https://sputnik-georgia.com/20261104/ramdeni-bina-gaikida-tbilisshi-301513536.html
რამდენი ბინა გაიყიდა თბილისში სექტემბერში?
რამდენი ბინა გაიყიდა თბილისში სექტემბერში?
Sputnik საქართველო
2026 წლის სექტემბერში, ძველი ბინების გაყიდვები წინა წელთან შედარებით 13%-ით გაიზარდა 04.11.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-11-04T10:59+0400
2026-11-04T10:59+0400
2026-11-04T10:59+0400
საქართველო
სტატისტიკა
თბილისი დღეს
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0b/08/284073496_0:159:3078:1890_1920x0_80_0_0_138eca50bf0781b2245d573ed2eea26f.jpg
თბილისი, 4 ნოემბერი — Sputnik. 2026 წლის სექტემბერში თბილისში ბინებზე მოთხოვნა 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10%-ით გაიზარდა - გაიყიდა 4,3 ათასი ბინა, ნათქვამია კომპანია Colliers Georgia-ს მიმოხილვაში.მიმოხილვის თანახმად, საანგარიშო პერიოდში ბაზრის მოცულობა გაიზარდა 17%-ით და 387 მლნ დოლარი შეადგინა.ამ პერიოდში გაყიდვების საშუალო ფასმა 1 კვ მეტრზე 1,373 დოლარი (+3%) შეადგინა.აღნიშნული კლება, პირველ რიგში, კვადრატულ მეტრზე 1500 დოლარზე ნაკლები ფასის მქონე ბინებს შეეხო. შედეგად, გაყიდული ბინების საერთო რაოდენობაში ახალი ბინების წილმა 18% შეადგინა.ყველაზე მეტი გაიყიდა 50-75 კვადრატული მეტრი ფართობის ბინები. ამ პერიოდში ბინები ძირითადად დიდი დიღმისა და საბურთალოს (705 ბინა) რაიონებში გაიყიდა.ანალიტიკოსების მონაცემებით, თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების საიჯარო ფასი, 2025 წლის სექტემბერთან შედარებით, 1%-ით გაიზარდა და კვადრატულ მეტრზე 10,3 დოლარი შეადგინა.მიმოხილვის თანახმად, იანვარ-სექტემბერში 34,4 ათასი ბინა გაიყიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 18%-ით მეტია.ბაზრის მოცულობამ 3,061 მილიონი დოლარი შეადგინა (+23%), ხოლო საშუალო ფასმა კვადრატულ მეტრზე 1353 დოლარს მიაღწია (+4%).
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0b/08/284073496_174:0:2905:2048_1920x0_80_0_0_fa2bf570dd2df5053ae8e96b41e926ce.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სტატისტიკა, თბილისი დღეს, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველო, სტატისტიკა, თბილისი დღეს, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
რამდენი ბინა გაიყიდა თბილისში სექტემბერში?
2026 წლის სექტემბერში, ძველი ბინების გაყიდვები წინა წელთან შედარებით 13%-ით გაიზარდა
თბილისი, 4 ნოემბერი — Sputnik. 2026 წლის სექტემბერში თბილისში ბინებზე მოთხოვნა 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10%-ით გაიზარდა - გაიყიდა 4,3 ათასი ბინა, ნათქვამია კომპანია Colliers Georgia-ს მიმოხილვაში.
მიმოხილვის თანახმად, საანგარიშო პერიოდში ბაზრის მოცულობა გაიზარდა 17%-ით და 387 მლნ დოლარი შეადგინა.
ამ პერიოდში გაყიდვების საშუალო ფასმა 1 კვ მეტრზე 1,373 დოლარი (+3%) შეადგინა.
2026 წლის სექტემბერში, ძველი ბინების გაყიდვები წინა წელთან შედარებით 13%-ით გაიზარდა და 3,496 ტრანზაქცია შეადგინა, ხოლო ახალი ბინების გაყიდვები 3%-ით შემცირდა და 758 ტრანზაქცია შეადგინა.
აღნიშნული კლება, პირველ რიგში, კვადრატულ მეტრზე 1500 დოლარზე ნაკლები ფასის მქონე ბინებს შეეხო. შედეგად, გაყიდული ბინების საერთო რაოდენობაში ახალი ბინების წილმა 18% შეადგინა.
ყველაზე მეტი გაიყიდა 50-75 კვადრატული მეტრი ფართობის ბინები. ამ პერიოდში ბინები ძირითადად დიდი დიღმისა და საბურთალოს (705 ბინა) რაიონებში გაიყიდა.
ანალიტიკოსების მონაცემებით, თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების საიჯარო ფასი, 2025 წლის სექტემბერთან შედარებით, 1%-ით გაიზარდა და კვადრატულ მეტრზე 10,3 დოლარი შეადგინა.
მიმოხილვის თანახმად, იანვარ-სექტემბერში 34,4 ათასი ბინა გაიყიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 18%-ით მეტია.
ბაზრის მოცულობამ 3,061 მილიონი დოლარი შეადგინა (+23%), ხოლო საშუალო ფასმა კვადრატულ მეტრზე 1353 დოლარს მიაღწია (+4%).