რაზე ხარჯავენ ფულს უცხოელები საქართველოში - ახალი სტატისტიკა

© photo: Sputnik / Stringerტურისტები კაფეში
ტურისტები კაფეში - Sputnik საქართველო, 1920, 03.11.2026
გამოწერა
თანხის დიდი ნაწილი საკვებზე, სასმელსზე, საყიდლებსა და განთავსებაზე დაიხარჯა.
თბილისი, 3 ნოემბერი — Sputnik. საქართველოში 2026 წლის მესამე კვარტალში უცხოელებმა მთლიანობაში 5,7 მლრდ ლარი დახარჯეს, რაც 8,2%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.
უწყების ცნობით, თანხის დიდი ნაწილი საკვებზე, სასმელსზე, საყიდლებსა და განთავსებაზე დაიხარჯა.
უცხოელი ვიზიტორების ხარჯები: 2026 წლის ივლისი-სექტემბერი

ხარჯის სახეობა

ხარჯი, მლნ დოლარი

წილი, %

განთავსება

2 094,3

36,7

საკვები და სასმელი

1 716,7

30,1

საყიდლები

869,3

15,2

ადგილობრივი ტრანსპორტი

541,3

9,5

გართობა

388,2

6,8

სხვაДругие

91,8

1,6

საანგარიშო პერიოდში უცხოელებმა საქართველოში ერთ მოგზაურობაში საშუალოდ 2.194,4 ლარი დახარჯეს, რაც 2025 წლის მესამე კვარტალთან შედარებით 11,1%-ით ნაკლებია.
„საქსტატის" ცნობით, 2026 წლის ივლის-სექტემბერში საქართველოს 3,1 მლნ საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 3,6%-ით მეტია.
ტურისტების უმეტესობა თბილისსა და აჭარას ეწვია. საქართველოში უცხოელებმა საშუალოდ 6,4 ღამე გაათენეს.
ყველაზე მეტი ვიზიტორი რუსეთიდან შემოვიდა – 596,8 ათასი, რაც მთლიანი ვიზიტორების 26,7%-ია. შემდეგ მოდის თურქეთი (წილი 14,5% ) და სომხეთი (11,0%).
რუსეთიდან უცხოელებმა 695,8 ათასი ვიზიტი განახორციელეს, თურქეთიდან – 398,1 ათასი, სომხეთიდან – 316,2 ათასი ვიზიტი.
ყველა ახალი ამბავი
0