გეოპოლიტიკური ინტერესების გზაჯვარედინზე: ქალის ხედვა საქართველოს მომავალზე

© photo: Sputnik / Stringerმრგვალი მაგიდა „საქართველო ისტორიის გზაჯვარედინზე – ქალის ხედვა“
მრგვალი მაგიდა „საქართველო ისტორიის გზაჯვარედინზე – ქალის ხედვა“ - Sputnik საქართველო, 1920, 02.11.2026
გამოწერა
თბილისში გაიმართა ექსპერტთა მრგვალი მაგიდა თემაზე „საქართველო ისტორიის გზაჯვარედინზე – ქალის ხედვა“
ცნობილმა პოლიტოლოგებმა, პუბლიცისტებმა და მედიის ექსპერტებმა თანამედროვე გლობალური დაპირისპირების დეკონსტრუქცია მოახდინეს და განიხილეს, როგორ უნდა დაიცვან მცირე ერებმა საკუთარი სუვერენიტეტი და ჩამოაყალიბონ ძლიერი შინაგანი ფასეულობითი კოდი, დასავლური ჰეგემონიიდან რეგიონალიზაციის ახალ სისტემაზე გადასვლის პირობებში.
ღონისძიება გაზეთ „Свободная Грузия“-ს მთავარმა რედაქტორმა ტატო ლასხიშვილმა ჩაატარა.
კროს-ვექტორული პოლიტიკა და კავკასია, როგორც ახალი ეპიცენტრი
როგორც პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი თამარ ჩიბურდანიძე მიიჩნევს, სახელმწიფო პოლიტიკა საზოგადოებისა და სხვადასხვა სოციალური ჯგუფის ინტერესებისა და დარგობრივი მიმართულებების გადაკვეთაზე ყალიბდება. ხოლო საგარეო პოლიტიკური კურსი ამ შიდა პროცესების ლოგიკური გაგრძელებაა.
როგორც პოლიტოლოგმა მრგვალი მაგიდის მსვლელობისას აღნიშნა, ჯერ კიდევ 2012 წელს, როდესაც ხელისუფლებაში ახალი პოლიტიკური გუნდი — „ქართული ოცნება“ - მოვიდა, მან საგარეო პოლიტიკის „კროს-ვექტორული“ კონცეფცია წარმოადგინა. ამ მიდგომის მთავარი იდეა ის იყო, რომ თბილისი არავითარ შემთხვევაში არ უნდა აღმოჩენილიყო რომელიმე ერთი ვექტორის (დასავლეთის, ჩრდილოეთის, აღმოსავლეთისა თუ სამხრეთის) დამოკიდებულებაში.
„ქვეყანაში რომ მუდმივი მშვიდობა იყოს, საქართველოს უნდა ჰქონდეს გადაკვეთის, ანუ დაბალანსებული საგარეო პოლიტიკა. ეს მისი იდენტობის მდგრადობისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნების წინაპირობა და განმსაზღვრელი ფაქტორია. დღეს ჩვენ რეალურად პოლიტიკურ გზაჯვარედინზე ვიმყოფებით. საქართველო დღეს ახალი ისტორიული გზის დასაწყისში დგას“, — განაცხადა ჩიბურდანიძემ.
© photo: Sputnik / Stringerთამარ ჩიბურდანიძე. მრგვალი მაგიდა „საქართველო ისტორიის გზაჯვარედინზე – ქალის ხედვა“
Тамар Чибурданидзе. Круглый стол Грузия на перекрестке истории – женский взгляд - Sputnik საქართველო, 1920, 02.11.2026
თამარ ჩიბურდანიძე. მრგვალი მაგიდა „საქართველო ისტორიის გზაჯვარედინზე – ქალის ხედვა“
მისი თქმით, სწორედ დაბალანსებულ, ჯვარედინ დიპლომატიას შეუძლია ქვეყნისთვის მუდმივი მშვიდობის უზრუნველყოფა, რაც, თავის მხრივ, ქართული იდენტობისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნების მთავარი გარანტიაა.
დღეს საქართველო, ფაქტობრივად, ამ ისტორიულ გზაჯვარედინზე აღმოჩნდა და სრულიად ახალი გზის დასაწყისში დგას. გლობალურ ასპარეზზე ტექტონიკური ძვრები მიმდინარეობს: თუ ადრე აშშ და ევროპა მსოფლიო პოლიტიკაში უპირობოდ დომინირებდნენ, ახლა, სხვა სახელმწიფოების აღზევების შედეგად, ძალთა ბალანსი გათანაბრდა. ამ რეალობაში ახალი გეოპოლიტიკური ეპიცენტრი ევროკავშირიდან კავკასიისკენ ინაცვლებს, რაც ქვეყნისგან მაქსიმალურ მოქნილობასა და პრაგმატიზმს მოითხოვს.
