https://sputnik-georgia.com/20261103/sasursato-kalatis-oqtombris-pasebis-dinamika-301516826.html
სასურსათო კალათის ყველაზე დაბალი ფასი 35,82 ლარი იყო: ოქტომბრის ფასების დინამიკა
სასურსათო კალათის ყველაზე დაბალი ფასი 35,82 ლარი იყო: ოქტომბრის ფასების დინამიკა
Sputnik საქართველო
მომხმარებლებს შეუძლიათ ფასების ერთ სივრცეში შედარება, ინდივიდუალური კალათის შექმნა და პოტენციური დანაზოგის გამოთვლა 03.11.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-11-03T18:00+0400
2026-11-03T18:00+0400
2026-11-03T18:00+0400
საქართველო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/05/271948864_0:179:3007:1870_1920x0_80_0_0_d54e51acc0827288191c3ea356898dc9.jpg
თბილისი, 3 ნოემბერი — Sputnik. ოქტომბრის განმავლობაში საინფორმაციო პორტალზე www.ekalata.gov.ge წარმოდგენილი 13 საბაზისო სასურსათო პროდუქტისგან შემდგარი ყველაზე იაფი კალათის ღირებულება იცვლებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ავრცელებს. პორტალი მომხმარებლებს სხვადასხვა სავაჭრო ქსელში არსებული ფასების ერთ სივრცეში შედარების, ინდივიდუალური კალათის შექმნისა და პოტენციური დანაზოგის გამოთვლის შესაძლებლობას აძლევს. პორტალზე შესაძლებელია 13 საბაზისო სასურსათო და 10 პირველადი მოხმარების არასასურსათო პროდუქტის ფასების შედარება. უწყების ცნობით, სასურსათო პროდუქტებისგან შემდგარი კალათის ყველაზე დაბალი ღირებულება 1-ელ ოქტომბერს დაფიქსირდა და 35,82 ლარი შეადგინა, ხოლო საანგარიშო პერიოდის ბოლოს, 31 ოქტომბერს ყველაზე იაფი კალათის ღირებულება 36.46 ლარი იყო. ოქტომბრის განმავლობაში, კალათის ყველაზე მაღალი ღირებულება 36.51 ლარი დაფიქსირდა, მათ შორის, 15-20 ოქტომბრისა და 23-27 ოქტომბრის პერიოდში. საანგარიშო პერიოდის ბოლოს თვის საწყის მაჩვენებელთან შედარებით 13 საბაზისო სასურსათო პროდუქტისგან შემდგარი ყველაზე იაფი კალათის ღირებულება დაახლოებით 1.8%-ით გაიზარდა. რაც შეეხება eKalata-ს პორტალზე წარმოდგენილი 10 საბაზისო პირველადი მოხმარების არასასურსათო პროდუქტისგან შემდგარ ყველაზე იაფ კალათას, ოქტომბრის განმავლობაში მისი ღირებულება დინამიკურად იცვლებოდა. არასასურსათო პროდუქტებისგან შემდგარი კალათის ყველაზე მაღალი ღირებულება 14 ოქტომბერს დაფიქსირდა და 30,69 ლარი შეადგინა, ხოლო ყველაზე დაბალი ღირებულება 29-31 ოქტომბრის პერიოდში დაფიქსირდა და 26,31 ლარი იყო. საანგარიშო პერიოდის ბოლოს, 10 საბაზისო პირველადი მოხმარების არასასურსათო პროდუქტისგან შემდგარი ყველაზე იაფი კალათის ღირებულება დაახლოებით 7%-ით შემცირდა. ამასთან, eKalata-ს პორტალზე წარმოდგენილი 13 საბაზისო სასურსათო პროდუქტისგან შემდგარი ყველაზე იაფი კალათის ღირებულება პორტალის ამოქმედებიდან - ივლისიდან ოქტომბრის ბოლომდე დაახლოებით 15%-ით შემცირდა. კერძოდ, ივლისის დასაწყისში კალათის ღირებულება 42,96 ლარს შეადგენდა, ხოლო 31 ოქტომბერს - 36,46 ლარს. არასასურსათო კალათის შემთხვევაში, რომლის ფასების აღრიცხვაც 3 აგვისტოდან დაიწყო, საწყის მაჩვენებელთან (38,16 ლარი) შედარებით, 31 ოქტომბრისთვის (26,31 ლარი) ღირებულება დაახლოებით 31%-ით შემცირდა. პორტალი www.ekalata.gov.ge საქართველოს მთავრობის ინიციატივით შექმნილი საინფორმაციო პორტალი ekalata.gov.ge