https://sputnik-georgia.com/20261103/archevnebis-shedegebis-shejamebis-vada-mcirdeba-301513340.html
არჩევნების შედეგების შეჯამების ვადა მცირდება: „საარჩევნო კოდექსში" ცვლილებები შედის
არჩევნების შედეგების შეჯამების ვადა მცირდება: „საარჩევნო კოდექსში" ცვლილებები შედის
Sputnik საქართველო
ვადის შემცირება ეხება როგორც საპარლამენტო, ისე დედაქალაქისა და ყველა მუნიციპალური ორგანოს არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებას. 03.11.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-11-03T13:00+0400
2026-11-03T13:00+0400
2026-11-03T13:00+0400
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
პოლიტიკა საქართველოში
კანონმდებლობა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/0d/291395307_0:101:1920:1181_1920x0_80_0_0_f47842f6cb27d90623beae5f186a61ae.jpg
თბილისი, 3 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტში წარდგენილი ახალი კანონპროექტის თანახმად, არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამების ვადა 26-დან 15 დღემდე მცირდება. „ქართული ოცნების" დეპუტატების მიერ მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც „საარჩევნო კოდექსში" ცვლილებებს ითვალისწინებს, პარლამენტის ბიუროს უკვე წარედგინა.ვადის შემცირება ეხება როგორც საპარლამენტო, ისე დედაქალაქისა და ყველა მუნიციპალური ორგანოს არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებას.კანონპროექტის თანახმად, „საარჩევნო კოდექსიდან“ ამოდის მუხლი, რომლის მიხედვითაც საოლქო საარჩევნო კომისიებს კენჭისყრის დღიდან არაუგვიანეს მე-6 დღეს შემთხვევითი შერჩევის პრინციპით 5 უბნის გამოვლენისა და შედეგების ხელახალი გადათვლის ვალდებულება ჰქონდათ.„საკანონმდებლო ცვლილებებით, არჩევნების შედეგების შეჯამების ვადა 26 დღიდან 15 დღემდე მცირდება - დგინდება, რომ როგორც პარლამენტის, ასევე დედაქალაქის და ყველა მუნიციპალური ორგანოს არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამება კენჭისყრის დღიდან არაუგვიანეს მე-15 დღეს განხორციელდება", - ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.კანონპროექტით ასევე ზუსტდება საარჩევნო შემაჯამებელი ოქმების შედგენის, მათში შესწორებების შეტანისა და გასაჩივრების წესი.არჩევნების შედეგების შეჯამებასთან დაკავშირებით საარჩევნო კომისიების უფლებამოსილებები იცვლება. მუნიციპალიტეტების საკრებულოებისა და მერების არჩევნების საბოლოო შედეგებს საოლქო კომისიების ნაცვლად, ცენტრალური საარჩევნო კომისია შეაჯამებს და შემაჯამებელ ოქმსაც ცესკო გამოსცემს.გარდა ამისა, იცვლება საარჩევნო სუბიექტების და კანდიდატების მიერ კანდიდატურების მოხსნის ვადები. ახალარჩეული საკრებულოს, საკრებულოს წევრების, მერების უფლებამოსილებების დაწყების ვადა კი, არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნებიდან მე-14 დღის ნაცვლად, მე-9 დღით განისაზღვრება.ასევე იცვლება არჩევნების დანიშვნის დღიდან კენჭისყრის დღის ჩათვლით გამოყენებული სახსრების შესახებ სახელმწიფოს აუდიტის სამსახურისთვის ანგარიშის წარდგენის ვადა. კერძოდ, სუბიექტი, რომელიც წინასწარი მონაცემებით არჩევნებში კანონით დადგენილი ხმების საჭირო რაოდენობას მიიღებს, აღნიშნულ ანგარიშს წარადგენს კენჭისყრის დღიდან არაუგვიანეს მე-5 დღისა. მოქმედი კანონით, ანგარიშის წარდგენა გათვალისწინებულია კენჭისყრის დღიდან არაუგვიანეს მე-12 დღისა.პარლამენტმა განახლებული „საარჩევნო კოდექსი" 2025 წლის დეკემბერში მიიღო, რომლის თანახმადაც საპარლამენტო არჩევნები და რეფერენდუმები მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში გაიმართება და საზღვარგარეთ საარჩევნო უბნები აღარ გაიხსნება.2011 წელს მიღებულ „საარჩევნო კოდექსში“ დღემდე 100-მდე ცვლილება და დამატება შევიდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/0d/291395307_107:0:1815:1281_1920x0_80_0_0_e58b4d2185634f2999951a427985a5f0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, პოლიტიკა საქართველოში, კანონმდებლობა, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, პოლიტიკა საქართველოში, კანონმდებლობა, ახალი ამბები
არჩევნების შედეგების შეჯამების ვადა მცირდება: „საარჩევნო კოდექსში" ცვლილებები შედის
ვადის შემცირება ეხება როგორც საპარლამენტო, ისე დედაქალაქისა და ყველა მუნიციპალური ორგანოს არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებას.
