თბილისში მიუსაფარი ძაღლების სამარხები სკანდალის ცენტრში მოექცა

გამოწერა
მედიამ გაავრცელა ინფორმაცია ლილოს რაიონში ასობით ევთანაზირებული ძაღლის ნეშტის აღმოჩენის შესახებ. შემზარავი კადრების გამოქვეყნების შემდეგ, უფლებადამცველებმა ცხოველების სიკვდილის გარემოებების გამოძიება მოითხოვეს.

შსს-მ გამოძიება „ცხოველის წამებისა და სასტიკი მოპყრობის" მუხლით დაიწყო. ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ მიუსაფარი ძაღლების მასობრივი განადგურების შესახებ ბრალდება უარყო. სააგენტოს გაცხადებით, ეს ადგილი სპეციალური სამარხია ცხოველებისთვის, რომელთა დაღუპვის მიზეზი როგორც ბუნებრივი, ისე ავტოსაგზაო, უბედური შემთხვევა და სხვადასხვა დაავადება გახდა.
თბილისის მერის კახა კალაძის მონაცემებით, 2024 წელს ევთანაზიის 145 და ბუნებრივი სიკვდილის 2,050 შემთხვევა დაფიქსირდა. მერიაში განაცხადეს, რომ სამარხების გადათხრა ბიოლოგიური დაბინძურების საფრთხეს ქმნის. სამარხების უკანონოდ გადათხრის ფაქტზე, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ სამართალდამცავ ორგანოებსაც მიმართა.
ყველა ახალი ამბავი
0