მიმდინარე წლის ივნისის ბოლოს ამოქმედდა - პორტალზე მომხმარებელს შეუძლია სხვადასხვა ქსელში საბაზისო პროდუქტებზე არსებულ საუკეთესო შეთავაზებებსა და ფასებს გაეცნოს. საინფორმაციო პორტალი www.ekalata.gov.ge მომხმარებელს ყოველდღიურად აძლევს შესაძლებლობას, შეადაროს ფასები წამყვან სავაჭრო ქსელებში, შექმნას ინდივიდუალური კალათა და გააკეთოს გაცნობიერებული არჩევანი. პორტალზე განთავსებული ინფორმაცია, სავაჭრო ქსელების მიერ მოწოდებული მონაცემების საფუძველზე, ოპერატიულად ახლდება, რაც მომხმარებლებს ფასების მიმდინარე მდგომარეობის შედარების შესაძლებლობას აძლევს. აგრეთვე, პორტალზე მაღაზიების გეოლოკაციაც არის მითითებული. საქართველოში ფასწარმოქმნის საკითხი აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც 2025 წლის დეკემბერში მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ სურსათზე, მედიკამენტებსა და საწვავზე შესაძლო ხელოვნურად გაბერილ ფასებთან დაკავშირებით განაცხადა - მიმდინარე წლის იანვარში საკვების, მედიკამენტებისა და საწვავის ფასების სამთავრობო კომისია, ხოლო თებერვალში - საპარლამენტო კომისია შეიქმნა. მას შემდეგ, რაც საპარლამენტო კომისიამ საქართველოში ფასებზე მოქმედი მხოლოდ სისტემური პრობლემების გამოვლენა შეძლო და კარტელური გარიგებები გამორიცხა, ფასების შემცირების საკითხი კვლავ აქტუალური გახდა. როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, საქართველოში სურსათზე ფასები, ზოგადად, უფრო დაბალია, ვიდრე საფრანგეთსა და დასავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებში, თუმცა დაბალი ხელფასების გამო ფასწარმოქმნის საკითხი მოსახლეობისთვის უკიდურესად მტკივნეული რჩება, რის გამოც მთავრობა დაინტერესებულია საქონლის ღირებულების შემცირებით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/05/271948864_137:0:2868:2048_1920x0_80_0_0_d74e20ec65ecf58b8e3dc9e0a66a009d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საზოგადოება, ახალი ამბები
სასურსათო კალათის ყველაზე დაბალი ფასი 35,82 ლარი იყო: ოქტომბრის ფასების დინამიკა
მომხმარებლებს შეუძლიათ ფასების ერთ სივრცეში შედარება, ინდივიდუალური კალათის შექმნა და პოტენციური დანაზოგის გამოთვლა
თბილისი, 3 ნოემბერი — Sputnik. ოქტომბრის განმავლობაში საინფორმაციო პორტალზე www.ekalata.gov.ge წარმოდგენილი 13 საბაზისო სასურსათო პროდუქტისგან შემდგარი ყველაზე იაფი კალათის ღირებულება იცვლებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ავრცელებს.
პორტალი მომხმარებლებს სხვადასხვა სავაჭრო ქსელში არსებული ფასების ერთ სივრცეში შედარების, ინდივიდუალური კალათის შექმნისა და პოტენციური დანაზოგის გამოთვლის შესაძლებლობას აძლევს. პორტალზე შესაძლებელია 13 საბაზისო სასურსათო და 10 პირველადი მოხმარების არასასურსათო პროდუქტის ფასების შედარება.
უწყების ცნობით, სასურსათო პროდუქტებისგან შემდგარი კალათის ყველაზე დაბალი ღირებულება 1-ელ ოქტომბერს დაფიქსირდა და 35,82 ლარი შეადგინა, ხოლო საანგარიშო პერიოდის ბოლოს, 31 ოქტომბერს ყველაზე იაფი კალათის ღირებულება 36.46 ლარი იყო.
ოქტომბრის განმავლობაში, კალათის ყველაზე მაღალი ღირებულება 36.51 ლარი დაფიქსირდა, მათ შორის, 15-20 ოქტომბრისა და 23-27 ოქტომბრის პერიოდში.
