https://sputnik-georgia.com/20261105/ruset-ukraibnis-konfoiqti-301604888.html
მიმოხილვა: რუსული ჯარების შეტევა ზაპოროჟიეს მიმართულებით
მიმოხილვა: რუსული ჯარების შეტევა ზაპოროჟიეს მიმართულებით
Sputnik საქართველო
ზაპოროჟიეს ფრონტის მონაკვეთი კვლავ ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილად რჩება. რუსეთის შეიარაღებული ძალები მეთოდურად ათავისუფლებენ ახალ ტერიტორიებსა და დასახლებულ... 05.11.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-11-05T13:19+0400
2026-11-05T13:19+0400
2026-11-08T13:19+0400
ანალიტიკა
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
უკრაინა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/0a/08/301070100_0:0:3072:1728_1920x0_80_0_0_ce0e65e5ab949c9183409a2929d97ca6.jpg
ზაპოროჟიეს ფრონტის მონაკვეთი კვლავ ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილად რჩება. რუსეთის შეიარაღებული ძალები მეთოდურად ათავისუფლებენ ახალ ტერიტორიებსა და დასახლებულ პუნქტებს. უკრაინის შეიარაღებული ძალების ნაწილები ორეხოვის ჩრდილოეთ გარეუბნებში არიან განდევნილი. დაძაბული ბრძოლები გრძელდება სტეპნოგორსკისა და პრიმორსკოესთვის. ქალაქის პერიმეტრზე მოწინააღმდეგე დაჩქარებული ტემპით აგებს საფორტიფიკაციო ნაგებობებს და აწყობს დანაღმულ ველებს.სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში ბრძოლები ფრონტის მთელ ხაზზე გრძელდება: ჩრდილოეთით სუმისა და ხარკოვის ოლქებიდან სამხრეთით ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებამდე. გასული დღე-ღამის განმავლობაში ყველაზე ცხელი მოვლენები ზაპოროჟიეს მიმართულებით მიმდინარე ბრძოლები იყო.დაჯგუფება „დნეპრის“ ქვედანაყოფებმა უკრაინის შეიარაღებული ძალების ორი ბრიგადის ფორმირებები გაანადგურეს დასახლებული პუნქტების — ორეხოვისა და პრეობრაჟენკის რაიონებში. დაჯგუფება „აღმოსავლეთის“ ჯარებმა მოწინააღმდეგის თავდაცვის სიღრმეში წინ წაიწიეს და გაანადგურეს უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო-სადესანტო მოიერიშე და მოიერიშე ბრიგადების, მოიერიშე პოლკისა და საზღვაო ქვეითთა ორი ბრიგადის ცოცხალი ძალა და ტექნიკა დასახლებული პუნქტების — კიროვოს, ჟოლტაია კრუჩას, ვასილევსკოესა და ნოვოროზოვკას (ზაპოროჟიეს ოლქი), აგრეთვე ჩერნენკოვოს (დნეპროპეტროვსკის ოლქი) მახლობლად.ორეხოვში (ფრონტის სამხრეთ მონაკვეთზე უკრაინის შეიარაღებული ძალების უდიდეს გამაგრებულ რაიონში) თავდაცვის შენარჩუნებას წარუმატებლად ცდილობენ ზაკარპატიეს 128-ე სამთო-მოიერიშე ბრიგადა, 128-ე მძიმე მექანიზირებული ბრიგადა და პოლკი „შკვალ“. რუსული ჯარების დაჯგუფებები „ვოსტოკი“ და „დნეპრი“ ჩრდილოეთიდან უჭრიან გზას „ციხესიმაგრეს“. გათავისუფლებულია სოფელი ობშჩეე, ბრძოლები მიმდინარეობს დასახლებული პუნქტების — ნიკოლსკოესა და ომელნიკისთვის, ხოლო ჩერვონი იარისა და ტიმოშოვკის სოფლების რაიონში რუსეთის კონტროლის ზონა ფართოვდება.