ინტერნეტი საქართველოს სკოლებში: ჩართულია ყველა, თუმცა სიჩქარე განსხვავებულია

გამოწერა
საქართველოს ყველა საჯარო სკოლაში ინტერნეტი არის, თუმცა, რამდენად სწრაფი და ხელმისაწვდომია იგი მოსწავლეებისთვის?
სკოლების თითქმის ორ მესამედს ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელი ემსახურება, 50-100 მბ/წმ სიჩქარით. დანარჩენი სკოლები ინტერნეტთან კავშირისთვის იყენებენ რადიოკავშირს, რომლის სიჩქარეც 10-დან 30 მეგაბიტამდეა. ინტერნეტის ხარისხის საკითხი განსაკუთრებით მწვავედ დგას სოფლებსა და მაღალმთიან დასახლებებში, სადაც თანამედროვე ქსელების გაყვანა რთულია. საქართველოში აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, სახელმწიფო პროგრამა „Log-in Georgia“ ხორციელდება
ყველა ახალი ამბავი
0