მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ზახაროვა: კიევი რუს ჟურნალისტებზე „ნადირობს“

© courtesy of Nikoloz Mjavanadzeმარია ზახაროვა
მარია ზახაროვა - Sputnik საქართველო, 1920, 02.11.2026
გამოწერა
ზახაროვას თქმით, ლურჯი წარწერა „PRESS" უკრაინული მხარისთვის მიზანმიმართული თავდასხმების დროს მოსახერხებელ და ადვილად შესამჩნევ სამიზნედ იქცა.
თბილისი, 2 ნოემბერი — Sputnik. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ უკრაინის ხელისუფლება რუსული მედიის წარმომადგენლებზე მიზანმიმართულ „ნადირობას“ აწარმოებს.
კომენტარი, რომელიც ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების დაუსჯელობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს ეძღვნება, უწყების ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
„ყოვლისშემძლეობისა და დაუსჯელობისგან გათავხედებული კიევის რეჟიმი რუსული მედიასაზოგადოების წარმომადგენლებზე ნამდვილ ნადირობას ღიად აწარმოებს“, – ნათქვამია ზახაროვას კომენტარში.
მისი თქმით, ფრონტის ხაზზე მყოფმა სამხედრო კორესპონდენტებმა სხვებზე უკეთ იციან: ჯავშანჟილეტზე არსებული ლურჯი წარწერა „PRESS“, რომელიც ადრე ერთგვარ „უსაფრთხოების გარანტიას“ წარმოადგენდა, უკრაინული მხარისთვის, პირიქით, მიზანმიმართული თავდასხმების დროს მოსახერხებელ და ადვილად შესამჩნევ სამიზნედ იქცა.
„ასეთი თავდასხმები საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლით სამხედრო დანაშაულებად კვალიფიცირდება, თუმცა პროფილური საერთაშორისო სტრუქტურების მხრიდან მიზანმიმართული კრიტიკა არ გვხვდება“, – დაასკვნა დიპლომატმა.
ყველა ახალი ამბავი
0