„დაგვტოვა ბობოქარმა გენიოსმა": გარდაიცვალა კომპოზიტორი ნუნუ დუღაშვილი

© photo: courtesy of Skhva Rakursiნუნუ დუღაშვილი
ნუნუ დუღაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 05.11.2026
გამოწერა
2012 წელს თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ გაიხსნა ნუნუ დუღაშვილის ვარსკვლავი.
თბილისი, 5 ნოემბერი — Sputnik. კომპოზიტორი ნუნუ დუღაშვილი 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას კომპოზიტორის ახლობლები სოციალურ ქსელში ავრცელებენ.
"არც კი ვიცი, რა დავწერო. სანამ უკანასკნელი ქართველი იარსებებს, ნუნუ დუღაშვილის ხსოვნაც იცოცხლებს დაგვტოვა ბობოქარმა გენიოსმა", - დაწერა მომრერალმა აჩიკო ბერიძემ.
ნუნუ დუღაშვილი იყო თბილისის საპატიო მოქალაქე, ღირსების ორდენის კავალერი, აკაკი წერეთლის სახელობის პრემიის ლაურეატი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე.
1959-1962 წლებში ნუნუ დუღაშვილი მუშაობდა კინოსტუდია "ქართული ფილმის" დოკუმენტური ფილმების სტუდიაში მუსიკალურ რედაქტორად. 1962 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას ფალიაშვილის სახელობის მუსიკალურ ათწლედში. 1965-2002 წლებში იყო საქართველოს ტელევიზიის მუსიკალური გაფორმების განყოფილების უფროსი.
პოპულარობა მოიპოვა მისმა სიმღერებმა: "ქუთაისო", "იმერეთის ნიავი", "ღმერთი სიყვარულისა", "ბათუმი რად ღირს, მარტო", "ჩემი სიმღერა", "კახეთო", "სამშობლო", "თბილისო, სიყვარულო". დაწერილი აქვს ასევე საფორტეპიანო კონცერტი, საფორტეპიანო სონატა, მუსიკა დოკუმენტური და სატელევიზიო, აგრეთვე თოჯინური ფილმებისთვის.
2012 წელს თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ გაიხსნა ნუნუ დუღაშვილის ვარსკვლავი.
ყველა ახალი ამბავი
0