მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

სვეტლანა ჟუროვა: რუსეთი არავის მისცემს თავისი დანაწილების უფლებას

© photo: Sputnik / Александр Натрускин / გადასვლა მედიაბანკშისვეტლანა ჟუროვა
სვეტლანა ჟუროვა - Sputnik საქართველო, 1920, 03.11.2026
გამოწერა
სახელმწიფო დუმის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ყველას მოუწოდა, თავი შეიკავონ რუსეთის შიგნით შუღლის გაღვივების მცდელობებისგან.
თბილისი, 3 ნოემბერი — Sputnik. რუსეთი აღკვეთს მისი დანაწევრების ნებისმიერ მცდელობას, ქვეყანა ერთიანდება სწორედ თავისი მრავალეროვნების საფუძველზე, განაცხადა სახელმწიფო დუმის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე სვეტლანა ჟუროვამ, იუწყება РИА Новости.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სამშაბათს, ეროვნებათაშორისი ურთიერთობების საბჭოს სხდომაზე აღნიშნა, რომ გარე ძალები მთელი ისტორიის მანძილზე ცდილობდნენ რუსული საზოგადოების გახლეჩას, რუსეთის დანაწევრებას, რათა თავიდან აეცილებინათ კონკურენცია საერთაშორისო არენაზე. თუმცა, როგორც პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, ხალხთა ერთიანობა გახდა ეროვნული სუვერენიტეტის განმტკიცებისა და თავად რუსეთის შენარჩუნების უმნიშვნელოვანესი ფაქტორი.

„ჩვენ ამ მცდელობებს აღვკვეთთ. ხვალ ხომ სახალხო ერთიანობის დღეა. დასავლეთი კიდევ ერთხელ ცდილობს ჩვენს დაცალკევებას, ჩვენ კი სწორედ ჩვენი მრავალეროვნებით ვერთიანდებით. იცით ეს ვერცხლისწყალივითაა. ჯერ ის იფანტება, შემდეგ კი ისევ ერთად იკრიბება. აი, ეს ჩვენზეა“, — განაცხადა ჟუროვამ.

მან დასძინა, რომ დასავლეთისთვის ამ თემით მანიპულირება უსარგებლოა, ვინაიდან მათ არ ესმით მისი სიღრმე. რუსეთში არასოდეს შეიქმნება უკრაინის მსგავსი სიტუაცია, სადაც რუსულ ენას კრძალავენ და პირველად დახმარებას არ უწევენ მათ, ვინც რუსულად საუბრობს, აღნიშნა დეპუტატმა.
„ჩვენ იქ საგულდაგულოდ ვიცავთ ჩვენს ტრადიციებს და ვზრუნავთ ეთნიკური უმცირესობების ტრადიციებისა და ენების შენარჩუნებაზე... გვესმის, რომ ეს მნიშვნელოვანია. აღსანიშნავია, რომ უკრაინა ყველაფერს აკეთებს ამის აღმოსაფხვრელად, მაშინ როცა ცხადია, რომ პრაქტიკაში იქ ყველა რუსულად საუბრობდა“, — განაცხადა ჟუროვამ.
გარდა ამისა, ჟუროვამ დასძინა, რომ დონბასის მცხოვრებლებმა უკრაინის შემადგენლობაში ყოფნისას შეინარჩუნეს რუსული კულტურა, მეხსიერება და ტრადიციები; ისინი დღესაც სუფთა რუსულ ენაზე საუბრობენ. უკრაინის ხელისუფლებას კი მომავალში მაინც მოუწევს რუსული ენის დაბრუნება, დასძინა მან.
„სულ ერთია მათ ასე თუ ისე მაინც მოუწევთ რაღაცნაირად რუსული ენის ყოველდღიურობაში დაბრუნება“, — ხაზგასმით აღნიშნა ჟუროვამ.
ყველა ახალი ამბავი
0