https://sputnik-georgia.com/20261103/papuashvili-kirgizetshi-vizitit-imkopeba-301516250.html
შალვა პაპუაშვილი ყირგიზელ კოლეგას შეხვდა: რა საკითხები განიხილეს მხარეებმა
შალვა პაპუაშვილი ყირგიზელ კოლეგას შეხვდა: რა საკითხები განიხილეს მხარეებმა
Sputnik საქართველო
შეხვედრაზე ხაზი გაესვა საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფებს შორის კავშირების გაძლიერების მნიშვნელობას. 03.11.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-11-03T17:00+0400
2026-11-03T17:00+0400
2026-11-03T17:00+0400
საქართველო
ყირგიზეთი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/1d/291589768_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_f3372be452aa65e8abafd446433285f4.jpg
თბილისი, 3 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ყირგიზეთის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარე მარლენ მამატალიევს შეხვდა, ნათქვამია პარლამენტის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. შალვა პაპუაშვილი ყირგიზეთის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარის მიწვევით, პირველი ოფიციალური ვიზიტით ყირგიზეთში გუშინ გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში ქალაქ ბიშკეკში დაგეგმილია მაღალი დონის შეხვედრები ყირგიზეთის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. უწყების ცნობით, კოლეგასთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და ყირგიზეთს შორის მზარდ თანამშრომლობას. აღინიშნა უკანასკნელ წლებში განხორციელებული მაღალი დონის შეხვედრები და ვიზიტები. გარდა ამისა, ყურადღება გამახვილდა „შუა დერეფნის" სტრატეგიულ მნიშვნელობაზე. მხარეებმა გამოხატეს ამ დერეფნის შემდგომ განვითარებაზე მუშაობის მზაობა. შალვა პაპუაშვილმა ყირგიზეთის მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. ვიზიტის ფარგლებში, პარლამენტის თავმჯდომარემ საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად ყირგიზეთის რესპუბლიკის ურქუნის მემორიალი გვირგვინით შეამკო, რომელიც 1916 წელს რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ ყირგიზი ხალხის მასობრივ ეროვნულ-განმათავისუფლებელ აჯანყებას ეძღვნება. საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობს, შედიან: ილია ინჯია — საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე; დავით მათიკაშვილი — საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე და საქართველო-ყირგიზეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი; დავით შერაზადიშვილი — საქართველოს პარლამენტის სოფლის მეურნეობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე; გიორგი ჭყონია — საქართველოს პარლამენტის წევრი და საქართველო-ყირგიზეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრი. საქართველო და ყირგიზეთი საქართველომ და ყირგიზეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 10 ივლისს დაამყარეს. საქართველოში ყირგიზეთის საელჩო არ არის, მაგრამ 2023 წელს ფოთში ყირგიზეთის რესპუბლიკის საპატიო საკონსულო გაიხსნა. ორმხრივი საკითების კურირებას ყაზახეთში საქართველოს საელჩო ახორციელებს. ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა ახალ დონეზე გადავიდა 2025 წელს, როდესაც საქართველოს მთავრობამ გააქტიურა თანამშრომლობა ცენტრალური აზიის ქვეყნებთან სატრანზიტო მარშრუტების გაძლიერების კუთხით. 2026 წლის პირველ კვარტალში ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვამ 191,8 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ამ ვაჭრობის ძირითად ნაწილს ექსპორტი შეადგენს. მთავარი საქონელი, რომელსაც ყირგიზეთი საქართველოში ყიდულობს, ავტომობილებია.
საქართველო
ყირგიზეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/1d/291589768_0:0:1140:854_1920x0_80_0_0_01a0641aa79878a92bcf19a3a0c4a294.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ყირგიზეთი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , საქართველოს საგარეო პოლიტიკა, ახალი ამბები
საქართველო, ყირგიზეთი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , საქართველოს საგარეო პოლიტიკა, ახალი ამბები
შალვა პაპუაშვილი ყირგიზელ კოლეგას შეხვდა: რა საკითხები განიხილეს მხარეებმა
შეხვედრაზე ხაზი გაესვა საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფებს შორის კავშირების გაძლიერების მნიშვნელობას.
თბილისი, 3 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ყირგიზეთის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარე მარლენ მამატალიევს შეხვდა, ნათქვამია პარლამენტის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შალვა პაპუაშვილი ყირგიზეთის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარის მიწვევით, პირველი ოფიციალური ვიზიტით ყირგიზეთში გუშინ გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში ქალაქ ბიშკეკში დაგეგმილია მაღალი დონის შეხვედრები ყირგიზეთის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.
უწყების ცნობით, კოლეგასთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და ყირგიზეთს შორის მზარდ თანამშრომლობას. აღინიშნა უკანასკნელ წლებში განხორციელებული მაღალი დონის შეხვედრები და ვიზიტები.
„მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები. აღინიშნა საპარლამენტო თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მზაობა. ხაზი გაესვა საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფებს შორის კავშირების გაძლიერების მნიშვნელობას. ასევე, საუბარი შეეხო თანამშრომლობას ვაჭრობის, ტურიზმის, ტრანსპორტის მიმართულებებით“, - ნათქვამია განცხადებაში.
გარდა ამისა, ყურადღება გამახვილდა „შუა დერეფნის" სტრატეგიულ მნიშვნელობაზე. მხარეებმა გამოხატეს ამ დერეფნის შემდგომ განვითარებაზე მუშაობის მზაობა.
შალვა პაპუაშვილმა ყირგიზეთის მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.
ვიზიტის ფარგლებში, პარლამენტის თავმჯდომარემ საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად ყირგიზეთის რესპუბლიკის ურქუნის მემორიალი გვირგვინით შეამკო, რომელიც 1916 წელს რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ ყირგიზი ხალხის მასობრივ ეროვნულ-განმათავისუფლებელ აჯანყებას ეძღვნება.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობს, შედიან: ილია ინჯია — საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე; დავით მათიკაშვილი — საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე და საქართველო-ყირგიზეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი; დავით შერაზადიშვილი — საქართველოს პარლამენტის სოფლის მეურნეობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე; გიორგი ჭყონია — საქართველოს პარლამენტის წევრი და საქართველო-ყირგიზეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრი.
საქართველომ და ყირგიზეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 10 ივლისს დაამყარეს. საქართველოში ყირგიზეთის საელჩო არ არის, მაგრამ 2023 წელს ფოთში ყირგიზეთის რესპუბლიკის საპატიო საკონსულო გაიხსნა. ორმხრივი საკითების კურირებას ყაზახეთში საქართველოს საელჩო ახორციელებს.
ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა ახალ დონეზე გადავიდა 2025 წელს, როდესაც საქართველოს მთავრობამ გააქტიურა თანამშრომლობა ცენტრალური აზიის ქვეყნებთან სატრანზიტო მარშრუტების გაძლიერების კუთხით.
2026 წლის პირველ კვარტალში ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვამ 191,8 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ამ ვაჭრობის ძირითად ნაწილს ექსპორტი შეადგენს. მთავარი საქონელი, რომელსაც ყირგიზეთი საქართველოში ყიდულობს, ავტომობილებია.