სურსათის სააგენტო სეზონური გადარეკვისას პირუტყვს პარაზიტებზე უფასოდ დაამუშავებს

© Казбегский национальный паркცხვრის ფარა ყაზბეგში
ცხვრის ფარა ყაზბეგში - Sputnik საქართველო, 1920, 05.11.2026
გამოწერა
პირუტყვის სეზონურ საძოვრებზე გადარეკვის დაწყებასთან დაკავშირებით, სააგენტომ ვეტერინარული ზედამხედველობის პუნქტებში ცხოველების გარეგანი პარაზიტების საწინააღმდეგო დამუშავება დაიწყო.
თბილისი, 5 ნოემბერი — Sputnik. ცხოველების სეზონური გადარეკვისას ფერმერებს შესაძლებლობა აქვთ, ვეტერინარული ზედამხედველობის პუნქტების მომსახურებით ისარგებლონ, იუწყება სურსათის ეროვნული სააგენტო.
უწყებამ პირუტყვის სეზონურ საძოვრებზე გადარეკვის დაწყებასთან დაკავშირებით, ვეტერინარული ზედამხედველობის პუნქტებში ცხოველების გარეგანი პარაზიტების საწინააღმდეგო დამუშავება დაიწყო.
კახეთის, ქვემო ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში (დედოფლისწყარო, სიღნაღი, თელავი, რუსთავი, მარნეული, ბოლნისი, დუშეთი/ქუბრიაანთკარი), ცხოველთა გადასარეკი ტრასების საკვანძო ადგილებში, დღეისათვის, 7 ვეტერინარული ზედამხედველობის პუნქტი ფუნქციონირებს, სადაც განთავსებულია პირუტყვის სადეზინსექციო-გასაბანი აუზები, სადეზინსექციო საშხაპეები, წყლის რეზერვუარები და ვეტერინარული პუნქტი.
„წელს უკვე 503 ათასამდე წვრილფეხა და მსხვილფეხა პირუტყვია დამუშავებული. აღნიშნული ღონისძიებები ხელს უწყობს ცხოველების ჯანმრთელობის დაცვას, დაავადებების გავრცელების რისკის შემცირებას და შედეგად ეკონომიკური ზარალის თავიდან აცილებას", – აღნიშნა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ალექსანდრე ზურაბიშვილმა, რომელიც პროცესის მიმდინარეობას თელავის მუნიციპალიტეტში არსებულ პუნქტში გაეცნო.
მისივე თქმით, სააგენტოს ვეტერინარები პირუტყვის დამუშავებას საძოვრებზე სეზონური გადარეკვისას, წელიწადში ორჯერ, გაზაფხულსა და შემოდგომაზე, ბიოუსაფრთხოების წესების სრული დაცვით უზრუნველყოფენ.
"ცხოველთა დამუშავებისას მაღალი სტანდარტების ინსექტოაკარიციდული პრეპარატები გამოიყენება", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები ფერმერებს უსასყიდლოდ ემსახურებიან.
ყველა ახალი ამბავი
0