ლაგოდეხში MMA-ის მებრძოლი ვალერი („გორილა") ყოჩიაშვილი ცივი იარაღით დაჭრეს

© photo: Sputnik / Stringerსასწრაფო დახმარების მანქანა
სასწრაფო დახმარების მანქანა - Sputnik საქართველო, 1920, 05.11.2026
გამოწერა
ამ დროისთვის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
თბილისი, 5 ნოემბერი — Sputnik. ლაგოდეხში მომხდარი დაპირისპირების დროს შერეული საბრძოლო ხელოვნების (MMA) მებრძოლი, 22 წლის ვალერი ყოჩიაშვილი დანით დაჭრეს, იუწყება საინფორმაციო პორტალი "მთავარი ამბები კახეთიდან".
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ხორნაბუჯის მკვიდრი, სპორტსმენი ვალერი ყოჩიაშვილი ლაგოდეხში სუფრასთან იმყოფებოდა. ის დაპირისპირებული მხარეების გაშველებას ცდილობდა, რა დროსაც ცივი იარაღით მუცლის არეში დაზიანება მიაყენეს.
დაშავებულს ქირურგიული ოპერაცია ლაგოდეხის კლინიკაში ჩაუტარდა. ექიმების ინფორმაციით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126-ე (ძალადობა), 117-ე (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) და 187-ე (ნივთის დაზიანება ან განადგურება) მუხლებით მიმდინარეობს. საქმეზე დაკავებულია ერთი პირი.
ვალერი "გორილა" ყოჩიაშვილი შერეულ საბრძოლო ხელოვნებებში ასპარეზობს. მას სამჭიდში საქართველოს ჩემპიონის ტიტული ზედიზედ ორი წლის განმავლობაში აქვს მოპოვებული. ასევე არის GAMA-ს საჩემპიონო ქამრის მფლობელი.
ყველა ახალი ამბავი
0