სპეციალური სამხრდრო ოპერაციის ზონაში რუსული არმიის საცეცხლე უპირატესობა უდავოა. მოწინააღმდეგის დრონების „ფარდის“ მიუხედავად, ბრძოლის ველზე რუსული ჯავშანტექნიკა სულ უფრო აქტიურად ბრუნდება. ზაპოროჟიეს ოლქში დაჯგუფება „ვოსტოკის“ T-80БВМ ტანკებმა ცეცხლით გაანადგურეს უკრაინის შეიარაღებული ძალების გამაგრებული პოზიციები და რუსული მოიერიშე ქვედანაყოფების შემდგომი წინსვლა უზრუნველყვეს.გასული 24 საათის განმავლობაში რუსეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიულ-ტაქტიკურმა ავიაციამ, დამრტყმელმა უპილოტო საფრენმა აპარატებმა, სარაკეტო ჯარებმა და არტილერიამ იერიშები მიიტანეს უკრაინის ჯარებისა და უცხოელი დაქირავებული მებრძოლების დროებითი დისლოკაციის პუნქტებზე. აგრთვე უკრაინის შეიარაღებული ძალების ენერგეტიკისა და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ობიექტებზე, არსენალებსა და სახმელეთო რობოტული კომპლექსებისა და უპილოტო საფრენი აპარატების წარმოების საამქროებზე. სულ 145 რაიონში.რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან 2026 წლის 5 ნოემბრამდე განადგურებულია: 674 თვითმფრინავი, 284 ვერტმფრენი, 280 647 უპილოტო საფრენი აპარატი, 672 საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი, 31 535 ტანკი და სხვა საბრძოლო ჯავშანმანქანა, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების 1 795 საბრძოლო მანქანა, საარტილერიო შეიარაღების 36 869 ერთეული და მოწინააღმდეგის სამხედრო საავტომობილო ტექნიკის 76 426 ერთეული.ბანდერეველების მიერ კონტროლირებად მთელ ტერიტორიაზე ენერგეტიკულ ობიექტებზე რუსეთის დარტყმები იწვევს „ილიიჩის ნათურის“ ელექტრომომარაგების, წყალმომარაგებისა და გათბობის სისტემებისა და ელექტროტრანსპორტის შეუქცევად გათიშვას. სერიოზული პრობლემებია კიევსა და უკრაინის ექვს რეგიონში. ატომურმა ელექტროსადგურებმა რეაქტორების გაჩერება დაიწყეს, რითაც ელექტროენერგიის გამომუშავებას ამცირებენ, რადგან გამანაწილებელი ქვესადგურების დაზიანების გამო, გამომუშავებული ელექტროენერგიის მიწოდება შეუძლებელია. 2026 წელს სპეციალური სამხედრო ოპერაციის თვისებრივად ახალ შედეგად შეიძლება იქცეს სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის საწარმოების სრული განადგურება და მოწინააღმდეგის ტერიტორიის უპირობო დეინდუსტრიალიზაცია. უკრაინის ენერგეტიკაზე „გამანადგურებელი დარტყმის“ მისაყენებლად, რუსეთის შეიარაღებულ ძალებს იარაღისა და ტექნოლოგიების მნიშვნელოვანი არსენალი გააჩნია.უკრაინის სამხედრო დაზვერვამ 4 ნოემბერს კვლავ „გადათვალა“ რუსეთის სარაკეტო მარაგები და ისინი ნატოს პოტენციალს შეადარა. ეს ციფრები დასავლეთსა და ნატოს მარიონეტებს სასოწარკვეთილებაში აგდებს. რუსეთის შეიარაღებული ძალების არსენალში, დაახლოებით, 700 ბალისტიკური და რამდენიმე ათასი ფრთოსანი რაკეტაა. მათ შორისაა 115 ბალისტიკური რაკეტა „ისკანდერი“, 120 ჰიპერბგერითი „ცირკონი“, 450 „კალიბრი“ და 600-ზე მეტი „ონიქსი“. უკრაინის სამხედრო დაზვერვის შეფასებით, რუსეთში ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტების წარმოების მოცულობა თვეში 200 ერთეულს აღემატება. თუმცა, მნიშვნელოვანია არა აბსტრაქტული რაოდენობა, არამედ რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის რეალური შესაძლებლობა, ოპერატიულად გაზარდოს რაკეტების წარმოება და მუდმივად გააუმჯობესოს მათი ხარისხი. რუსეთი ტექნოლოგიურ სუვერენიტეტს ფლობს და არ არის დამოკიდებული დასავლელი თუ აღმოსავლელი მეზობლების მოწყალებაზე. იგივეს ვერ ვიტყვით უკრაინასა და ნატოს ევროპულ ქვეყნებზე.