სავაჭრო ობიექტიდან 28 ათასი ლარი უაქციზო სიგარეტი ამოიღეს: დაკავებულია 1 პირი

© Investigation Service of the Ministry of Financeსიგარეტის კონტრაბანდა
სიგარეტის კონტრაბანდა - Sputnik საქართველო, 1920, 03.11.2026
გამოწერა
გამოძიების მიხედვით, ბრალდებული სავაჭრო ობიექტში სხვადასხვა დასახელების უაქციზო სიგარეტს ინახავდა.
თბილისი, 3 ნოემბერი — Sputnik. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვის ფაქტზე ერთი პირი დააკავა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული სავაჭრო ობიექტში სხვადასხვა დასახელების უაქციზო სიგარეტს ინახავდა, რომლის რეალიზაციასაც ახორციელებდა.
ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სავაჭრო ობიექტიდან ამოღებულია 4 ათასზე მეტი კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის საერთო ღირებულება 28 ათას ლარს შეადგენს, ასევე ამოღებულია სიგარეტის რეალიზაციის შედეგად მიღებული 100 ათას ლარზე მეტი ფულადი თანხა.
გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის მე-200 მუხლით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე ვადით.
ყველა ახალი ამბავი
0