მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

სუვერენიტეტის მზიდი კონსტრუქცია — ვლადიმირ პუტინი რუსეთის საბაზისო პრინციპების შესახებ

© photo: Sputnik / POOL / გადასვლა მედიაბანკშივლადიმირ პუტინი
ვლადიმირ პუტინი - Sputnik საქართველო, 1920, 04.11.2026
გამოწერა
ეროვნული ერთიანობის დღეს რუსეთის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა ქვეყნის ხალხებს შორის ჰარმონიისა და ურთიერთპატივისცემის მნიშვნელობას
თბილისი, 4 ნოემბერი — Sputnik. რუსეთის ხალხებს შორის თანხმობა, ურთიერთპატივისცემა და მათი ერთიანობა ქვეყნის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის მზიდი კონსტრუქციაა, განაცხადა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, იუწყება РИА Новости.
„უნდა გვახსოვდეს, რომ რუსეთის ხალხებს შორის თანხმობა, ურთიერთპატივისცემა და მათი ერთიანობა ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის მზიდი კონსტრუქციაა. ხოლო ზრუნვა თითოეული ხალხის კულტურის, ადათ-წესებისა და ენების შენარჩუნებაზე ჩვენი ეროვნული პოლიტიკის საფუძველია“, — განაცხადა პუტინმა საერთაშორისო კვირეულის „რუსეთის ხალხები“ პლენარულ სხდომაზე.
საერთაშორისო კვირეული „რუსეთის ხალხები“, რომელიც მიზნად ისახავს რუსეთის ფედერაციის ხალხთა ერთიანობის განმტკიცებას, რუსეთის მასშტაბით 2-დან 8 ნოემბრამდე პერიოდში ტარდება. კვირეული ყოველწლიურად იმართება რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ბრძანებულების შესაბამისად. კვირეულის ღონისძიებების კოორდინატორია რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს აპარატი, ხოლო ოპერატორი — ფონდი „როსკონგრესი“.
ყველა ახალი ამბავი
0