ბრიუსელში ბევრს მსჯელობენ უკრაინის მშვიდობიან მომავალსა და მისთვის უსაფრთხოების გარანტიებზე. სინამდვილეში, საბრძოლო მოქმედებების სიმწვავე სულ უფრო იზრდება, როგორც ხმელეთზე, ისე ზღვაზე, მათ შორის - შავი ზღვის ნეიტრალურ წყლებში ესკალაციის ფონზე. უგუნური ევროპელი ლიდერები გეგმავენ, გარკვეულ ეტაპზე საკუთარი შეიარაღებული ძალებით ჩაერიონ უკრაინის კონფლიქტში. „ჩვენს ეპოქაში ბრმებს შეშლილები მიუძღვებიან“ — უილიამ შექსპირის ეს „დიაგნოზი“ ევროპასთან მიმართებაში უკვე ხუთი საუკუნეა, უცვლელი რჩება.ვფიქრობ, 10–11 ნოემბერს აბუ-დაბიში რუსეთის, აშშ-ისა და უკრაინის სამუშაო ჯგუფების დაგეგმილი სამმხრივი მოლაპარაკებები თავიდანვე განწირულია სამშვიდობო პროცესის იმიტაციისთვის. საქმე ისაა, რომ კიევი აშშ-ის კონგრესის არჩევნებში დემოკრატიული პარტიის ბოლო გამარჯვებას „მასშტაბური დაფინანსების ან სამხედრო დახმარების“ ახალი ეტაპის დაწყებას უკავშირებს. აღსანიშნავია, რომ ნოემბრის დასაწყისში უკრაინის პროქსი-არმიის დრონებისთვის აღდგა Starlink-ის ტერმინალების მუშაობა საათში 400 კმ-მდე სიჩქარის პირობებში.კიევის მარიონეტების დასავლელი მესაჭეები რუსეთთან პროქსი-ომის გაგრძელებას „უკანასკნელ უკრაინელამდე“ აპირებენ. მოსკოვი იძულებულია, გააძლიეროს დარტყმები და სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნებს მხოლოდ სამხედრო საშუალებებით მიაღწიოს.რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/0a/08/301070100_217:0:2948:2048_1920x0_80_0_0_7626e19293ac1b48d2e6e3e616a1e04e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ანალიტიკა, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, უკრაინა
ანალიტიკა, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, უკრაინა
ზაპოროჟიეს ფრონტის მონაკვეთი კვლავ ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილად რჩება. რუსეთის შეიარაღებული ძალები მეთოდურად ათავისუფლებენ ახალ ტერიტორიებსა და დასახლებულ პუნქტებს. უკრაინის შეიარაღებული ძალების ნაწილები ორეხოვის ჩრდილოეთ გარეუბნებში არიან განდევნილი. დაძაბული ბრძოლები გრძელდება სტეპნოგორსკისა და პრიმორსკოესთვის. ქალაქის პერიმეტრზე მოწინააღმდეგე დაჩქარებული ტემპით აგებს საფორტიფიკაციო ნაგებობებს და აწყობს დანაღმულ ველებს.
სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში ბრძოლები ფრონტის მთელ ხაზზე გრძელდება: ჩრდილოეთით სუმისა და ხარკოვის ოლქებიდან სამხრეთით ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებამდე. გასული დღე-ღამის განმავლობაში ყველაზე ცხელი მოვლენები ზაპოროჟიეს მიმართულებით მიმდინარე ბრძოლები იყო.
