სადგურის მოედანზე ე.წ. გადასასვლელ ხიდზე ხანძარი ლიკვიდირებულია

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliსახანძრო-სამაშველო ბრიგადა
სახანძრო-სამაშველო ბრიგადა - Sputnik საქართველო, 1920, 02.11.2026
გამოწერა
ხანძრის გაჩენის მიზეზები ამ დროისთვის უცნობია.
თბილისი, 2 ნოემბერი — Sputnik. სადგურის მოედანზე ე.წ. გადასასვლელ ხიდზე ხანძარი ლიკვიდირებულია, ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.
უწყების ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
„ხანძარმა ხიდზე მდებარე შერეული დანიშნულების მაღაზიები მოიცვა. ხანძრის მასშტაბები და ზარალის მასშტაბები ამჟამად დგინდება“, - განაცხადა თბილისის სახანძრო-სამაშველო სამსახურის უფროსმა ლევან მუსელიანმა.
ხანძრის გაჩენის მიზეზები ამ დროისთვის უცნობია.
ყველა ახალი ამბავი
0