მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

პუტინმა რუსეთის ხალხთა ერთიანობის წლის მთავარი მიზანი დაასახელა

© Фотохост-агентство саммита ФСЭГ / გადასვლა მედიაბანკშივლადიმირ პუტინი
ვლადიმირ პუტინი - Sputnik საქართველო, 1920, 04.11.2026
გამოწერა
რუსეთის პრეზიდენტმა ყველას შეახსენა, რომ ამ დღეს ეროვნული ერთიანობის საფუძვლები მტკიცდება.
თბილისი, 4 ნოემბერი — Sputnik. რუსეთის ხალხთა ერთიანობის წლის მთავარი მიზანია იმის განმტკიცება, რაც მოსახლეობას აერთიანებს, სიმტკიცეს მატებს და ქვეყნისა და მისი ისტორიის გამო სიამაყით განაწყობს, განაცხადა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, იუწყება РИА Новости.
„საერთაშორისო კვირეული „რუსეთის ხალხები“ დღევანდელ დღესასწაულს ეძღვნება და რუსეთის ხალხთა ერთიანობის წელს ტარდება. მისი მთავარი მიზანია — კიდევ უფრო განამტკიცოს ის, რაც ჩვენ გვაერთიანებს, სიმტკიცეს გვმატებს, სიამაყით გვავსებს ქვეყნისა და მისი ათასწლოვანი ისტორიის გამო“, — განაცხადა პუტინმა საერთაშორისო კვირეულის „რუსეთის ხალხები“ პლენარულ სხდომაზე.
მან აღნიშნა, რომ კვირეულის ღონისძიებებს თავისი წვლილი შეაქვს ყველა ამ ამოცანის შესრულებაში. პრეზიდენტის თქმით, მისი მონაწილეები შეხვედრებისა და მრგვალი მაგიდების მსვლელობისას განიხილავენ ახალგაზრდებში სამშობლოს სამსახურის ფასეულობებისა და მისი ბედის მიმართ პასუხისმგებლობის გაღვივების საკითხებს.
„კვირეულის დატვირთული პროგრამა, უპირველეს ყოვლისა, ეფუძნება ჩვენი მრავალეროვანი ხალხის ტრადიციებისა და კულტურული მემკვიდრეობის სიმდიდრეს“, — დაასკვნა პუტინმა.
საერთაშორისო კვირეული „რუსეთის ხალხები“, რომელიც მიზნად ისახავს რუსეთის ფედერაციის ხალხთა ერთიანობის განმტკიცებას, რუსეთის მასშტაბით 2-დან 8 ნოემბრამდე პერიოდში ტარდება. კვირეული ყოველწლიურად იმართება რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ბრძანებულების შესაბამისად. კვირეულის ღონისძიებების კოორდინატორია რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს აპარატი, ხოლო ოპერატორი — ფონდი „როსკონგრესი“.
ყველა ახალი ამბავი
0