დაჯგუფება „დნეპრის“ ქვედანაყოფებმა უკრაინის შეიარაღებული ძალების ორი ბრიგადის ფორმირებები გაანადგურეს დასახლებული პუნქტების — ორეხოვისა და პრეობრაჟენკის რაიონებში. დაჯგუფება „აღმოსავლეთის“ ჯარებმა მოწინააღმდეგის თავდაცვის სიღრმეში წინ წაიწიეს და გაანადგურეს უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო-სადესანტო მოიერიშე და მოიერიშე ბრიგადების, მოიერიშე პოლკისა და საზღვაო ქვეითთა ორი ბრიგადის ცოცხალი ძალა და ტექნიკა დასახლებული პუნქტების — კიროვოს, ჟოლტაია კრუჩას, ვასილევსკოესა და ნოვოროზოვკას (ზაპოროჟიეს ოლქი), აგრეთვე ჩერნენკოვოს (დნეპროპეტროვსკის ოლქი) მახლობლად.
ორეხოვში (ფრონტის სამხრეთ მონაკვეთზე უკრაინის შეიარაღებული ძალების უდიდეს გამაგრებულ რაიონში) თავდაცვის შენარჩუნებას წარუმატებლად ცდილობენ ზაკარპატიეს 128-ე სამთო-მოიერიშე ბრიგადა, 128-ე მძიმე მექანიზირებული ბრიგადა და პოლკი „შკვალ“. რუსული ჯარების დაჯგუფებები „ვოსტოკი“ და „დნეპრი“ ჩრდილოეთიდან უჭრიან გზას „ციხესიმაგრეს“. გათავისუფლებულია სოფელი ობშჩეე, ბრძოლები მიმდინარეობს დასახლებული პუნქტების — ნიკოლსკოესა და ომელნიკისთვის, ხოლო ჩერვონი იარისა და ტიმოშოვკის სოფლების რაიონში რუსეთის კონტროლის ზონა ფართოვდება.
სპეციალური სამხრდრო ოპერაციის ზონაში რუსული არმიის საცეცხლე უპირატესობა უდავოა. მოწინააღმდეგის დრონების „ფარდის“ მიუხედავად, ბრძოლის ველზე რუსული ჯავშანტექნიკა სულ უფრო აქტიურად ბრუნდება. ზაპოროჟიეს ოლქში დაჯგუფება „ვოსტოკის“ T-80БВМ ტანკებმა ცეცხლით გაანადგურეს უკრაინის შეიარაღებული ძალების გამაგრებული პოზიციები და რუსული მოიერიშე ქვედანაყოფების შემდგომი წინსვლა უზრუნველყვეს.
გასული 24 საათის განმავლობაში რუსეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიულ-ტაქტიკურმა ავიაციამ, დამრტყმელმა უპილოტო საფრენმა აპარატებმა, სარაკეტო ჯარებმა და არტილერიამ იერიშები მიიტანეს უკრაინის ჯარებისა და უცხოელი დაქირავებული მებრძოლების დროებითი დისლოკაციის პუნქტებზე. აგრთვე უკრაინის შეიარაღებული ძალების ენერგეტიკისა და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ობიექტებზე, არსენალებსა და სახმელეთო რობოტული კომპლექსებისა და უპილოტო საფრენი აპარატების წარმოების საამქროებზე. სულ 145 რაიონში.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან 2026 წლის 5 ნოემბრამდე განადგურებულია: 674 თვითმფრინავი, 284 ვერტმფრენი, 280 647 უპილოტო საფრენი აპარატი, 672 საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი, 31 535 ტანკი და სხვა საბრძოლო ჯავშანმანქანა, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების 1 795 საბრძოლო მანქანა, საარტილერიო შეიარაღების 36 869 ერთეული და მოწინააღმდეგის სამხედრო საავტომობილო ტექნიკის 76 426 ერთეული.
ბანდერეველების მიერ კონტროლირებად მთელ ტერიტორიაზე ენერგეტიკულ ობიექტებზე რუსეთის დარტყმები იწვევს „ილიიჩის ნათურის“ ელექტრომომარაგების, წყალმომარაგებისა და გათბობის სისტემებისა და ელექტროტრანსპორტის შეუქცევად გათიშვას. სერიოზული პრობლემებია კიევსა და უკრაინის ექვს რეგიონში. ატომურმა ელექტროსადგურებმა რეაქტორების გაჩერება დაიწყეს, რითაც ელექტროენერგიის გამომუშავებას ამცირებენ, რადგან გამანაწილებელი ქვესადგურების დაზიანების გამო, გამომუშავებული ელექტროენერგიის მიწოდება შეუძლებელია. 2026 წელს სპეციალური სამხედრო ოპერაციის თვისებრივად ახალ შედეგად შეიძლება იქცეს სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის საწარმოების სრული განადგურება და მოწინააღმდეგის ტერიტორიის უპირობო დეინდუსტრიალიზაცია. უკრაინის ენერგეტიკაზე „გამანადგურებელი დარტყმის“ მისაყენებლად, რუსეთის შეიარაღებულ ძალებს იარაღისა და ტექნოლოგიების მნიშვნელოვანი არსენალი გააჩნია.