საანგარიშო პერიოდის ბოლოს თვის საწყის მაჩვენებელთან შედარებით 13 საბაზისო სასურსათო პროდუქტისგან შემდგარი ყველაზე იაფი კალათის ღირებულება დაახლოებით 1.8%-ით გაიზარდა.
რაც შეეხება eKalata-ს პორტალზე წარმოდგენილი 10 საბაზისო პირველადი მოხმარების არასასურსათო პროდუქტისგან შემდგარ ყველაზე იაფ კალათას, ოქტომბრის განმავლობაში მისი ღირებულება დინამიკურად იცვლებოდა.
არასასურსათო პროდუქტებისგან შემდგარი კალათის ყველაზე მაღალი ღირებულება 14 ოქტომბერს დაფიქსირდა და 30,69 ლარი შეადგინა, ხოლო ყველაზე დაბალი ღირებულება 29-31 ოქტომბრის პერიოდში დაფიქსირდა და 26,31 ლარი იყო. საანგარიშო პერიოდის ბოლოს, 10 საბაზისო პირველადი მოხმარების არასასურსათო პროდუქტისგან შემდგარი ყველაზე იაფი კალათის ღირებულება დაახლოებით 7%-ით შემცირდა.
ამასთან, eKalata-ს პორტალზე წარმოდგენილი 13 საბაზისო სასურსათო პროდუქტისგან შემდგარი ყველაზე იაფი კალათის ღირებულება პორტალის ამოქმედებიდან - ივლისიდან ოქტომბრის ბოლომდე დაახლოებით 15%-ით შემცირდა. კერძოდ, ივლისის დასაწყისში კალათის ღირებულება 42,96 ლარს შეადგენდა, ხოლო 31 ოქტომბერს - 36,46 ლარს.
არასასურსათო კალათის შემთხვევაში, რომლის ფასების აღრიცხვაც 3 აგვისტოდან დაიწყო, საწყის მაჩვენებელთან (38,16 ლარი) შედარებით, 31 ოქტომბრისთვის (26,31 ლარი) ღირებულება დაახლოებით 31%-ით შემცირდა.
პორტალი www.ekalata.gov.ge
საქართველოს მთავრობის ინიციატივით შექმნილი საინფორმაციო პორტალი ekalata.gov.ge მიმდინარე წლის ივნისის ბოლოს ამოქმედდა - პორტალზე მომხმარებელს შეუძლია სხვადასხვა ქსელში საბაზისო პროდუქტებზე არსებულ საუკეთესო შეთავაზებებსა და ფასებს გაეცნოს. საინფორმაციო პორტალი www.ekalata.gov.ge მომხმარებელს ყოველდღიურად აძლევს შესაძლებლობას, შეადაროს ფასები წამყვან სავაჭრო ქსელებში, შექმნას ინდივიდუალური კალათა და გააკეთოს გაცნობიერებული არჩევანი.
პორტალზე განთავსებული ინფორმაცია, სავაჭრო ქსელების მიერ მოწოდებული მონაცემების საფუძველზე, ოპერატიულად ახლდება, რაც მომხმარებლებს ფასების მიმდინარე მდგომარეობის შედარების შესაძლებლობას აძლევს. აგრეთვე, პორტალზე მაღაზიების გეოლოკაციაც არის მითითებული.
საქართველოში ფასწარმოქმნის საკითხი აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც 2025 წლის დეკემბერში მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ სურსათზე, მედიკამენტებსა და საწვავზე შესაძლო ხელოვნურად გაბერილ ფასებთან დაკავშირებით განაცხადა - მიმდინარე წლის იანვარში საკვების, მედიკამენტებისა და საწვავის ფასების სამთავრობო კომისია, ხოლო თებერვალში - საპარლამენტო კომისია შეიქმნა.
მას შემდეგ, რაც საპარლამენტო კომისიამ საქართველოში ფასებზე მოქმედი მხოლოდ სისტემური პრობლემების გამოვლენა შეძლო და კარტელური გარიგებები გამორიცხა, ფასების შემცირების საკითხი კვლავ აქტუალური გახდა.
როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, საქართველოში სურსათზე ფასები, ზოგადად, უფრო დაბალია, ვიდრე საფრანგეთსა და დასავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებში, თუმცა დაბალი ხელფასების გამო ფასწარმოქმნის საკითხი მოსახლეობისთვის უკიდურესად მტკივნეული რჩება, რის გამოც მთავრობა დაინტერესებულია საქონლის ღირებულების შემცირებით.