იდენტობის დაცვა და საკუთარ ფესვებთან დაბრუნება
პუბლიცისტმა და სმირნოვების სახლ-მუზეუმის დირექტორმა ბაია ამაშუკელმა მრგვალი მაგიდის მონაწილეებს შეახსენა, რომ საქართველო ევრაზიის უმნიშვნელოვანეს გეოპოლიტიკურ გზაჯვარედინზე მდებარეობს და მისი გადარჩენის საწინდარი საკუთარ უნიკალურ იდენტობასთან დაბრუნებაშია. პუბლიცისტის აზრით, ქვეყნის მოქალაქეებისათვის მნიშვნელოვანია, უპირველეს ყოვლისა, თავი ქართველებად წარმოაჩინონ, ადამიანებად, რომლებსაც გულწრფელად უყვართ სამშობლო. არ ეცადონ, ხელოვნურად მოირგონ სხვისი ფორმულირებები, მაგალითად: „მაშასადამე, შენ ევროპელი ხარ“.
„ჩვენი იდენტობა უნდა დავიბრუნოთ არა იმით, რომ „მაშასადამე, შენ ევროპელი ხარ“, არამედ იმით, რომ ქართველი ხარ. უპირველეს ყოვლისა, ქართველი ხარ, უნდა გიყვარდეს საქართველო და იცოდე, რომ შენს ზურგს უკან საქართველოა“, — განაცხადა ამაშუკელმა.
© photo: Sputnik / Stringerბაია ამაშუკელი. „საქართველო ისტორიის გზაჯვარედინზე – ქალის ხედვა“
Байя Амашукели. Круглый стол Грузия на перекрестке истории – женский взгляд - Sputnik საქართველო, 1920, 02.11.2026
ბაია ამაშუკელი. „საქართველო ისტორიის გზაჯვარედინზე – ქალის ხედვა“
მან განსაკუთრებული ყურადღება განათლების სფეროში არსებულ კრიზისს დაუთმო. საუბრისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ განათლების სისტემას უნდა დაუბრუნდეს ჭეშმარიტი პატრიოტიზმის, მეგობრობისა და ერთგულების ისტორიული მაგალითები.
ამაშუკელმა ასევე სინანული გამოთქვა იმის გამო, რომ თანამედროვე ახალგაზრდობა ითვისებს ქცევის დასავლურ, ეგოისტურ მოდელებს (მაგალითად, ტრანსპორტში უფროსებისთვის ადგილის არდათმობას), რომლებიც სრულიად უცხოა ქართული კულტურისთვის.
გარდა ამისა, მან კატეგორიულად უარყო მრავალწლიანი პროპაგანდისტული მითები იმის შესახებ, თითქოს და ქართველები, ევროპელებთან შედარებით, „ზარმაცები და ცუდები“ არიან. ამასთან, ხაზი გაუსვა ქართული ცივილიზაციის უზარმაზარ სიმდიდრეს, ზრდილობასა და ღრმა ისტორიულ ფესვებს, რომელთა შესახებაც ახალგაზრდა თაობამ აუცილებლად უნდა იცოდეს.
© photo: Sputnik / Stringerმრგვალი მაგიდა „საქართველო ისტორიის გზაჯვარედინზე – ქალის ხედვა“
Круглый стол Грузия на перекрестке истории – женский взгляд - Sputnik საქართველო, 1920, 02.11.2026
მრგვალი მაგიდა „საქართველო ისტორიის გზაჯვარედინზე – ქალის ხედვა“
იდენტობის კრიზისი და ევროპული ვექტორი
ტელეკომპანია Georgian Times-ის გადაცემის „რეალური აქცენტები“ წამყვანი ია დანელია მიიჩნევს, რომ საქართველოს ყველა ძირითადი პრობლემის სათავე მის ისტორიულ გზაჯვარედინზე ყოფნასა და მკაფიო ორიენტირების არარსებობაშია.
მისი აზრით, დამოუკიდებლობის 36 წლის განმავლობაში დაშვებული მთავარი შეცდომა იყო ის, რომ ქვეყანამ ვერ შეძლო ერთიანი სახელმწიფო იდეოლოგიის ჩამოყალიბება, რომელიც ეროვნული თვითმყოფადობის, საკუთარი მოკავშირეებისა და საფრთხეების მკაფიოდ განსაზღვრის საშუალებას მისცემდა. იმის საფუძვლიანი გააზრების გარეშე, თუ რას წარმოადგენს თავად საქართველო, ნებისმიერი პოლიტიკური ნაბიჯი არაეფექტიანი იქნება.
