მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

რუსეთის არმიამ უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მორიგი დარტყმები განახორციელა

© photo: Sputnik / Сергей Бобылев / გადასვლა მედიაბანკშიდაჯგუფება „ზაპადი“
დაჯგუფება „ზაპადი“ - Sputnik საქართველო, 1920, 05.11.2026
გამოწერა
გასული 24 საათის განმავლობაში რუსეთის ძალებმა მოწინააღმდეგის ტერიტორიაზე სხვადასხვა სამიზნეზე მიიტანეს იერიში და მოწინააღმდეგის ათასზე მეტი დრონი ჩამოაგდეს
თბილისი, 5 ნოემბერი – Sputnik. გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა უკრაინის თვითმფრინავის ტიპის 1.029 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს, აცხადებენ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში.
„რუსეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიულ-ტაქტიკურმა ავიაციამ, დამრტყმელმა დრონებმა, სარაკეტო ძალებმა და არტილერიამ იერიში მიიტანეს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებსა და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაზე, რომელსაც შეიარაღებული ძალები იყენებენ“, — ნათქვამია განცხადებაში.
ასევე, დარტყმები განხორციელდა მოწინააღმდეგის საბრძოლო მასალების საწყობებზე, სახმელეთო რობოტული სისტემებისა და დრონების საწარმოო ობიექტებსა და საცავებზე. სამიზნეებს შორის იყო უკრაინის შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობისა და უცხოელი დაქირავებული მებრძოლების დროებითი დისლოკაციის პუნქტებიც. ჯამში, დარტყმები 145 რაიონში განხორციელდა.
გარდა ამისა, ხარკოვისა და სუმის ოლქებში გრძელდება სახმელეთო საბრძოლო მოქმედებები, რომელთა ფარგლებშიც მტრის არაერთი ქვედანაყოფი იქნა დამარცხებული.
რუსული ძალების დაჯგუფება „სევერის“ პასუხისმგებლობის ზონაში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, უკრაინულმა მხარემ დაკარგა 180-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე, ასევე — სხვადასხვა სახის ტექნიკა და შეიარაღება.
ძალების დაჯგუფება „დასავლეთის“ ქვედანაყოფებმა გააუმჯობესეს თავიანთი პოზიციები ფრონტის ხაზზე; მათ პასუხისმგებლობის ზონაში მტრის დანაკარგები, სავარაუდოდ, 220-ზე მეტ სამხედრო მოსამსახურეს შეადგენს.
დაჯგუფება „იუჟნაიას“ მოქმედების ზონაში მტერმა 185-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე დაკარგა; დაჯგუფება „ცენტრის“ მიმართულებით — 345-ზე მეტი, ხოლო დაჯგუფება „ვოსტოკის“ მიმართულებით — 215-მდე.
ძალების დაჯგუფება „დნეპრის“ ქვედანაყოფებმა გააუმჯობესეს პოზიციები ფრონტის ხაზზე და გაანეიტრალეს უკრაინის არმიის 25-მდე სამხედრო მოსამსახურე.
ყველა ახალი ამბავი
0