შალვა პაპუაშვილი ყირგიზეთის პრეზიდენტს შეხვდა: რა საკითხები განხილეს მხარეებმა

© Courtesy of Shalva Papuashviliშალვა პაპუაშვილი და სადირ ჟაპაროვი
შალვა პაპუაშვილი და სადირ ჟაპაროვი - Sputnik საქართველო, 1920, 04.11.2026
გამოწერა
შეხვედრაზე ხაზი გაესვა შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩოს ჩამოყალიბების მიზნით პარლამენტებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას.
თბილისი, 4 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, სადირ ჟაპაროვს შეხვდა, ნათქვამია პარლამენტის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შალვა პაპუაშვილი ყირგიზეთის პარლამენტის თავმჯდომარის მიწვევით, პირველი ოფიციალური ვიზიტით ყირგიზეთში 2 ნოემბერს გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში პაპუაშვილი უკვე შეხვდა თავის კოლეგას, მარლენ მამატალიევს, რომელთანაც საპარლამენტო დონეზე თანამშრომლობის საკითხები განიხილა.
ყირგიზეთის პრეზიდენტთან შეხვედრისას, მხარეებმა აღნიშნეს საქართველოსა და ყირგიზეთს შორის მეგობრული ურთიერთობები.
„მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობები და საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა შუა დერეფნის პოტენციალის სრულად ათვისების სარგებელზე. ამ კუთხით, ისაუბრეს სტრატეგიულად მნიშვნელოვან პროექტებზე, როგორებიცაა ჩინეთი-ყირგიზეთი-უზბეკეთის რკინიგზა და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი“, - ნათქვამია განცხადებაში.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩოს ჩამოყალიბების მიზნით პარლამენტებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას.
ვიზიტის ფარგლებში, პარლამენტის თავმჯდომარემ საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად ყირგიზეთის რესპუბლიკის ურქუნის მემორიალი გვირგვინით შეამკო, რომელიც 1916 წელს რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ ყირგიზი ხალხის მასობრივ ეროვნულ-განმათავისუფლებელ აჯანყებას ეძღვნება.
საქართველო და ყირგიზეთი
საქართველომ და ყირგიზეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 10 ივლისს დაამყარეს. საქართველოში ყირგიზეთის საელჩო არ არის, მაგრამ 2023 წელს ფოთში ყირგიზეთის რესპუბლიკის საპატიო საკონსულო გაიხსნა. ორმხრივი საკითების კურირებას ყაზახეთში საქართველოს საელჩო ახორციელებს.
ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა ახალ დონეზე გადავიდა 2025 წელს, როდესაც საქართველოს მთავრობამ გააქტიურა თანამშრომლობა ცენტრალური აზიის ქვეყნებთან სატრანზიტო მარშრუტების გაძლიერების კუთხით.
2026 წლის პირველ კვარტალში ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვამ 191,8 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ამ ვაჭრობის ძირითად ნაწილს ექსპორტი შეადგენს. მთავარი საქონელი, რომელსაც ყირგიზეთი საქართველოში ყიდულობს, ავტომობილებია.
ყველა ახალი ამბავი
0