https://sputnik-georgia.com/20261105/ramdenma-momxmarebelma-icivla-konkurenciis-saagentosi-monacemebi-ganaxlda-301554531.html
რამდენმა მომხმარებელმა იჩივლა კონკურენციის სააგენტოში: მონაცემები განახლდა
რამდენმა მომხმარებელმა იჩივლა კონკურენციის სააგენტოში: მონაცემები განახლდა
Sputnik საქართველო
გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, განაცხადების რაოდენობა 100%-ით გაიზარდა, აღნიშნავენ სააგენტოში. 05.11.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-11-05T13:46+0400
2026-11-05T13:46+0400
2026-11-05T13:46+0400
ახალი ამბები
საქართველო
კონკურენციის სააგენტო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/1c/250193550_0:161:3071:1888_1920x0_80_0_0_5b1690e47ce1d403c22a06b1f3d503d8.jpg
თბილისი, 5 ნოემბერი — Sputnik. მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით, მიმდინარე წლის 10 თვის მონაცემებით, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოში (GCCA) 2.237 განაცხადი დაფიქსირდა, ხოლო შემოსული ზარების რაოდენობამ 6 795 შეადგინა, ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებუ8ლ ინფორმაციაში. კანონი "მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ" ძალაში 2022 წლის 1 ივნისს ამოქმედდა და მიზნად ისახავს საქონლის შეძენა/დაბრუნებასთან დაკავშირებული საკითხების რეგულირებას. საანგარიშო პერიოდში, GCCA-ის გადაწყვეტილებით, მომხმარებელთა ჯგუფის უფლების დარღვევის 287 ფაქტი დადასტურდა, რაც 622 საქმეს მოიცავდა. სააგენტოს მიერ დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, 158 მოვაჭრეს 330 საქმეზე დაეკისრა ჯარიმა, ჯამში 337 033 ლარის ოდენობით. ამასთან, სააგენტომ, მომხმარებლის სასარგებლოდ, პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 165 გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც 187 საქმეს მოიცავდა. როგორც უწყება განმარტავს, აღნიშნული მექანიზმის ფარგლებში, მოვაჭრეები იღებენ ვალდებულებას, შეცვალონ საქმიანობის შიდა პოლიტიკა და აღადგინონ იმ მომხმარებელთა უფლებები, რომელთაც წარსულში მოქმედი სავაჭრო პოლიტიკის შედეგად ზიანი მიადგათ. საანგარიშო პერიოდში, მომხმარებელთა მიერ დაფიქსირებული განაცხადების 68% ონლაინ ვაჭრობას ეხებოდა, ხოლო 32% - ნივთის ადგილზე შეძენის შემთხვევებს. გეოგრაფიული განაწილების მიხედვით, სააგენტოსთვის მიმართვის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი თბილისში დაფიქსირდა და 80% შეადგინა. რეგიონებიდან ყველაზე მეტი განაცხადი აჭარაში დაფიქსირდა - 6%, იმერეთი - 4%, ქვემო ქართლი, კახეთი და სამეგრელო-ზემო სვანეთი - თითოეული 2%-ით. შიდა ქართლში, სამცხე-ჯავახეთში, გურიასა და მცხეთა-მთიანეთში მაჩვენებელი თითოეულ რეგიონზე 1% იყო. მომხმარებელთა მოთხოვნების მიხედვით, ყველაზე მეტი განაცხადი თანხის დაბრუნებას ეხებოდა - 917. ნაკლიანი მომსახურებისას უფლების აღდგენაზე 551 განაცხადი დაფიქსირდა, ნაკლიანი ნივთის შეცვლასა ან შეკეთებაზე - 481, ხოლო სხვა საკითხებზე - 288. სექტორების მიხედვით, განაცხადების 66% საბითუმო და საცალო ვაჭრობის სექტორზე მოდიოდა, 12% - ტრანსპორტირებისა და დასაწყობების სფეროზე, 3% - ხელოვნების, გართობისა და დასვენების სექტორზე, ხოლო 19% - სხვა სახის ეკონომიკურ საქმიანობებზე. "GCCA აქტიურად აგრძელებს მომხმარებელთა უფლებების დაცვაზე ზედამხედველობას, დარღვევებზე რეაგირებასა და მომხმარებელთა კანონიერი ინტერესების დაცვას. სააგენტოს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლება და მათი უფლებების ეფექტიანი დაცვის უზრუნველყოფა წარმოადგენს",- აღნიშნულია ინფორმაციაში. საქართველოში მომხმარებელთა უფლებების დარღვევის შემთხვევაში საჭიროა განაცხადის სპეციალური ფორმის შევსება და გაგზავნა ელექტრონული ფოსტის მისამართზე: consumer@gcca.gov.ge. უფრო დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაინტერესებულ პირს შეუძლია დარეკოს "ცხელ ხაზზე"- 15 20. დარღვევის დადასტურების შემთხვევაში, GCCA-ის გადაწყვეტილების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მოვაჭრეს ჯარიმა ეკისრება, რომლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს მოვაჭრის წინა ფინანსური წლის წლიური ბრუნვის 2%-ს. ამასთან, იგი 600 ლარზე ნაკლები არ უნდა იყოს. 12 თვის განმავლობაში მოვაჭრის მიერ დარღვევის გამეორება გამოიწვევს დაკისრებული ჯარიმის გაორმაგებას.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/1c/250193550_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_fa95fb8155e061b918674196e9b75a92.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, კონკურენციის სააგენტო
ახალი ამბები, საქართველო, კონკურენციის სააგენტო
რამდენმა მომხმარებელმა იჩივლა კონკურენციის სააგენტოში: მონაცემები განახლდა
გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, განაცხადების რაოდენობა 100%-ით გაიზარდა, აღნიშნავენ სააგენტოში.