თბილისი, 3 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტში წარდგენილი ახალი კანონპროექტის თანახმად, არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამების ვადა 26-დან 15 დღემდე მცირდება.
„ქართული ოცნების" დეპუტატების მიერ მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც „საარჩევნო კოდექსში" ცვლილებებს ითვალისწინებს, პარლამენტის ბიუროს უკვე წარედგინა.
ვადის შემცირება ეხება როგორც საპარლამენტო, ისე დედაქალაქისა და ყველა მუნიციპალური ორგანოს არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებას.
კანონპროექტის თანახმად, „საარჩევნო კოდექსიდან“ ამოდის მუხლი, რომლის მიხედვითაც საოლქო საარჩევნო კომისიებს კენჭისყრის დღიდან არაუგვიანეს მე-6 დღეს შემთხვევითი შერჩევის პრინციპით 5 უბნის გამოვლენისა და შედეგების ხელახალი გადათვლის ვალდებულება ჰქონდათ.
„საკანონმდებლო ცვლილებებით, არჩევნების შედეგების შეჯამების ვადა 26 დღიდან 15 დღემდე მცირდება - დგინდება, რომ როგორც პარლამენტის, ასევე დედაქალაქის და ყველა მუნიციპალური ორგანოს არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამება კენჭისყრის დღიდან არაუგვიანეს მე-15 დღეს განხორციელდება", - ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
კანონპროექტით ასევე ზუსტდება საარჩევნო შემაჯამებელი ოქმების შედგენის, მათში შესწორებების შეტანისა და გასაჩივრების წესი.
არჩევნების შედეგების შეჯამებასთან დაკავშირებით საარჩევნო კომისიების უფლებამოსილებები იცვლება. მუნიციპალიტეტების საკრებულოებისა და მერების არჩევნების საბოლოო შედეგებს საოლქო კომისიების ნაცვლად, ცენტრალური საარჩევნო კომისია შეაჯამებს და შემაჯამებელ ოქმსაც ცესკო გამოსცემს.
გარდა ამისა, იცვლება საარჩევნო სუბიექტების და კანდიდატების მიერ კანდიდატურების მოხსნის ვადები. ახალარჩეული საკრებულოს, საკრებულოს წევრების, მერების უფლებამოსილებების დაწყების ვადა კი, არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნებიდან მე-14 დღის ნაცვლად, მე-9 დღით განისაზღვრება.
ასევე იცვლება არჩევნების დანიშვნის დღიდან კენჭისყრის დღის ჩათვლით გამოყენებული სახსრების შესახებ სახელმწიფოს აუდიტის სამსახურისთვის ანგარიშის წარდგენის ვადა. კერძოდ, სუბიექტი, რომელიც წინასწარი მონაცემებით არჩევნებში კანონით დადგენილი ხმების საჭირო რაოდენობას მიიღებს, აღნიშნულ ანგარიშს წარადგენს კენჭისყრის დღიდან არაუგვიანეს მე-5 დღისა. მოქმედი კანონით, ანგარიშის წარდგენა გათვალისწინებულია კენჭისყრის დღიდან არაუგვიანეს მე-12 დღისა.
პარლამენტმა განახლებული „საარჩევნო კოდექსი" 2025 წლის დეკემბერში მიიღო, რომლის თანახმადაც საპარლამენტო არჩევნები და რეფერენდუმები მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში გაიმართება და საზღვარგარეთ საარჩევნო უბნები აღარ გაიხსნება.
2011 წელს მიღებულ „საარჩევნო კოდექსში“ დღემდე 100-მდე ცვლილება და დამატება შევიდა.