ბიზნეს-ცენტრის შენობაში, სადაც ტელეკომპანია „ფორმულაა“ განთავსებული,ხანძარია

© Sputnik / Vladimir Umikashviliსახანძრო ბრიგადა
სახანძრო ბრიგადა - Sputnik საქართველო, 1920, 04.11.2026
გამოწერა
ჯერჯერობით უცნობია რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი.
თბილისი, 4 ნოემბერი — Sputnik. თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე ბიზნეს-ცენტრში, სადაც ტელეკომპანია „ფორმულაა“ განთავსებული, ხანძარია, იუწყება ქართული მედია.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი მე-12 სართულზე გაჩნდა.
ხანძრის გამო ტელეკომპანიამ მაუწყებლობა დროებით შეაჩერა.
„ფორმულას” ტელეწამყვანი, ნინო ჟიჟილაშვილი შესაბამის უწყებებს დახმარებას სთხოვს და სოციალურ ქსელში წერს, რომ მათი გუნდის ნაწილი დაკვამლიანების გამო შენობიდან გამოსვლას ვერ ახერხებს.
ადგილზე მობილიზებული არიან სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟები და მიმდინარეობს ცეცხლის ქრობის ოპერაცია.
ჯერჯერობით უცნობია რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი.
ყველა ახალი ამბავი
0