https://sputnik-georgia.com/20261103/saqartveloshi-batkanzeri-mokles-301522388.html
საქართველოში მკურნალობის შემდეგ ბუნებაში დაბრუნებული ბატკანძერი მოკლეს
საქართველოში მკურნალობის შემდეგ ბუნებაში დაბრუნებული ბატკანძერი მოკლეს
Sputnik საქართველო
ფრინველი, რომლის გადარჩენისთვისაც დაახლოებით 15 ადამიანი იბრძოდა, ახმეტაში თოფით მიყენებული ჭრილობებით იპოვეს. მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა. 03.11.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-11-03T18:29+0400
2026-11-03T18:29+0400
2026-11-03T18:29+0400
საქართველო
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
ცხოველთა დაცვა
ახალი ამბები
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/i/logo/logo-social.png
თბილისი, 3 ნოემბერი — Sputnik. ოთხთვიანი მკურნალობისა და რეაბილიტაციის შემდეგ ბუნებაში დაბრუნებული, საქართველოს წითელ ნუსხაში შეტანილი ბატკანძერი პანკისის ხეობაში მოკლეს. ბატკანძერი (Gypaetus barbatus) შავარდნისნაირთა რიგის დიდი ზომის მტაცებელი ფრინველია, რომელიც მკვდარი ცხოველების ნარჩენებით, ძირითადად ძვლებით, იკვებება. გაშლილი ფრთების სიგანე 2,3–2,9 მეტრია. კლდოვან ხეობებში ცხოვრობს, საქართველოში მთელი წელი რჩება და აქვე ბუდობს.ეს სახეობა აღრიცხულია მცხეთა-მთიანეთში, კახეთში, სამცხე-ჯავახეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთსა და ქვემო ქართლში, იმერეთსა და შიდა ქართლში.ფრინველი, რომლის გადარჩენისთვისაც დაახლოებით 15 ადამიანი იბრძოდა, ახმეტაში თოფით მიყენებული ჭრილობებით იპოვეს. მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.აგრარული უნივერსიტეტის კლინიკა Veterinarium-ის ცნობით, ბატკანძერის ისტორია ივნისის ბოლოს დაიწყო, როცა პანკისის ხეობაში დაუძლურებული ბარტყი იპოვეს, რომელიც ფრენას ვეღარ ახერხებდა და თბილისში ჩამოიყვანეს. მპოვნელებმა მას ლუხუმა დაარქვეს. ხანგრძლივი რეაბილიტაციის შემდეგ გამოჯანმრთელებული ლუხუმა ოქტომბერში დააბრუნეს პანკისის ხეობაში, ტბათანაში, თავის ბუნებრივ გარემოში. კლინიკის ცნობით, გათავისუფლებამდე მას GPS გადამცემი დაუმაგრეს, რომ მისი გადაადგილებისთვის თვალყური ედევნებინათ. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ის თბილისის ზოოპარკში გადაიყვანა, თუმცა გადარჩენა ვეღარ მოხერხდა: თოფით მიყენებულმა ღრმა ჭრილობებმა სისხლდენა გამოიწვია და ფრინველი მიყვანიდან მალევე დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოში, სავარაუდოდ, 20-25 წყვილი ბატკანძერი ბინადრობს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, ცხოველთა დაცვა, ახალი ამბები, საზოგადოება
საქართველო, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, ცხოველთა დაცვა, ახალი ამბები, საზოგადოება
საქართველოში მკურნალობის შემდეგ ბუნებაში დაბრუნებული ბატკანძერი მოკლეს
ფრინველი, რომლის გადარჩენისთვისაც დაახლოებით 15 ადამიანი იბრძოდა, ახმეტაში თოფით მიყენებული ჭრილობებით იპოვეს. მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.
თბილისი, 3 ნოემბერი — Sputnik. ოთხთვიანი მკურნალობისა და რეაბილიტაციის შემდეგ ბუნებაში დაბრუნებული, საქართველოს წითელ ნუსხაში შეტანილი ბატკანძერი პანკისის ხეობაში მოკლეს.
ბატკანძერი (Gypaetus barbatus) შავარდნისნაირთა რიგის დიდი ზომის მტაცებელი ფრინველია, რომელიც მკვდარი ცხოველების ნარჩენებით, ძირითადად ძვლებით, იკვებება. გაშლილი ფრთების სიგანე 2,3–2,9 მეტრია. კლდოვან ხეობებში ცხოვრობს, საქართველოში მთელი წელი რჩება და აქვე ბუდობს.ეს სახეობა აღრიცხულია მცხეთა-მთიანეთში, კახეთში, სამცხე-ჯავახეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთსა და ქვემო ქართლში, იმერეთსა და შიდა ქართლში.
ფრინველი, რომლის გადარჩენისთვისაც დაახლოებით 15 ადამიანი იბრძოდა, ახმეტაში თოფით მიყენებული ჭრილობებით იპოვეს. მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.
აგრარული უნივერსიტეტის კლინიკა Veterinarium-ის ცნობით, ბატკანძერის ისტორია ივნისის ბოლოს დაიწყო, როცა პანკისის ხეობაში დაუძლურებული ბარტყი იპოვეს, რომელიც ფრენას ვეღარ ახერხებდა და თბილისში ჩამოიყვანეს. მპოვნელებმა მას ლუხუმა დაარქვეს.
ხანგრძლივი რეაბილიტაციის შემდეგ გამოჯანმრთელებული ლუხუმა ოქტომბერში დააბრუნეს პანკისის ხეობაში, ტბათანაში, თავის ბუნებრივ გარემოში. კლინიკის ცნობით, გათავისუფლებამდე მას GPS გადამცემი დაუმაგრეს, რომ მისი გადაადგილებისთვის თვალყური ედევნებინათ.
„3 დღის წინ მისგან მიღებულმა პირველმა სიგნალმა ყველა გაგვახარა, გუშინ კი ლუხუმა ახმეტაში დაჭრილი და დაუძლურებული იპოვეს“, -აღნიშნულია ინფორმაციაში.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ის თბილისის ზოოპარკში გადაიყვანა, თუმცა გადარჩენა ვეღარ მოხერხდა: თოფით მიყენებულმა ღრმა ჭრილობებმა სისხლდენა გამოიწვია და ფრინველი მიყვანიდან მალევე დაიღუპა.
გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოში, სავარაუდოდ, 20-25 წყვილი ბატკანძერი ბინადრობს.