თბილისი, 5 ნოემბერი — Sputnik. მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით, მიმდინარე წლის 10 თვის მონაცემებით, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოში (GCCA) 2.237 განაცხადი დაფიქსირდა, ხოლო შემოსული ზარების რაოდენობამ 6 795 შეადგინა, ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებუ8ლ ინფორმაციაში.
კანონი "მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ" ძალაში 2022 წლის 1 ივნისს ამოქმედდა და მიზნად ისახავს საქონლის შეძენა/დაბრუნებასთან დაკავშირებული საკითხების რეგულირებას.
"გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, განაცხადების რაოდენობა 100%-ით გაიზარდა", - აღნიშულია ინფორმაციაში.
საანგარიშო პერიოდში, GCCA-ის გადაწყვეტილებით, მომხმარებელთა ჯგუფის უფლების დარღვევის 287 ფაქტი დადასტურდა, რაც 622 საქმეს მოიცავდა. სააგენტოს მიერ დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, 158 მოვაჭრეს 330 საქმეზე დაეკისრა ჯარიმა, ჯამში 337 033 ლარის ოდენობით.
ამასთან, სააგენტომ, მომხმარებლის სასარგებლოდ, პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 165 გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც 187 საქმეს მოიცავდა. როგორც უწყება განმარტავს, აღნიშნული მექანიზმის ფარგლებში, მოვაჭრეები იღებენ ვალდებულებას, შეცვალონ საქმიანობის შიდა პოლიტიკა და აღადგინონ იმ მომხმარებელთა უფლებები, რომელთაც წარსულში მოქმედი სავაჭრო პოლიტიკის შედეგად ზიანი მიადგათ.
საანგარიშო პერიოდში, მომხმარებელთა მიერ დაფიქსირებული განაცხადების 68% ონლაინ ვაჭრობას ეხებოდა, ხოლო 32% - ნივთის ადგილზე შეძენის შემთხვევებს.
გეოგრაფიული განაწილების მიხედვით, სააგენტოსთვის მიმართვის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი თბილისში დაფიქსირდა და 80% შეადგინა. რეგიონებიდან ყველაზე მეტი განაცხადი აჭარაში დაფიქსირდა - 6%, იმერეთი - 4%, ქვემო ქართლი, კახეთი და სამეგრელო-ზემო სვანეთი - თითოეული 2%-ით. შიდა ქართლში, სამცხე-ჯავახეთში, გურიასა და მცხეთა-მთიანეთში მაჩვენებელი თითოეულ რეგიონზე 1% იყო.
მომხმარებელთა მოთხოვნების მიხედვით, ყველაზე მეტი განაცხადი თანხის დაბრუნებას ეხებოდა - 917. ნაკლიანი მომსახურებისას უფლების აღდგენაზე 551 განაცხადი დაფიქსირდა, ნაკლიანი ნივთის შეცვლასა ან შეკეთებაზე - 481, ხოლო სხვა საკითხებზე - 288.
სექტორების მიხედვით, განაცხადების 66% საბითუმო და საცალო ვაჭრობის სექტორზე მოდიოდა, 12% - ტრანსპორტირებისა და დასაწყობების სფეროზე, 3% - ხელოვნების, გართობისა და დასვენების სექტორზე, ხოლო 19% - სხვა სახის ეკონომიკურ საქმიანობებზე.
"GCCA აქტიურად აგრძელებს მომხმარებელთა უფლებების დაცვაზე ზედამხედველობას, დარღვევებზე რეაგირებასა და მომხმარებელთა კანონიერი ინტერესების დაცვას. სააგენტოს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლება და მათი უფლებების ეფექტიანი დაცვის უზრუნველყოფა წარმოადგენს",- აღნიშნულია ინფორმაციაში.
საქართველოში მომხმარებელთა უფლებების დარღვევის შემთხვევაში საჭიროა განაცხადის სპეციალური ფორმის შევსება და გაგზავნა ელექტრონული ფოსტის მისამართზე: consumer@gcca.gov.ge. უფრო დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაინტერესებულ პირს შეუძლია დარეკოს "ცხელ ხაზზე"- 15 20.
დარღვევის დადასტურების შემთხვევაში, GCCA-ის გადაწყვეტილების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მოვაჭრეს ჯარიმა ეკისრება, რომლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს მოვაჭრის წინა ფინანსური წლის წლიური ბრუნვის 2%-ს. ამასთან, იგი 600 ლარზე ნაკლები არ უნდა იყოს.
12 თვის განმავლობაში მოვაჭრის მიერ დარღვევის გამეორება გამოიწვევს დაკისრებული ჯარიმის გაორმაგებას.