მეტროს სადგური „სარაჯიშვილი" მგზავრთა მომსახურებას დროებით აჩერებს

© Sputnik / Denis Aslanovესკალატორი
ესკალატორი - Sputnik საქართველო, 1920, 04.11.2026
გამოწერა
გავრცელებული ინფორმაციით, მეტროს სადგურზე ექსკალატორის სახელური დაზიანდა, რის გამოც მგზავრების მომსახურება მცირე ხნით შეიზღუდა.
თბილისი, 4 ოქტომბერი — Sputnik. ესკალატორზე ტექნიკური ხარვეზის გამო, მეტროს სადგური „სარაჯიშვილი“ დროებით დაიხურა, იუწყება „თბილისის სატრანსპორტო კომპანია“.
გავრცელებული ინფორმაციით, მეტროს სადგურზე ექსკალატორის სახელური დაზიანდა, რის გამოც მგზავრების მომსახურება მცირე ხნით შეიზღუდა.
უწყების ცნობით, ექსკალატორის სახელურის აღდგენითი სამუშაოები ზედა ვესტიბიულში მიმდინარეობს - დაზიანების აღმოფხვრის მიზნით, ადგილზე შესაბამისი ტექნიკური სამსახური მუშაობს და სამუშაოების დასრულებისთანავე სადგური ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს მომსახურებას.
„ესკალატორზე შექმნილი ტექნიკური ხარვეზის გამო, მეტროსადგური „სარაჯიშვილი“ მცირე ხნით ვერ მოემსახურება მგზავრებს, – ნათქვამია განცხადებაში.
თბილისის სატრანსპორტო კომპანია შექმნილი დისკომფორტის გამო მოსახლეობას ბოდიშს უხდის.
ყველა ახალი ამბავი
0