https://sputnik-georgia.com/20261103/saproceso-shetanxmeba-2-pirs-gaupormda-301521991.html
4 ოქტომბრის საქმეზე საპროცესო შეთანხმება კიდევ ორ პირს გაუფორმდა
4 ოქტომბრის საქმეზე საპროცესო შეთანხმება კიდევ ორ პირს გაუფორმდა
Sputnik საქართველო
საქართველოს პროკურატურა დათანხმდა საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ბრალის აღიარების სანაცვლოდ. 03.11.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-11-03T17:38+0400
2026-11-03T17:38+0400
2026-11-03T17:38+0400
საქართველო
თბილისის საქალაქო სასამართლო
საპროტესტო აქციები თბილისში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23425/66/234256691_0:312:3000:2000_1920x0_80_0_0_1570dab6557689a61eb5c3b401c0f653.jpg
თბილისი, 3 ნოემბერი — Sputnik. 2025 წლის 4 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაზე შტურმის საქმეზე მსჯავრდებულ კიდევ 2 პირს - ზურაბ ჭავჭანიძესა და ანტონ ვარდანიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმება თბილისის სააპელაციო სასამართლომ დღეს დაამტკიცა. ზურაბ ჭავჭანიძემ და ანტონ ვარდანიძემ ბრალი აღიარეს და საპროცესო შეთანხმების გაფორმების მოთხოვნით პროკურატურას მიმართეს. შეთანხმების პირობების თანახმად, ორივე მათგანს თავისუფლების აღკვეთა ერთი წლითა და ერთი თვით განესაზღვრა. მსჯავრდებულები პენიტენციურ დაწესებულებას რამდენიმე დღეში დატოვებენ. რაც შეეხება სხვა პირებს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ მათ მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა. ალექსანდრე ჩილაჩავას, გენადი კუპრეიშვილის, სულხან ტუღუშის, ვლადიმერ გველესიანის, რამაზ მამულაძისა და ამირან დოლიშვილის მიმართ გამოტანილი ხუთწლიანი პატიმრობის განაჩენი ძალაში დარჩა. 2026 წლის თებერვალში საქართველოს პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, ბრალდების მხარე საპროცესო შეთანხმებაზე ისაუბრებდა მხოლოდ იმ ბრალდებულებთან, „რომლებიც თავად მომართავენ ასეთი თხოვნით პროკურატურას და რომლებიც ამავდროულად, აღიარებენ და გულწრფელად მოინანიებენ ჩადენილ ქმედებას”. ბოლო ინფორმაციით, 4 ოქტომბრის საქმეზე საპროცესო შეთანხმებით 40-ზე მეტი პირი გათავისუფლდა. თბილისში პრეზიდენტის რეზიდენციის ხელში ჩაგდების მცდელობა 2025 წლის 4 ოქტომბერს თბილისში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საპროტესტო აქციების ფონზე ჩატარდა. შაბათს, საღამოს, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ათონელის ქუჩაზე პრეზიდენტის სასახლის შენობის შტურმით აღება სცადეს და ამ ფორმით "ხელისუფლების ხალხისთვის გადაცემა" დაიწყეს. სამართალდამცავებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ სპეციალური საშუალებები და წყლის ჭავლი გამოიყენეს. დაპირისპირების შედეგად 25 პოლიციელი დაშავდა, მათგან 15-ს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა. 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საერთო ჯამში სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიეცა 64 პირი, მათ შორის ხუთი ორგანიზატორი - პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე და ლაშა ბერიძე. გამოძიება სსკ-ის 317-ე, 222-ე, 225-ე და 187-ე მუხლებით - სატრანსპორტო კომუნიკაციების ბლოკირების, მასობრივი არეულობის ორგანიზების, სხვისი საკუთრების დაზიანებისა და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობრივი გზით შეცვლისკენ მოწოდების მუხლებით მიმდინარეობს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23425/66/234256691_344:267:2655:2000_1920x0_80_0_0_afb291dd6ee20306d568b837049f9986.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისის საქალაქო სასამართლო, საპროტესტო აქციები თბილისში , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, თბილისის საქალაქო სასამართლო, საპროტესტო აქციები თბილისში , საზოგადოება, ახალი ამბები
4 ოქტომბრის საქმეზე საპროცესო შეთანხმება კიდევ ორ პირს გაუფორმდა
საქართველოს პროკურატურა დათანხმდა საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ბრალის აღიარების სანაცვლოდ.
თბილისი, 3 ნოემბერი — Sputnik. 2025 წლის 4 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაზე შტურმის საქმეზე მსჯავრდებულ კიდევ 2 პირს - ზურაბ ჭავჭანიძესა და ანტონ ვარდანიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა.
მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმება თბილისის სააპელაციო სასამართლომ დღეს დაამტკიცა.
ზურაბ ჭავჭანიძემ და ანტონ ვარდანიძემ ბრალი აღიარეს და საპროცესო შეთანხმების გაფორმების მოთხოვნით პროკურატურას მიმართეს. შეთანხმების პირობების თანახმად, ორივე მათგანს თავისუფლების აღკვეთა ერთი წლითა და ერთი თვით განესაზღვრა.
მსჯავრდებულები პენიტენციურ დაწესებულებას რამდენიმე დღეში დატოვებენ.
რაც შეეხება სხვა პირებს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ მათ მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა. ალექსანდრე ჩილაჩავას, გენადი კუპრეიშვილის, სულხან ტუღუშის, ვლადიმერ გველესიანის, რამაზ მამულაძისა და ამირან დოლიშვილის მიმართ გამოტანილი ხუთწლიანი პატიმრობის განაჩენი ძალაში დარჩა.
2026 წლის თებერვალში საქართველოს პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, ბრალდების მხარე საპროცესო შეთანხმებაზე ისაუბრებდა მხოლოდ იმ ბრალდებულებთან, „რომლებიც თავად მომართავენ ასეთი თხოვნით პროკურატურას და რომლებიც ამავდროულად, აღიარებენ და გულწრფელად მოინანიებენ ჩადენილ ქმედებას”.
ბოლო ინფორმაციით, 4 ოქტომბრის საქმეზე საპროცესო შეთანხმებით 40-ზე მეტი პირი გათავისუფლდა.
თბილისში პრეზიდენტის რეზიდენციის ხელში ჩაგდების მცდელობა
2025 წლის 4 ოქტომბერს თბილისში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საპროტესტო აქციების ფონზე ჩატარდა. შაბათს, საღამოს, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ათონელის ქუჩაზე პრეზიდენტის სასახლის შენობის შტურმით აღება სცადეს და ამ ფორმით "ხელისუფლების ხალხისთვის გადაცემა" დაიწყეს.
სამართალდამცავებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ სპეციალური საშუალებები და წყლის ჭავლი გამოიყენეს. დაპირისპირების შედეგად 25 პოლიციელი დაშავდა, მათგან 15-ს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა.
4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საერთო ჯამში სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიეცა 64 პირი, მათ შორის ხუთი ორგანიზატორი - პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე და ლაშა ბერიძე.
გამოძიება სსკ-ის 317-ე, 222-ე, 225-ე და 187-ე მუხლებით - სატრანსპორტო კომუნიკაციების ბლოკირების, მასობრივი არეულობის ორგანიზების, სხვისი საკუთრების დაზიანებისა და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობრივი გზით შეცვლისკენ მოწოდების მუხლებით მიმდინარეობს.