https://sputnik-georgia.com/20261104/putini-sitkvit-gamovida-301544384.html
პუტინმა სახალხო ერთიანობის დღის სათავეები გაიხსენა
პუტინმა სახალხო ერთიანობის დღის სათავეები გაიხსენა
Sputnik საქართველო
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთის ძალა და დიდი კონკურენტული უპირატესობა მის მრავალფეროვნებაშია 04.11.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-11-04T18:38+0400
2026-11-04T18:38+0400
2026-11-04T18:38+0400
მსოფლიო დღეს
რუსეთი
ვლადიმირ პუტინი
პოლიტიკა
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/05/09/298532671_0:0:2998:1686_1920x0_80_0_0_69495f8adfd63b851fc85039a95ec5e9.jpg
თბილისი, 4 ნოემბერი — Sputnik. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გაიხსენა ეროვნული ერთიანობის დღის სათავეები, როდესაც სხვადასხვა ეროვნების ადამიანებმა ბოლო მოუღეს შიდა დაპირისპირებას და აღადგინეს სახელმწიფოებრიობა.სახელმწიფოს მეთაურმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კუზმა მინინისა და დმიტრი პოჟარსკის სახალხო ლაშქარში, რომელიც ლეგენდარულ ნიჟნი ნოვგოროდის მიწაზე შეიკრიბა, ყველაზე მეტი სხვადასხვა ეროვნების უბრალო ადამიანები მივიდნენ.„სწორედ მათ ჩაიდინეს გმირული საქმე, განდევნეს ინტერვენტები კრემლიდან. და მას შემდეგ, რუსეთის ბედში მისი ყველა ხალხის ერთიანობა ყოველთვის თამაშობდა და დღემდე თამაშობს საკვანძო როლს“, — დასძინა პუტინმა.რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთის ძალა და დიდი კონკურენტული უპირატესობა მის მრავალფეროვნებაშია.რუსეთის ხალხები მხარდამხარ დგანან, აღნიშნა პუტინმა და გამოთქვა რწმენა, რომ ქვეყანა აუცილებლად მიაღწევს დასახულ მიზნებს. „ჩვენ ახლაც მხარდამხარ ვდგავართ და დარწმუნებულეი ვართ, რომ აუცილებლად მივაღწევთ დასახულ მიზნებს“, — განაცხადა ქვეყნის პრეზიდენტმა.საერთაშორისო კვირეული „რუსეთის ხალხები“, რომელიც მიზნად ისახავს რუსეთის ფედერაციის ხალხთა ერთიანობის განმტკიცებას, რუსეთის მასშტაბით 2-დან 8 ნოემბრამდე პერიოდში ტარდება. კვირეული ყოველწლიურად იმართება რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ბრძანებულების შესაბამისად. კვირეულის ღონისძიებების კოორდინატორია რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს აპარატი, ხოლო ოპერატორი — ფონდი „როსკონგრესი“.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/05/09/298532671_333:0:2998:1999_1920x0_80_0_0_a7575f02263c6eff94ba35b98b415682.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთი, ვლადიმირ პუტინი, პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები
რუსეთი, ვლადიმირ პუტინი, პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები
პუტინმა სახალხო ერთიანობის დღის სათავეები გაიხსენა
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთის ძალა და დიდი კონკურენტული უპირატესობა მის მრავალფეროვნებაშია
თბილისი, 4 ნოემბერი — Sputnik. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გაიხსენა ეროვნული ერთიანობის დღის სათავეები, როდესაც სხვადასხვა ეროვნების ადამიანებმა ბოლო მოუღეს შიდა დაპირისპირებას და აღადგინეს სახელმწიფოებრიობა.
„ჩვენ სიამაყით მივაბყრობთ ყურადღებას ამ დღესასწაულის სათავეებს, როდესაც სხვადასხვა ეროვნებისა და აღმსარებლობის ადამიანებმა ბოლო მოუღეს შინაომებსა და შიდა არეულობას, აღადგინეს სახელმწიფოებრიობა და კანონიერი ხელისუფლება“, — განაცხადა პუტინმა საერთაშორისო კვირეულის „რუსეთის ხალხები“ პლენარულ სხდომაზე.
სახელმწიფოს მეთაურმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კუზმა მინინისა და დმიტრი პოჟარსკის სახალხო ლაშქარში, რომელიც ლეგენდარულ ნიჟნი ნოვგოროდის მიწაზე შეიკრიბა, ყველაზე მეტი სხვადასხვა ეროვნების უბრალო ადამიანები მივიდნენ.
„სწორედ მათ ჩაიდინეს გმირული საქმე, განდევნეს ინტერვენტები კრემლიდან. და მას შემდეგ, რუსეთის ბედში მისი ყველა ხალხის ერთიანობა ყოველთვის თამაშობდა და დღემდე თამაშობს საკვანძო როლს“, — დასძინა პუტინმა.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთის ძალა და დიდი კონკურენტული უპირატესობა მის მრავალფეროვნებაშია.
„ჩვენ დიდი ქვეყანა გვაქვს. და კვლავ მსურს გავიმეორო კულტურების, ტრადიციებისა ადათ-წესების მრავალფეროვნებაშია ჩვენი ძალა, უზარმაზარი კონკურენტული უპირატესობა და პოტენციალი. ჩვენ ის მუდმივად უნდა განვამტკიცოთ, გავუფრთხილდეთ მრავალეროვნულ თანხმობას, ჩვენს საერთო მონაპოვარს“, — აღნიშნა პუტინმა.
რუსეთის ხალხები მხარდამხარ დგანან, აღნიშნა პუტინმა და გამოთქვა რწმენა, რომ ქვეყანა აუცილებლად მიაღწევს დასახულ მიზნებს. „ჩვენ ახლაც მხარდამხარ ვდგავართ და დარწმუნებულეი ვართ, რომ აუცილებლად მივაღწევთ დასახულ მიზნებს“, — განაცხადა ქვეყნის პრეზიდენტმა.
საერთაშორისო კვირეული „რუსეთის ხალხები“, რომელიც მიზნად ისახავს რუსეთის ფედერაციის ხალხთა ერთიანობის განმტკიცებას, რუსეთის მასშტაბით 2-დან 8 ნოემბრამდე პერიოდში ტარდება. კვირეული ყოველწლიურად იმართება რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ბრძანებულების შესაბამისად. კვირეულის ღონისძიებების კოორდინატორია რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს აპარატი, ხოლო ოპერატორი — ფონდი „როსკონგრესი“.