ევროინტეგრაციის საკითხზე საუბრისას, ჟურნალისტმა ეჭვქვეშ დააყენა დასავლური ტენდენციების ბრმად მიყოლა, რომლებიც ტრადიციულ ფასეულობებს ეწინააღმდეგება. ბრიუსელში ბოლო ვიზიტის პირადი შთაბეჭდილებების გაზიარებისას, დანელიამ აღნიშნა, რომ ევროპის დედაქალაქების გარეგნული კეთილდღეობა ახალი სიმბოლიკის თავსმოხვევას ერწყმის (მაგალითად, ფერად ქვეითთა გადასასვლელებს).
„ევროპისკენ მივდივართ. ძალიან საინტერესოა, რა გვინდა ევროპაში. ცოტა ხნის წინ ევროპიდან დავბრუნდი. ბრიუსელში ვიყავი, იქ ყველაფერი ძალიან ლამაზი და მშვენიერია, მაგრამ ყველა „ზებრა“, სადაც გზას გადადიხარ, ფერადია. მინდა კი ახლა ამ ფერად „ზებრაზე“ სიარული, მე, კავკასიელ ქალს? არის კი ეს „ზებრა“ ჩემი ქვეყნის წინსვლისა და პროგრესის გამოხატულება? ჩემი აზრით, არა“, — განაცხადა დანელიამ.
© photo: Sputnik / Stringerია დანელია. მრგვალი მაგიდა „საქართველო ისტორიის გზაჯვარედინზე – ქალის ხედვა“
Ия Данелия. Круглый стол Грузия на перекрестке истории – женский взгляд - Sputnik საქართველო, 1920, 02.11.2026
ია დანელია. მრგვალი მაგიდა „საქართველო ისტორიის გზაჯვარედინზე – ქალის ხედვა“
ემოციების ძალა და ლიდერობა
როგორც ჟურნალისტმა ირანდა კალანდაძემ განაცხადა, იმ პირობებში, როდესაც, გლობალურ ასპარეზზე დაბალანსებული დიპლომატიური პოლიტიკის ნაცვლად, აგრესიული პოლიტიკა დომინირებს, სახელმწიფო მართვაში ქალების მონაწილეობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.
მისი ღრმა რწმენით, ქალების როლი თანამედროვე მსოფლიო პოლიტიკაში და განსაკუთრებით საქართველოს შიგნით, უბრალოდ, აქტიური მონაწილეობიდან სრულფასოვან ლიდერობად უნდა გარდაიქმნას.
„დიახ, ჩვენ ძალიან ემოციურები ვართ, მაგრამ, ამავე დროს, ძალიან გონიერებიც. და ჩვენი როლი პოლიტიკაში არა უბრალოდ უფრო აქტიური, არამედ უფრო ლიდერული უნდა იყოს. ამბობენ, რომ პოლიტიკას ემოციები არ სჭირდება. მე კი პირიქით ვფიქრობ — ემოციები ძალიან საჭიროა. ამ ემოციასაც თავისი მიმართულება აქვს. დღეს არცერთ ქვეყანაში პოლიტიკა ემოციების გარეშე არ მიმდინარეობს“, — განაცხადა კალანდაძემ.
გარდა ამისა, ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ მცირე ერებისათვის საერთაშორისო არასტაბილურობა ამჟამად ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს. ამ ვითარებაში მან საქართველოს ბოლო წლების მთავარ მიღწევად სტაბილურობისა და მშვიდობის შენარჩუნება დაასახელა.
კალანდაძის თქმით, მიუხედავად იმ უზარმაზარი მენტალური და ფსიქოლოგიური ზეწოლისა, რომელსაც ქვეყანა განიცდის, მის ტერიტორიაზე ომის არარსებობა ქართველი ხალხისა და მოქმედი ხელისუფლების საერთო და უმნიშვნელოვანესი დამსახურებაა.
© photo: Sputnik / Stringerირანდა კალანდაძე. მრგვალი მაგიდა „საქართველო ისტორიის გზაჯვარედინზე – ქალის ხედვა“
Иранда Каландадзе. Круглый стол Грузия на перекрестке истории – женский взгляд - Sputnik საქართველო, 1920, 02.11.2026
ირანდა კალანდაძე. მრგვალი მაგიდა „საქართველო ისტორიის გზაჯვარედინზე – ქალის ხედვა“
გეოეკონომიკური ჰეჯირება
საქართველო საგარეო პოლიტიკის ვექტორს ცვლის და დასავლეთზე ერტთპიროვნულ ორიენტაციას ძალის ახალი ცენტრების მიმართ პრაგმატული თანამშრომლობით ანაცვლებს. ამის შესახებ, მსოფლიო წესრიგის მიმდინარე ცვლილებების ანალიზისას, საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტმა ნინო სკვორცოვამ განაცხადა.
