https://sputnik-georgia.com/20261102/skolis-pormebis-gakidvis-meore-etapi-daicko-301493769.html
დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმების რეალიზაციის მეორე ეტაპი დაიწყო
დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმების რეალიზაციის მეორე ეტაპი დაიწყო
Sputnik საქართველო
პირველ ეტაპზე სასკოლო ფორმები პირველკლასელებს გადაეცათ. 02.11.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-11-02T13:00+0400
2026-11-02T13:00+0400
2026-11-02T13:00+0400
საქართველო
განათლება საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/09/0f/300617033_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_4a2c577eafd0305fa5ca13294fd0ac69.jpg
თბილისი, 2 ნოემბერი — Sputnik. საჯარო სკოლების დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმების რეალიზაციის მეორე ეტაპი დღეიდან დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას „საგანმანათლებლო რესურსები“ ავრცელებს.ამ ეტაპზე საქართველოს საჯარო სკოლებში სასკოლო ფორმების ტარება სავალდებულოა დაწყებითი სკოლის მოსწავლეებისთვის - პირველიდან მეექვსე კლასამდე. სასკოლო ფორმების ტარების ვალდებულება ყოველ წელს თანდათანობით დამატებით თითო კლასზე გავრცელდება.უწყების ცნობით, სასკოლო ფორმის შეძენა როგორც რეალიზაციის პუნქტებში, ასევე ონლაინ ელექტრონული პლატფორმის მეშვეობით formebi.emis.ge იქნება შესაძლებელი.მთელი ქვეყნის მასშტაბით რეალიზაციის 83 პუნქტი ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით, 10:00-18:00 საათის პერიოდში იმუშავებს.გარკვეული კატეგორიის მოსწავლეები სასკოლო ფორმას უფასოდ მიიღებენ.სასკოლო ფორმის ფასი:საქართველოში სასკოლო ფორმა ლურჯი ფერისაა (პიჯაკი და შარვალი — ბიჭებისთვის, პიჯაკი და ქვედაბოლო ან შარვალი — გოგონებისთვის). ამასთან, ქვედაბოლოს არჩევა შესაძლებელია როგორც მოკლე, ისე გრძელი.ფორმა ხელმისაწვდომია სამ ზომაში, გათვლილი არის სხვადასხვა სიმაღლეზე და დამზადებულია პოლიესტერისგან, სუნთქვადი, ჰიპოალერგიული სარჩულით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/09/0f/300617033_114:0:1934:1365_1920x0_80_0_0_2fe1f606d951fa07b64c9a348c908dea.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, განათლება საქართველოში , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, განათლება საქართველოში , საზოგადოება, ახალი ამბები
დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმების რეალიზაციის მეორე ეტაპი დაიწყო
პირველ ეტაპზე სასკოლო ფორმები პირველკლასელებს გადაეცათ.
თბილისი, 2 ნოემბერი — Sputnik. საჯარო სკოლების დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმების რეალიზაციის მეორე ეტაპი დღეიდან დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას „საგანმანათლებლო რესურსები“ ავრცელებს.
ამ ეტაპზე საქართველოს საჯარო სკოლებში სასკოლო ფორმების ტარება სავალდებულოა დაწყებითი სკოლის მოსწავლეებისთვის - პირველიდან მეექვსე კლასამდე. სასკოლო ფორმების ტარების ვალდებულება ყოველ წელს თანდათანობით დამატებით თითო კლასზე გავრცელდება.
უწყების ცნობით, სასკოლო ფორმის შეძენა როგორც რეალიზაციის პუნქტებში, ასევე ონლაინ ელექტრონული პლატფორმის მეშვეობით formebi.emis.ge იქნება შესაძლებელი.
მთელი ქვეყნის მასშტაბით რეალიზაციის 83 პუნქტი ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით, 10:00-18:00 საათის პერიოდში იმუშავებს.
გარკვეული კატეგორიის მოსწავლეები სასკოლო ფორმას უფასოდ მიიღებენ.
პიჯაკი (გოგონებისა და ბიჭებისთვის) – 45 ლარი
საქართველოში სასკოლო ფორმა ლურჯი ფერისაა (პიჯაკი და შარვალი — ბიჭებისთვის, პიჯაკი და ქვედაბოლო ან შარვალი — გოგონებისთვის). ამასთან, ქვედაბოლოს არჩევა შესაძლებელია როგორც მოკლე, ისე გრძელი.
ფორმა ხელმისაწვდომია სამ ზომაში, გათვლილი არის სხვადასხვა სიმაღლეზე და დამზადებულია პოლიესტერისგან, სუნთქვადი, ჰიპოალერგიული სარჩულით.