https://sputnik-georgia.com/20261103/meria-es-iko-ertdgiani-satesto-rejimi-301522851.html
„ეს იყო ერთდღიანი სატესტო რეჟიმი“: მერია ნაგვის გადავსებულ ურნებზე განმარტებას აკეთებს
„ეს იყო ერთდღიანი სატესტო რეჟიმი“: მერია ნაგვის გადავსებულ ურნებზე განმარტებას აკეთებს
Sputnik საქართველო
მერია მოსახლეობას მოუწოდებს, საყოფაცხოვრებო ნარჩენები საღამოს საათებში გაიტანონ. 03.11.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-11-03T20:00+0400
2026-11-03T20:00+0400
2026-11-03T20:00+0400
საქართველო
თბილისი დღეს
თბილისის მერია
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/01/14/285779871_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_733900f56cc8fbdede10c5dc792f7d5a.jpg
თბილისი, 3 ნოემბერი — Sputnik. დედაქალაქში ურნების გადავსება ნარჩენმზიდი მანქანების გადაადგილების გრაფიკის ერთდღიანმა სატესტო რეჟიმმა გამოიწვია, რის გამოც „თბილსერვის ჯგუფი“ ისევ ძველ განრიგს უბრუნდება, ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. უწყების ცნობით, სოციალურ ქსელებსა და მედიაში საყოფაცხოვრებო ნარჩენებით გადავსებული ურნების ფოტომასალა გავრცელდა, რაც გამოწვეული იყო „თბილსერვის ჯგუფის“ ნარჩენმზიდი ავტომანქანების გადაადგილების გრაფიკის შეცვლით. მერიის განცხადებით, სწორედ მოსახლეობის მოთხოვნის გათვალისწინებით, საცობების თავიდან აცილების მიზნით, 2 ნოემბრის განმავლობაში ნარჩენების დაცლა ხდებოდა საცდელი განრიგით. აღნიშნული ცვლილების შედეგად შეფასდა გრაფიკის გადანაცვლების რეალური ეფექტიანობა და „თბილსერვის ჯგუფი“ ისევ ძველი გრაფიკით გააგრძელებს ნარჩენების დაცლის პროცესს. „ტესტირებამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ სამწუხაროდ, თბილისის მოსახლეობა ნარჩენებს ყრის არა საღამოს საათებში, არამედ დილით, რაც იწვევს ურნების გადავსებას დღის პირველ ნახევარში“, - ნათქვამია განცხადებაში. მერია მოუწოდებს მოსახლეობას, საყოფაცხოვრებო ნარჩენები გაიტანონ საღამოს საათებში, რათა თავიდან იქნას აცილებული ურნების გადავსება დღის პირველ ნახევარში და ნარჩენმზიდი ავტომანქანების გადაადგილება პიკის საათებში. მერიის ინფორმაციით, დედაქალაქის მასშტაბით ნარჩენების ურნების დაცლა ხორციელდება ყოველდღიურ რეჟიმში, დღეში სამჯერ, შესაბამისი რაიონებისა და უბნების მიხედვით. გარდა ამისა, პროცესი მუდმივად კონტროლდება სპეციალური შემოვლითი მარშრუტებით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/01/14/285779871_0:0:2732:2048_1920x0_80_0_0_e4ade98a68c80d070db0829fd3f19463.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისი დღეს, თბილისის მერია, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, თბილისი დღეს, თბილისის მერია, საზოგადოება, ახალი ამბები
„ეს იყო ერთდღიანი სატესტო რეჟიმი“: მერია ნაგვის გადავსებულ ურნებზე განმარტებას აკეთებს
მერია მოსახლეობას მოუწოდებს, საყოფაცხოვრებო ნარჩენები საღამოს საათებში გაიტანონ.
თბილისი, 3 ნოემბერი — Sputnik. დედაქალაქში ურნების გადავსება ნარჩენმზიდი მანქანების გადაადგილების გრაფიკის ერთდღიანმა სატესტო რეჟიმმა გამოიწვია, რის გამოც „თბილსერვის ჯგუფი“ ისევ ძველ განრიგს უბრუნდება, ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, სოციალურ ქსელებსა და მედიაში საყოფაცხოვრებო ნარჩენებით გადავსებული ურნების ფოტომასალა გავრცელდა, რაც გამოწვეული იყო „თბილსერვის ჯგუფის“ ნარჩენმზიდი ავტომანქანების გადაადგილების გრაფიკის შეცვლით.
„ეს იყო ერთდღიანი სატესტო რეჟიმი, რაც უკავშირდებოდა დედაქალაქის მერიის ცხელი ხაზის საშუალებით შემოსულ უამრავ ზარს, სადაც მოქალაქეები გამოხატავდნენ წუხილს, პიკის საათებში ნარჩენმზიდი ავტომანქანების გადაადგილების გამო“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
მერიის განცხადებით, სწორედ მოსახლეობის მოთხოვნის გათვალისწინებით, საცობების თავიდან აცილების მიზნით, 2 ნოემბრის განმავლობაში ნარჩენების დაცლა ხდებოდა საცდელი განრიგით. აღნიშნული ცვლილების შედეგად შეფასდა გრაფიკის გადანაცვლების რეალური ეფექტიანობა და „თბილსერვის ჯგუფი“ ისევ ძველი გრაფიკით გააგრძელებს ნარჩენების დაცლის პროცესს.
„ტესტირებამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ სამწუხაროდ, თბილისის მოსახლეობა ნარჩენებს ყრის არა საღამოს საათებში, არამედ დილით, რაც იწვევს ურნების გადავსებას დღის პირველ ნახევარში“, - ნათქვამია განცხადებაში.
მერია მოუწოდებს მოსახლეობას, საყოფაცხოვრებო ნარჩენები გაიტანონ საღამოს საათებში, რათა თავიდან იქნას აცილებული ურნების გადავსება დღის პირველ ნახევარში და ნარჩენმზიდი ავტომანქანების გადაადგილება პიკის საათებში.
მერიის ინფორმაციით, დედაქალაქის მასშტაბით ნარჩენების ურნების დაცლა ხორციელდება ყოველდღიურ რეჟიმში, დღეში სამჯერ, შესაბამისი რაიონებისა და უბნების მიხედვით. გარდა ამისა, პროცესი მუდმივად კონტროლდება სპეციალური შემოვლითი მარშრუტებით.