https://sputnik-georgia.com/20261102/sagamoziebo-samsaxurma-3-piri-daakava-16-brali-waredgina-301495509.html
იმპორტის გადასახადებისგან თავის არიდება: სამი პირი დააკავეს, 16-ს კი ბრალი წარუდგინეს
იმპორტის გადასახადებისგან თავის არიდება: სამი პირი დააკავეს, 16-ს კი ბრალი წარუდგინეს
Sputnik საქართველო
დანაშაულებრივი სქემის შედეგად სახელმწიფო ბიუჯეტს 548,809 ლარზე მეტი ზიანი მიადგა. 02.11.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-11-02T15:29+0400
2026-11-02T15:29+0400
2026-11-02T15:29+0400
საქართველო
სპეციალური საგამოძიებო სამსახური
საქართველოს ფინანსთა სამინიტრო
კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/09/0f/294949334_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_dad4972716639d5f5c0dad2ef6b61357.jpg
თბილისი, 2 ნოემბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა ავტომობილების რეექსპორტის გზით იმპორტის გადასახადებისგან თავის არიდების ფაქტი გამოავლინეს - დაკავებულია სამი პირი, 16 პირს ბრალდება წარედგინა, ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.უწყების ცნობით, დანაშაულებრივი სქემის შედეგად სახელმწიფო ბიუჯეტს 548,809 ლარზე მეტი ზიანი მიადგა.გამოძიებით დადგინდა, რომ 2025-2026 წლებში ორგანიზებული ჯგუფის წევრები ყალბი დოკუმენტების გამოყენებით ავტომობილებს რეექსპორტის რეჟიმში ფიქტიურად აფორმებდნენ. ამ სქემაში მათ უცხო ქვეყნის 15 მოქალაქეც ჩართეს, რომლებსაც აღნიშნული მოქმედებების სანაცვლოდ ანაზღაურებას უხდიდნენ. სქემის ფარგლებში, ჯამში, 138 ავტომობილი რეექსპორტის რეჟიმში მოაქციეს, თუმცა კანონით დადგენილ ვადაში მათ საქართველოს ტერიტორია არ დატოვეს. ასეთ შემთხვევაში ავტომობილები იმპორტის პროცედურაში მოქცეულად ითვლება და შესაბამისი გადასახადები უნდა გადაიხადონ. გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 210-ე და 185-ე მუხლებით, რაც 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/09/0f/294949334_114:0:1934:1365_1920x0_80_0_0_fae9d7c3b68da81f2a0ae2549b6f7f23.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპეციალური საგამოძიებო სამსახური , საქართველოს ფინანსთა სამინიტრო, კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, სპეციალური საგამოძიებო სამსახური , საქართველოს ფინანსთა სამინიტრო, კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
იმპორტის გადასახადებისგან თავის არიდება: სამი პირი დააკავეს, 16-ს კი ბრალი წარუდგინეს
დანაშაულებრივი სქემის შედეგად სახელმწიფო ბიუჯეტს 548,809 ლარზე მეტი ზიანი მიადგა.
თბილისი, 2 ნოემბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა ავტომობილების რეექსპორტის გზით იმპორტის გადასახადებისგან თავის არიდების ფაქტი გამოავლინეს - დაკავებულია სამი პირი, 16 პირს ბრალდება წარედგინა, ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.
უწყების ცნობით, დანაშაულებრივი სქემის შედეგად სახელმწიფო ბიუჯეტს 548,809 ლარზე მეტი ზიანი მიადგა.
გამოძიებით დადგინდა, რომ 2025-2026 წლებში ორგანიზებული ჯგუფის წევრები ყალბი დოკუმენტების გამოყენებით ავტომობილებს რეექსპორტის რეჟიმში ფიქტიურად აფორმებდნენ. ამ სქემაში მათ უცხო ქვეყნის 15 მოქალაქეც ჩართეს, რომლებსაც აღნიშნული მოქმედებების სანაცვლოდ ანაზღაურებას უხდიდნენ.
სქემის ფარგლებში, ჯამში, 138 ავტომობილი რეექსპორტის რეჟიმში მოაქციეს, თუმცა კანონით დადგენილ ვადაში მათ საქართველოს ტერიტორია არ დატოვეს. ასეთ შემთხვევაში ავტომობილები იმპორტის პროცედურაში მოქცეულად ითვლება და შესაბამისი გადასახადები უნდა გადაიხადონ.
გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 210-ე და 185-ე მუხლებით, რაც 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.