მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

პესკოვი: რუსეთის ინტერესები უკრაინაში უზრუნველყოფილი იქნება სამხედრო, ან მშვიდობიანი გზით

© photo: Sputnik / Natalia Seliverstova / გადასვლა მედიაბანკშიდმიტრი პესკოვი
დმიტრი პესკოვი - Sputnik საქართველო, 1920, 05.11.2026
გამოწერა
რუსულმა მხარემ მანამდე აღნიშნა, რომ სპეციალური სამხედრო ოპერაცია შეწყდება, როგორც კი კიევის რეჟიმი საჭირო გადაწყვეტილებას მიიღებს
თბილისი, 5 ნოემბერი — Sputnik. რუსეთის ინტერესები უკრაინის ირგვლივ არსებულ სიტუაციაში უზრუნველყოფილი იქნება — ან სამხედრო, ან მშვიდობიანი გზით, იმ პირობით, თუ კიევში ვინმე საჭირო პოლიტიკურ ნებას გამოავლენს, — განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა.
„რუსეთის ინტერესები უზრუნველყოფილი იქნება ან სამხედრო გზით — სპეციალური სამხედრო ოპერაციის გაგრძელებით, ან მშვიდობიანი გზით, თუ კი კიევში გამოჩნდება ვინმე, ვისაც ექნება პოლიტიკური ნება და მზად იქნება, აიღოს საკუთარ თავზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა“, — აღნიშნა კრემლის წარმომადგენელმა.
რუსულ მხარეს არაერთხელ განუცხადებია მზადყოფნა მოლაპარაკებებისა და ვითარების დარეგულირებისთვის.
როგორც კრემლში ხაზგასმით აღნიშნეს, მოსკოვისთვის არსებითად მნიშვნელოვანია, რომ კიევში ვინმემ გამოიჩინოს პოლიტიკური ნება და აღიაროს არსებული რეალობა. სპეციალური სამხედრო ოპერაცია შეიძლება ნებისმიერ მომენტში დასრულდეს, როგორც კი კიევის რეჟიმი და ვოლოდიმირ ზელენსკი აიღებენ პასუხისმგებლობას და მიიღებენ საჭირო გადაწყვეტილებას.
მოსკოვში მანამდე აღნიშნეს, რომ სპეციალური ოპერაციის აქტიური ფაზის შესაჩერებლად კიევმა დონბასიდან საკუთარი ძალები უნდა გაიყვანოს. ითქვა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების რეგიონიდან გასვლა ხელს შეუწყობს კონფლიქტის პოლიტიკური და დიპლომატიური გზებით მოგვარებისთვის საფუძვლების შექმნას.
ყველა ახალი ამბავი
0