საქართველო ლონდონში World Travel Market-ის ტურისტულ გამოფენაში მიიღებს მონაწილეობს

© courtesy of Celtic Group Hostelsგამოფენა World Travel Market
გამოფენა World Travel Market - Sputnik საქართველო, 1920, 02.11.2026
გამოწერა
საქართველოს ეროვნულ სტენდთან ვიზიტორებს შესაძლებლობა ექნებათ ქვეყნის ტურისტულ მიმართულებებსა და პროდუქტებს, კულტურულ-ისტორიულ მემკვიდრეობასა და ტურისტულ შესაძლებლობებს გაეცნონ
თბილისი, 2 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ლონდონის საერთაშორისო გამოფენა World Travel Market-ში (WTM) მიიღებს მონაწილეობას.
World Travel Market 1980 წლიდან მსოფლიოს ტურისტული სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოვლენაა და გათვლილია პროფესიონალებზე. რიგით 47-ე გამოფენა 3-5 ნოემბერს ლონდონის ერთ-ერთ უდიდეს თანამედროვე საგამოფენო სივრცე ExCel-ში გაიმართება.
ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად, გამოფენაში 20-მდე ქართული ტურისტული კომპანია, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი და იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია (DMO) მიიღებს მონაწილეობას.
„საქართველოს ეროვნულ სტენდთან ვიზიტორებს შესაძლებლობა ექნებათ ქვეყნის ტურისტულ მიმართულებებსა და პროდუქტებს, კულტურულ-ისტორიულ მემკვიდრეობასა და ტურისტულ შესაძლებლობებს გაეცნონ", - ნათქვამია განცხადებაში.
გამოფენის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები საერთაშორისო მედია-კომპანიების, დაჯავშნისა და მოგზაურობის გლობალურ პლატფორმების, მარკეტინგული სააგენტოების, ავიაციისა და ტექნოლოგიების სფეროს, გასართობი და კინოინდუსტრიის კორპორაციების წარმომადგენლებთან.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, დიდი ბრიტანეთიდან მოგზაურთა ინტერესი დინამიურად იზრდება. 2026 წლის მესამე კვარტალში გაერთიანებული სამეფოდან ვიზიტების რაოდენობა +18,2%-ითაა გაზრდილი.
ყველა ახალი ამბავი
0