https://sputnik-georgia.com/20261104/kaladze-xanzris-shedegad-dazaralebulebs-davexmarebit-301535303.html
კალაძე: მერია ე.წ. გადასასვლელ ხიდზე ხანძრის შედეგად დაზარალებულებს დაეხმარება
კალაძე: მერია ე.წ. გადასასვლელ ხიდზე ხანძრის შედეგად დაზარალებულებს დაეხმარება
Sputnik საქართველო
ამ ეტაპისთვის ხანძრის გამომწვევი მიზეზი და ზარალის ოდენობა უცნობია 04.11.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-11-04T16:00+0400
2026-11-04T16:00+0400
2026-11-04T16:00+0400
საქართველო
თბილისის მერია
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/1d/291594113_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_30ab2a8de3afacb93ccf5aaa620de20a.jpg
თბილისი, 4 ნოემბერი — Sputnik. თბილისის მერია სადგურის მოედანზე, ე.წ. გადასასვლელ ხიდზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებული მოვაჭრეების საკითხს დეტალურად შეისწავლის და მათ შესაძლებლობების ფარგლებში დაეხმარება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ ვიდეომიმართვაში. სადგურის მოედანზე, ე.წ. გადასასვლელ ხიდზე ხანძარი 2 ნოემბერს გაჩნდა. გაჩენილმა მასშტაბურმა ხანძარმა ხიდის ტერიტორიაზე არსებული შერეული დანიშნულების მაღაზიების დიდი რაოდენობა გაანადგურა. თბილისის მერის ინფორმაციით, საკითხის მოკვლევის მიზნით, დაზარალებულებთან კომუნიკაცია დაუყოვნებლივ დაიწყება. წინასწარი მონაცემებით, 100-ზე მეტი სავაჭრო ობიექტიდან დაახლოებით 20 განადგურდა. მოვაჭრეები სერიოზულ ფინანსურ ზარალზე საუბრობენ — ბევრ მათგანს საქონელი დაზღვეული არ ჰქონდა. ამ დროითვის ხანძრის მიზეზი და ზარალის ზუსტი ოდენობა უცნობია. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/1d/291594113_25:0:1164:854_1920x0_80_0_0_42e343da22138045d6533117178aac8b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისის მერია, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, თბილისის მერია, საზოგადოება, ახალი ამბები
კალაძე: მერია ე.წ. გადასასვლელ ხიდზე ხანძრის შედეგად დაზარალებულებს დაეხმარება
ამ ეტაპისთვის ხანძრის გამომწვევი მიზეზი და ზარალის ოდენობა უცნობია
თბილისი, 4 ნოემბერი — Sputnik. თბილისის მერია სადგურის მოედანზე, ე.წ. გადასასვლელ ხიდზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებული მოვაჭრეების საკითხს დეტალურად შეისწავლის და მათ შესაძლებლობების ფარგლებში დაეხმარება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ ვიდეომიმართვაში.
სადგურის მოედანზე, ე.წ. გადასასვლელ ხიდზე ხანძარი 2 ნოემბერს გაჩნდა. გაჩენილმა მასშტაბურმა ხანძარმა ხიდის ტერიტორიაზე არსებული შერეული დანიშნულების მაღაზიების დიდი რაოდენობა გაანადგურა.
„ვესაუბრე პრემიერ-მინისტრს ამ თემასთან დაკავშირებით და მან დაგვავალა, რომ დეტალურად შევისწავლოთ აღნიშნული საკითხი. შევხვდებით საინიციატივო ჯგუფს, მოვუსმენთ და დავიწყებთ დეტალურ მოკვლევას. ჩვენ, რა თქმა უნდა, ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში დაგეხმარებით, გვერდით დაგიდგებით და პრობლემების პირისპირ არ დაგტოვებთ", - განაცხადა კალაძემ.
თბილისის მერის ინფორმაციით, საკითხის მოკვლევის მიზნით, დაზარალებულებთან კომუნიკაცია დაუყოვნებლივ დაიწყება.
წინასწარი მონაცემებით, 100-ზე მეტი სავაჭრო ობიექტიდან დაახლოებით 20 განადგურდა. მოვაჭრეები სერიოზულ ფინანსურ ზარალზე საუბრობენ — ბევრ მათგანს საქონელი დაზღვეული არ ჰქონდა. ამ დროითვის ხანძრის მიზეზი და ზარალის ზუსტი ოდენობა უცნობია.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.