უკრაინის სამხედრო დაზვერვამ 4 ნოემბერს კვლავ „გადათვალა“ რუსეთის სარაკეტო მარაგები და ისინი ნატოს პოტენციალს შეადარა. ეს ციფრები დასავლეთსა და ნატოს მარიონეტებს სასოწარკვეთილებაში აგდებს. რუსეთის შეიარაღებული ძალების არსენალში, დაახლოებით, 700 ბალისტიკური და რამდენიმე ათასი ფრთოსანი რაკეტაა. მათ შორისაა 115 ბალისტიკური რაკეტა „ისკანდერი“, 120 ჰიპერბგერითი „ცირკონი“, 450 „კალიბრი“ და 600-ზე მეტი „ონიქსი“. უკრაინის სამხედრო დაზვერვის შეფასებით, რუსეთში ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტების წარმოების მოცულობა თვეში 200 ერთეულს აღემატება. თუმცა, მნიშვნელოვანია არა აბსტრაქტული რაოდენობა, არამედ რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის რეალური შესაძლებლობა, ოპერატიულად გაზარდოს რაკეტების წარმოება და მუდმივად გააუმჯობესოს მათი ხარისხი. რუსეთი ტექნოლოგიურ სუვერენიტეტს ფლობს და არ არის დამოკიდებული დასავლელი თუ აღმოსავლელი მეზობლების მოწყალებაზე. იგივეს ვერ ვიტყვით უკრაინასა და ნატოს ევროპულ ქვეყნებზე.
ბრიუსელში ბევრს მსჯელობენ უკრაინის მშვიდობიან მომავალსა და მისთვის უსაფრთხოების გარანტიებზე. სინამდვილეში, საბრძოლო მოქმედებების სიმწვავე სულ უფრო იზრდება, როგორც ხმელეთზე, ისე ზღვაზე, მათ შორის - შავი ზღვის ნეიტრალურ წყლებში ესკალაციის ფონზე. უგუნური ევროპელი ლიდერები გეგმავენ, გარკვეულ ეტაპზე საკუთარი შეიარაღებული ძალებით ჩაერიონ უკრაინის კონფლიქტში. „ჩვენს ეპოქაში ბრმებს შეშლილები მიუძღვებიან“ — უილიამ შექსპირის ეს „დიაგნოზი“ ევროპასთან მიმართებაში უკვე ხუთი საუკუნეა, უცვლელი რჩება.
ვფიქრობ, 10–11 ნოემბერს აბუ-დაბიში რუსეთის, აშშ-ისა და უკრაინის სამუშაო ჯგუფების დაგეგმილი სამმხრივი მოლაპარაკებები თავიდანვე განწირულია სამშვიდობო პროცესის იმიტაციისთვის. საქმე ისაა, რომ კიევი აშშ-ის კონგრესის არჩევნებში დემოკრატიული პარტიის ბოლო გამარჯვებას „მასშტაბური დაფინანსების ან სამხედრო დახმარების“ ახალი ეტაპის დაწყებას უკავშირებს. აღსანიშნავია, რომ ნოემბრის დასაწყისში უკრაინის პროქსი-არმიის დრონებისთვის აღდგა Starlink-ის ტერმინალების მუშაობა საათში 400 კმ-მდე სიჩქარის პირობებში.
კიევის მარიონეტების დასავლელი მესაჭეები რუსეთთან პროქსი-ომის გაგრძელებას „უკანასკნელ უკრაინელამდე“ აპირებენ. მოსკოვი იძულებულია, გააძლიეროს დარტყმები და სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნებს მხოლოდ სამხედრო საშუალებებით მიაღწიოს.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე