ჰიგიენური პირობების უხეში დარღვევების გამო ობიექტებს საწარმოო პროცესი შეუჩერეს

© Facebook / photo: National.Food.Agency / FBსურსათის ეროვნული სამსახური ობიექტს ამოწმებს
სურსათის ეროვნული სამსახური ობიექტს ამოწმებს - Sputnik საქართველო, 1920, 04.11.2026
გამოწერა
სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო კონტროლს მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურად ახორციელებს.
თბილისი, 4 ნოემბერი — Sputnik. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ იმერეთსა და სამეგრელოში ობიექტებს დარღვევების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, სააგენტოს უფლებამოსილმა პირებმა ობიექტებს საწარმოო პროცესი არაგეგმური სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისას გამოვლენილი დარღვევებისთვის შეუჩერეს.
უწყების ცნობით, სამტრედიაში, დიდგორის მე-3 შესახვევი N9-ში და დიდგორის ქ. 140-ში ფიზიკური პირების კუთვნილ სასაკლაოებზე კრიტიკული შეუსაბამობები (ვეტერინარული და უვნებლობის მოთხოვნების დარღვევა) გამოვლინდა.
დადგინდა, რომ ცხოველების (გოჭების) დაკვლა ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე ხორციელდებოდა. ამასთან ბიზნესოპერატორები ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს სავალდებულო აღიარების გარეშე საქმიანობდნენ.
გარდა ამისა, ნედლი თევზის დისტრიბუციისა და რეალიზაციის ფაქტი გამოავლინდა სამეგრელოში. კერძოდ, სენაკში, აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე ინდმეწარმე საქმიანობას ეკონიმიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის და უვნებლობის სავალდებულო მოთხოვნების დარღვევით ახორციელებდა. ნედლი თევზის დისტრიბუცია და შემდგომი რეალიზაცია ხდებოდა არასათანადო პირობებში, მსუბუქი ავტომობილით, ტემპერატურული რეჟიმებისა და ჰიგიენური პირობების უხეში დარღვევით. მეწარმე დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა.
სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო კონტროლს მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურად ახორციელებს.
უწყების ცნობით, გამოვლენილი დარღვევების შემთხვევაში, სააგენტო კანონმდებლობით გათვალისწინებულ შესაბამის ღონისძიებებს ატარებს მომხმარებელთა ჯანმრთელობის დაცვისა და ბაზარზე უვნებელი სურსათის განთავსების უზრუნველყოფის მიზნით.
ყველა ახალი ამბავი
0