პარამკლავჭიდელი ვახტანგ ახობაძე მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონია

© Georgian Armwrestling Federationვახტანგ ახობაძე
ვახტანგ ახობაძე - Sputnik საქართველო, 1920, 03.11.2026
გამოწერა
ქართველმა სპორტსმენმა მორიგ წარმატებას ინდოეთის დედაქალაქ ნიუ-დელიში გამართულ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მიაღწია
თბილისი, 3 ნოემბერი — Sputnik. ქართველმა პარამკლავჭიდელი ვახტანგ ახობაძე მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონია, იუწყება ქართული მედია.
ინდოეთის დედაქალაქ ნიუ-დელიში გამართულ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, საქართველოს პარამკლავჭიდელთა ნაკრებმა ბრწყინვალედ იასპარეზა და ჯამში 77 მედალი მოიპოვა, სადაც ვახტანგ ახობაძის ოქრო ერთ-ერთი უმთავრესი მოვლენა იყო.
ქუთაისელმა პარამკლავჭიდელი მიმდინარე წლის მაისში ასევე მეხუთედ გახდა ევროპის ჩემპიონიც. ქართველმა სპორტსმენმა წარმატებულად იასპარეზა მკლავჭიდსა და პარამკლავჭიდში ბუდაპეშტში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ამ ტურნირზე ქართველმა სპორტსმენებმა ჯამში 125 მედალი მოიპოვეს, საიდანაც 61 ოქრო იყო.
გარდა ამისა როგორც ქალთა, ისე ვაჟთა ნაკრებებმა გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავეს და ჩემპიონატის მთავარი თასები მოიპოვეს.
ყველა ახალი ამბავი
0