რამდენი ლარით შეავსეს ბიუჯეტი უბილეთო მგზავრებმა? მონაცემები განახლდა

© photo: Sputnik / Stringerავტობუსი
ავტობუსი - Sputnik საქართველო, 1920, 04.11.2026
გამოწერა
უბილეთო მგზავრობისთვის ჯარიმა 20 ლარს შეადგენს, ჯარიმის ნებაყოფლობით გადასახდელად განსაზღვრულია 30 დღე.
თბილისი, 4 ნოემბერი — Sputnik. 2026 წლის იანვარ-სექტემბერში საზოგადოებრივ ტრანსპორტში უბილეთო მგზავრობის გამო კონტროლიორების მიერ გამოწერილი ჯარიმებიდან ბიუჯეტში შესულმა თანხამ 2,7 მლნ ლარი შეადგინა, ნათქვამია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში.
მხოლოდ აგვისტოში საზოგადოებრივ ტრანსპორტში უბილეთო მგზავრობის გამო გამოწერილი ჯარიმებიდან ბიუჯეტში დაახლოებით 400 ათასი ლარი შევიდა.
საქართველოს ქალაქებში მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის ღირებულება, 0,5-დან 1 ლარამდე შეადგენს. ამასთან, როგორც წესი, მგზავრობის საფასურის გადახდა მხოლოდ ელექტრონულად — საბანკო ან სპეციალური სამგზავრო ბარათების მეშვეობითაა შესაძლებელი.
საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდის კონტროლს მერიის შესაბამის სამსახურის თანამშრომლები — კონტროლიორები ახორციელებენ, რომლებიც სპეციალური წამკითხველების მეშვეობით ამოწმებენ, იყო თუ არა გამოყენებული ტრანსპორტის ტერმინალში ბარათი.
უბილეთო მგზავრობისთვის ჯარიმა 20 ლარს შეადგენს. ჯარიმის ნებაყოფლობით გადასახდელად განსაზღვრულია 30 დღე. თუ „ურჩი" მოქალაქე ჯარიმას აღნიშნულ ვადაში არ გადაიხდის, მას დამატებით დაეკისრება საურავი 40 ლარის ოდენობით.
თბილისის ნებისმიერი მუნიციპალური ტრანსპორტით (ავტობუსი, მიკროავტობუსი, მეტრო) მგზავრობის სტანდარტული ტარიფი 1 ლარია. ამასთან, მგზავრს 90 წუთის განმავლობაში 1 ლარად რამდენიმე სახის ტრანსპორტის გამოცვლა შეუძლია.
ყველა ახალი ამბავი
0