https://sputnik-georgia.com/20261104/5-noembridan-chovelizis-quchaze-mozraoba-sheizgudeba-301548333.html
5 ნოემბრიდან ჭოველიძისა და ზანდუკელის ქუჩების კვეთაზე მოძრაობა შეიზღუდება
5 ნოემბრიდან ჭოველიძისა და ზანდუკელის ქუჩების კვეთაზე მოძრაობა შეიზღუდება
Sputnik საქართველო
რუსთაველის გამზირის მასშტაბური რეკონსტრუქცია მიმდინარე წლის 23 ივლისს დაიწყო. 04.11.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-11-04T22:00+0400
2026-11-04T22:00+0400
2026-11-04T22:00+0400
საქართველო
თბილისი დღეს
თბილისის მერია
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/08/1d/300349663_7:0:2549:1430_1920x0_80_0_0_06ede0b7826af6ce4855ba3d331f7d2e.png
თბილისი, 4 ნოემბერი - Sputnik. რუსთაველის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო თამარ ჭოველიძისა და მიხეილ ზანდუკელის ქუჩების მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება, ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.რუსთაველის გამზირის მასშტაბური რეკონსტრუქცია მიმდინარე წლის 23 ივლისს დაიწყო. სამუშაოების მთელი პერიოდის განმავლობაში თბილისის ერთ-ერთ მთავარ ქუჩაზე მოძრაობა მთლიანად გადაკეტილია.კერძოდ, 5 ნოემბრის 24:00 საათიდან 9 ნოემბრის 24:00 საათამდე მერაბ კოსტავას ქუჩიდან (მეტროს სადგურ „რუსთაველის" მხრიდან) მოძრავი სატრანსპორტო საშუალებებისთვის თამარ ჭოველიძის ქუჩაზე მარცხნივ მოხვევა შეიზღუდება. აღნიშნული მიმართულებით მოძრავი ავტომობილები, მათ შორის, მიკროავტობუსები - N408 და N420 თამარ ჭოველიძის ქუჩაზე მოხვედრას მერაბ კოსტავას ქუჩიდან იაკობ ნიკოლაძის ქუჩაზე ასვლითა და შემდგომ პეტრე მელიქიშვილის გამზირის გავლით შეძლებენ.ამასთან, 5 ნოემბრის 24:00 საათიდან 15 დღის განმავლობაში მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩიდან ძმები კაკაბაძეებისა და მიხეილ ზანდუკელის ქუჩებისკენ გადაადგილება შეიზღუდება.შეზღუდვის პერიოდში ზანდუკელის ქუჩაზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება ჯავახიშვილის ქუჩაზე მოტრიალებით, შემდეგ კი - მერაბ კოსტავას, ნიკო ნიკოლაძის ქუჩებისა და პეტრე მელიქიშვილის გამზირის გავლით, თამარ ჭოველიძის ქუჩის მიმართულებით.თბილისის მერია შექმნილი დისკომფორტის გამო მოსახლეობას ბოდიშს უხდის.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/08/1d/300349663_325:0:2232:1430_1920x0_80_0_0_36fb1e8500e534bbf157a599c7f8a1a1.pngSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისი დღეს, თბილისის მერია, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, თბილისი დღეს, თბილისის მერია, საზოგადოება, ახალი ამბები
5 ნოემბრიდან ჭოველიძისა და ზანდუკელის ქუჩების კვეთაზე მოძრაობა შეიზღუდება
რუსთაველის გამზირის მასშტაბური რეკონსტრუქცია მიმდინარე წლის 23 ივლისს დაიწყო.
თბილისი, 4 ნოემბერი - Sputnik. რუსთაველის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო თამარ ჭოველიძისა და მიხეილ ზანდუკელის ქუჩების მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება, ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
რუსთაველის გამზირის მასშტაბური რეკონსტრუქცია მიმდინარე წლის 23 ივლისს დაიწყო. სამუშაოების მთელი პერიოდის განმავლობაში თბილისის ერთ-ერთ მთავარ ქუჩაზე მოძრაობა მთლიანად გადაკეტილია.
კერძოდ, 5 ნოემბრის 24:00 საათიდან 9 ნოემბრის 24:00 საათამდე მერაბ კოსტავას ქუჩიდან (მეტროს სადგურ „რუსთაველის" მხრიდან) მოძრავი სატრანსპორტო საშუალებებისთვის თამარ ჭოველიძის ქუჩაზე მარცხნივ მოხვევა შეიზღუდება. აღნიშნული მიმართულებით მოძრავი ავტომობილები, მათ შორის, მიკროავტობუსები - N408 და N420 თამარ ჭოველიძის ქუჩაზე მოხვედრას მერაბ კოსტავას ქუჩიდან იაკობ ნიკოლაძის ქუჩაზე ასვლითა და შემდგომ პეტრე მელიქიშვილის გამზირის გავლით შეძლებენ.
ამასთან, 5 ნოემბრის 24:00 საათიდან 15 დღის განმავლობაში მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩიდან ძმები კაკაბაძეებისა და მიხეილ ზანდუკელის ქუჩებისკენ გადაადგილება შეიზღუდება.
შეზღუდვის პერიოდში ზანდუკელის ქუჩაზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება ჯავახიშვილის ქუჩაზე მოტრიალებით, შემდეგ კი - მერაბ კოსტავას, ნიკო ნიკოლაძის ქუჩებისა და პეტრე მელიქიშვილის გამზირის გავლით, თამარ ჭოველიძის ქუჩის მიმართულებით.
თბილისის მერია შექმნილი დისკომფორტის გამო მოსახლეობას ბოდიშს უხდის.