https://sputnik-georgia.com/20261104/301534581.html
სახელმწიფო დუმა: ვლადიმირ პუტინი ეწინააღმდეგება საზოგადოების გახლეჩის მცდელობებს
სახელმწიფო დუმა: ვლადიმირ პუტინი ეწინააღმდეგება საზოგადოების გახლეჩის მცდელობებს
Sputnik საქართველო
დეპუტატმა კალაშნიკოვმა ხაზი გაუსვა რუსეთის პრეზიდენტის მნიშვნელოვან როლს რუსული საზოგადოების გაერთიანებაში. 04.11.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-11-04T09:17+0400
2026-11-04T09:17+0400
2026-11-04T12:39+0400
მსოფლიო დღეს
რუსეთი
ვლადიმირ პუტინი
პოლიტიკა
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/16/275137993_0:0:3339:1878_1920x0_80_0_0_1985f1e1bfa8e65ca2ab2ba2bcb99b5f.jpg
თბილისი, 4 ნოემბერი — Sputnik. რუსული საზოგადოების გახლეჩის მცდელობები არ გამოვიდა, უნდა ვაღიაროთ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის დამსახურება, რომელიც ამისთვის მრავალი წლის განმავლობაში შრომობდა, განაცხადა РИА Новости-სთან სახელმწიფო დუმის დსთ-ის საქმეთა, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან კავშირების კომიტეტის თავმჯდომარე ლეონიდ კალაშნიკოვმა. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სამშაბათს, ეროვნებათაშორისი ურთიერთობების საბჭოს სხდომაზე აღნიშნა, რომ გარე ძალები მთელი ისტორიის მანძილზე ცდილობდნენ რუსული საზოგადოების გახლეჩას და რუსეთის დანაწევრებას, რათა საერთაშორისო ასპარეზზე კონკურენცია თავიდან აეცილებინათ. თუმცა, როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, ხალხთა ერთიანობა გახდა ეროვნული სუვერენიტეტის განმტკიცებისა და თავად რუსეთის შენარჩუნების უმნიშვნელოვანესი ფაქტორი.მან შეახსენა საზოგადოებას, რომ 1917 წლის თებერვალში ქვეყანა „ნაწილ-ნაწილ დაიშალა“, ხოლო ნაციონალური განაპირა რეგიონები მანამ იყო დანაწევრებული, სანამ ბოლშევიკებმა ისინი იარაღის ძალითა და გარკვეული გზავნილების, დარწმუნების წყალობით უკან არ დააბრუნეს. კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, 1991 წელს ყველაფერი დაიწყო ნაციონალისტური მიმდინარეობებით, რომლებიც ამბობდნენ, რომ „რუსების გამოკვებას აღარ აპირებდნენ“.კალაშნიკოვმა ასევე დასძინა, რომ უკრაინას ლიდერების მხრივ არ გაუმართლა და რომ ქვეყანაში ძალაუფლება ნაციონალისტებმა ჩაიგდეს ხელში. ამასთან, მან აღნიშნა, რომ წარსულის გამოცდილება ცხადყოფს, რომ რუსეთი და უკრაინა ერთი ხალხია.„და საბჭოთა კავშირის დამსახურებაც სათანადოდ უნდა აღინიშნოს, რომელმაც არცერთი ენა, კულტურა არ გაანადგურა, წიგნებს გამოსცემდა. არსებობდა მყარი წესი: თუ პირველი მდივანი რუსი იყო, მეორე — ბურიატი უნდა ყოფილიყო, ხოლო თუ პირველი ბურიატი იყო — მეორე რუსი უნდა ყოფილიყო. საბჭოთა კავშირი დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა მსგავს დეტალებსა და წვრილმანებს“, — დაასკვნა პარლამენტარმა.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/16/275137993_285:0:3016:2048_1920x0_80_0_0_d4d52b24b210f3eba01cb6e2c89f7244.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთი, ვლადიმირ პუტინი, პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები
რუსეთი, ვლადიმირ პუტინი, პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები
სახელმწიფო დუმა: ვლადიმირ პუტინი ეწინააღმდეგება საზოგადოების გახლეჩის მცდელობებს
09:17 04.11.2026 (განახლებულია: 12:39 04.11.2026) დეპუტატმა კალაშნიკოვმა ხაზი გაუსვა რუსეთის პრეზიდენტის მნიშვნელოვან როლს რუსული საზოგადოების გაერთიანებაში.
თბილისი, 4 ნოემბერი — Sputnik. რუსული საზოგადოების გახლეჩის მცდელობები არ გამოვიდა, უნდა ვაღიაროთ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის დამსახურება, რომელიც ამისთვის მრავალი წლის განმავლობაში შრომობდა, განაცხადა
РИА Новости-სთან სახელმწიფო დუმის დსთ-ის საქმეთა, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან კავშირების კომიტეტის თავმჯდომარე ლეონიდ კალაშნიკოვმა.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სამშაბათს, ეროვნებათაშორისი ურთიერთობების საბჭოს სხდომაზე აღნიშნა, რომ გარე ძალები მთელი ისტორიის მანძილზე ცდილობდნენ რუსული საზოგადოების გახლეჩას და რუსეთის დანაწევრებას, რათა საერთაშორისო ასპარეზზე კონკურენცია თავიდან აეცილებინათ. თუმცა, როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, ხალხთა ერთიანობა გახდა ეროვნული სუვერენიტეტის განმტკიცებისა და თავად რუსეთის შენარჩუნების უმნიშვნელოვანესი ფაქტორი.
„იმაზე საუბარი, რომ აი, ჩვენი გახლეჩა ვერ შეძლეს და ვერც შეძლებენ, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ აქ პუტინის დამსახურება სათანადოდ უნდა აღინიშნოს, ამისთვის მან ბევრი იშრომა მთელი ამ წლების განმავლობაში“, -განაცხადა კალაშნიკოვმა.
მან შეახსენა საზოგადოებას, რომ 1917 წლის თებერვალში ქვეყანა „ნაწილ-ნაწილ დაიშალა“, ხოლო ნაციონალური განაპირა რეგიონები მანამ იყო დანაწევრებული, სანამ ბოლშევიკებმა ისინი იარაღის ძალითა და გარკვეული გზავნილების, დარწმუნების წყალობით უკან არ დააბრუნეს. კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, 1991 წელს ყველაფერი დაიწყო ნაციონალისტური მიმდინარეობებით, რომლებიც ამბობდნენ, რომ „რუსების გამოკვებას აღარ აპირებდნენ“.
კალაშნიკოვმა ასევე დასძინა, რომ უკრაინას ლიდერების მხრივ არ გაუმართლა და რომ ქვეყანაში ძალაუფლება ნაციონალისტებმა ჩაიგდეს ხელში. ამასთან, მან აღნიშნა, რომ წარსულის გამოცდილება ცხადყოფს, რომ რუსეთი და უკრაინა ერთი ხალხია.
„და საბჭოთა კავშირის დამსახურებაც სათანადოდ უნდა აღინიშნოს, რომელმაც არცერთი ენა, კულტურა არ გაანადგურა, წიგნებს გამოსცემდა. არსებობდა მყარი წესი: თუ პირველი მდივანი რუსი იყო, მეორე — ბურიატი უნდა ყოფილიყო, ხოლო თუ პირველი ბურიატი იყო — მეორე რუსი უნდა ყოფილიყო. საბჭოთა კავშირი დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა მსგავს დეტალებსა და წვრილმანებს“, — დაასკვნა პარლამენტარმა.