააჩნია ექსკლუზივი სამხრეთ კავკასიაში“, - განაცხადა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ვატო შაქარიშვილმა.
მისი თქმით, მტკიცებულება, რომ ნატო და ევროკავშირი საქართველოსთვის უსაფრთხოების და განვითარების შესაძლებლობას ქმნის, წარსულის გადმონაშთი და აბსოლუტური ილუზიაა.
„ნეიტრალიტეტი არამხოლოდ სამხედრო მიუმხრომლობის, არამედ ეკონომიკური განვითარების კონცეფციაა, ის არა მხოლოდ გვიცავს სხვის ომში მხარედ გადაქცევისგან, არამედ ამავდროულად ქმნის კეთილდღეობის სახელმწიფოს მშენებლობის მყარ საფუძველს“, - მიაჩნია შაქარიშვილს.
მისი თქმით, დღევანდელი ფორუმი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება ამ იდეის რეალიზაციის მიმართულებით, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ.
ფორუმზე განხილული იქნება ნეიტრალიტეტის პერსპექტივები მიმდინარე გეოპოლიტიკურ კონტექსტში. მასში მონაწილეობას მიიღებს რვა ქვეყნის 10-ზე მეტი მომხსენებელი, რომლებიც აკადემიურ, სამეცნიერო და პოლიტიკურ წრეებს წარმოადგენენ.
ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ შექმნიან პლატფორმას საქართველოს ნეიტრალური სტატუსის შესაძლებლობებისა და პერსპექტივების ღია განხილვისთვის. ისინი მიიჩნევენ, რომ ასეთი ფორმატი აუცილებელია ნეიტრალიტეტის შესახებ მცდარი წარმოდგენების გავრცელების ფონზე.
ყველა ახალი ამბავი
0