https://sputnik-georgia.com/20261104/polonetshi-saqartvelos-moqalaqe-daakaves-301537798.html
თვითმფრინავში 16 წლის გოგოზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს
თვითმფრინავში 16 წლის გოგოზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს
Sputnik საქართველო
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. 04.11.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-11-04T14:41+0400
2026-11-04T14:41+0400
2026-11-04T14:41+0400
საქართველო
პოლონეთი
შემთხვევები
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/19/250706280_0:132:2500:1538_1920x0_80_0_0_3188e667e27875f32c3535b099cc75ea.jpg
თბილისი, 4 ნოემბერი — Sputnik. პოლონეთში საქართველოს 29 წლის მოქალაქე დააკავეს, რომელსაც თვითმფრინავში 16 წლის გოგონას მიმართ სექსუალური ხასიათის დანაშაულის ჩადენას ედავებიან. ამის შესახებ ინფორმაციას პოლონური გამოცემა RMF24 ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.შემთხვევა 30 ოქტომბერს ბარსელონა-ვარშავის რეისზე მოხდა. თვითმფრინავის ეკიპაჟმა პოლიციას შეატყობინა, რომ ერთ-ერთმა მგზავრმა მის გვერდით მჯდომ პირზე სექსუალური ხასიათის ქმედება ჩაიდინა. პოლონური მედიის ცნობით, დაზარალებული 16 წლის პოლონეთის მოქალაქეა, რომელიც ოჯახთან ერთად მოგზაურობდა.ვარშავაში, მოდლინის აეროპორტში თვითმფრინავის დაშვებისთანავე სამართალდამცველებმა საქართველოს მოქალაქე დააკავეს. მას ბრალი წარუდგინეს, სასამართლომ კი აღკვეთის ღონისძიების სახით სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.დაკავებული ბრალს არ აღიარებს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
საქართველო
პოლონეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/19/250706280_138:0:2363:1669_1920x0_80_0_0_e22ee38d8be197ecf5321f9eb67cafd6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლონეთი , შემთხვევები, ახალი ამბები
საქართველო, პოლონეთი , შემთხვევები, ახალი ამბები
თვითმფრინავში 16 წლის გოგოზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
თბილისი, 4 ნოემბერი — Sputnik. პოლონეთში საქართველოს 29 წლის მოქალაქე დააკავეს, რომელსაც თვითმფრინავში 16 წლის გოგონას მიმართ სექსუალური ხასიათის დანაშაულის ჩადენას ედავებიან. ამის შესახებ ინფორმაციას პოლონური გამოცემა RMF24 ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
შემთხვევა 30 ოქტომბერს ბარსელონა-ვარშავის რეისზე მოხდა. თვითმფრინავის ეკიპაჟმა პოლიციას შეატყობინა, რომ ერთ-ერთმა მგზავრმა მის გვერდით მჯდომ პირზე სექსუალური ხასიათის ქმედება ჩაიდინა. პოლონური მედიის ცნობით, დაზარალებული 16 წლის პოლონეთის მოქალაქეა, რომელიც ოჯახთან ერთად მოგზაურობდა.
ვარშავაში, მოდლინის აეროპორტში თვითმფრინავის დაშვებისთანავე სამართალდამცველებმა საქართველოს მოქალაქე დააკავეს. მას ბრალი წარუდგინეს, სასამართლომ კი აღკვეთის ღონისძიების სახით სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
დაკავებული ბრალს არ აღიარებს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.