მისი თქმით, თანამედროვე „დაღმავალი გლობალიზაცია“ სწრაფად უთმობს ადგილს რეგიონალიზაციის პროცესებს, სადაც დასავლურ ჰეგემონიზმს ადგილობრივი მოთამაშეები — რუსეთი, ჩინეთი, ინდოეთი და აფრიკის ქვეყნები — ანაცვლებენ. ამ ვითარებაში, თბილისმა დროულად მოახდინა თავისი კურსის კორექტირება და აქცენტი საკუთარ სუვერენიტეტზე გადაიტანა.
„მე უფრო მეტად გეოეკონომიკური ჰეჯირების ტერმინს ვიყენებ. ეს ტერმინი სწორედ იმას აღნიშნავს, რასაც ახლა საქართველო აკეთებს... კერძოდ, ის ამჟამად აძლიერებს თავის სატრანზიტო ფუნქციას, ფინანსური ჰაბის როლს, ასევე ატარებს მრავალვექტორულ დიპლომატიას და ურთიერთობს მათთან, ვისთან ურთიერთობაც საჭიროა და მნიშვნელოვანია“, — აღნიშნა სკვორცოვამ.
© photo: Sputnik / Stringerნინო სკვორცოვა. მრგვალი მაგიდა „საქართველო ისტორიის გზაჯვარედინზე – ქალის ხედვა“
Нино Скворцова. Круглый стол Грузия на перекрестке истории – женский взгляд - Sputnik საქართველო, 1920, 02.11.2026
ნინო სკვორცოვა. მრგვალი მაგიდა „საქართველო ისტორიის გზაჯვარედინზე – ქალის ხედვა“
მისი თქმით, თბილისის ახალი მიდგომა მხოლოდ დეკლარირებული მრავალვექტორულობით არ გამოიხატება. გადადგმულია კონკრეტული ნაბიჯებიც, რომლებიც მიმართულია საკუთარი ინფრასტრუქტურული როლის გაძლიერებისკენ, ცენტრალურ აზიასთან, ჩინეთსა და არაბულ სამყაროსთან კონტაქტების გააქტიურებისკენ, ვაშინგტონისა და ბრიუსელის პოზიციებზე ზედმეტი დამოკიდებულების გარეშე. ექსპერტის აზრით, 2020-იანი წლების დასაწყისში მთავრობამ გააცნობიერა, რომ ევროპელი პარტნიორები საქართველოს პოზიციას არ ისმენდნენ, და ეროვნული ინტერესების დაცვა აირჩია.
„სწორედ იმ რეგიონული ინფრასტრუქტურის მეშვეობით, რომელსაც საქართველო ქმნის, ჩვენ გეოეკონომიკურ ჰეჯირებას ვახორციელებთ. ანუ, ჩვენ ვაბანდებთ საკუთარ კაპიტალს, საკუთარ რესურსებს და მათ შორის - საკუთარ რისკებსაც“, — ხაზგასმით აღნიშნა მან.
მიუხედავად იმისა, რომ სხვა სახელმწიფოებმა, შესაძლოა, სატრანზიტო მარშრუტების გადახედვის გადაწყვეტილება მიიღონ, პოლიტოლოგი დარწმუნებულია, რომ ჰეჯირების სტრატეგია გამართლებულია: ცვალებადი მსოფლიო წესრიგის პირობებში, გაბედული ნაბიჯების გადადგმაზე უარის თქმა ქვეყანას მაქსიმალური გეოპოლიტიკური და ეკონომიკური სარგებლის მიღების შესაძლებლობას ართმევს.
მრგვალი მაგიდის მონაწილეები მივიდნენ დასკვნამდე, რომ საქართველო სუვერენიტეტის დასაცავად მრავალვექტორულ დაბალანსებასა და კროს-ვექტორულ საგარეო პოლიტიკაზე გადადის. ექსპერტებმა ხაზი გაუსვეს ეროვნული იდენტობის, კულტურული კოდისა და ტრადიციული ფასეულობების შენარჩუნების აუცილებლობას, დასავლური ორიენტირების ბრმად კოპირების ნაცვლად.
ლიზა შელია
ყველა ახალი ამბავი
0